Introduction

1.7K 79 29
                                    

„მე რომ დავიბადე არემარეს ზამთრის ფუმფულა, თეთრი კაბა ეცვა. ბებიაქალმა დედას უთხრა, რომ ზამთრის ბავშვები სხვებზე ძლიერები არიან. ისინი ხომ სულ პაწაწინები უმკლავდებიან სუსხიანი ქარის ქროლვას სახლის გარეთ? თუმცა მე ამის ატანა სახლის შიგნითაც მიიწევდა. ეს ქარი ჩემს საყვარელ ადამიანებს შემოჰქონდათ და თავს მახვევდნენ, მწარე სუსხით მივსებდნენ გულს და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ ჩემში."

კარზე კაკუნი მესმის და დღიურს სწრაფად ვაცურებ ბალიშის ქვეშ.

-ღიაა

ოთახში თავი ლეილამ შემოყო და თბილი ღიმილით დამაჯილდოვა.

-ბიანკა, ჩამოდი ვჭამოთ ლიამი უკვე მოვიდა, ბობიც გველოდება.

ლიამის სახელის გაგონებაზე ვიღუშები.

-მე ტოსტი შევჭამე წეღან, თქვენ ივახშმეთ.

-კარგი ერთი, ტოსტი გეყოფოდა ვითომ?

გამომცდელად მიყურებს და საწოლზე, ჩემ გვერდით, იკავებს ადგილს.

–ეს ყველაფერი ლიამის გამოა?–პასუხს აღარ დაელოდა და სიტყვებს ოხვრა ამოაყოლა.

შეწინააღმდეგება გადავიფიქრე. მგონი დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ მეთქვა ის რაც აქ მოსვლის პირველი დღიდან ჩემს მთავარ პრობლემად იყო ქცეული.

-თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ ნორმალურად დაველაპარაკო, ის თავს მარიდებს. უარეს შემთხვევაში არც კი იმჩნევს ჩემს არსებობას. ასე რომ არ მინდა შევაწუხო, სახლში კი უხერხულობა შევქმნა.

აქამდე ყურადღრით და ჩაფიქრებით მისმენდა ლეილა.

–ხომ, ამას ვამჩნევთ მეც და ბობიც, ვაპირებ კიდეც დალაპარაკებას, მაგრამ გთხოვ მანამდე უბრალოდ ჩვენთან ერთად ივახშმე. გპირდები ხვალიდან ეს აღარ შეგაწუხებს. ბობს გეგმა აქვს.

ბოლო სიტყვებზე ჩაეცინა და ჩემს ხელს, რომელიც საწოლზე ესვენა თავისი დაადო და ოდნავ მოუჭირა.

Our Bones [Z.M fanfiction]Where stories live. Discover now