Secret

527 65 25
                                    

–ბიანკა სწრაფად ადექი, დაგვაგვიანდება–ლიამმა კარზე მომიკაკუნა და ხმამაღლა დამიძახა.

–კი, კი ვდგები–გემრიელად გავიზმორე, მაგრამ აღდგომის ნაცვლად გვერდი ვიცვალე და ძილის გაგრძელება გადავწყვიტე.

–ჯანდაბა, დღეს კოლეჯია.–ხმამაღლა წამივიყვირე და თვალები დავაჭყიტე. საწოლის წინ დაკიდებულ საათს გავხედე. ცხრას ათი წუთი აკლდა. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა
მანქანით კი მივდიოდით, მაგრამ ათ წუთში გამზადებასაც კი ვერ მოვახერხებდი.
ჩემი მდგომარეობის გამო ისედაც დიდი ხანი ვაცდენდი, ახლა დაგვიანება და რომელიმე ლექციის გამოტოვება ყველაზე ნაკლებად მინდა.

გიჟივით წამოვარდი საწოლიდან. ხელში რაც მომხვდა ის გადავიცვი და სააბაზანოში ხელ-პირის დასაბანად შევვარდი.
სამ წუთში უკვე კიბეებზე ჩავრბოდი.

–ლიამ მზად ვარ, წავიდეთ. –ხმამაღლა დავიძახე, რომ გაეგო.
მოუსვენრად ვცქმუტავდი სანამ გამოვიდოდა.

ტელეფონს საათის შესამოწმებლად დავხედე, მაინტერესებდა კიდევ რამდენი დრო გვქონდა დარჩენილი.
თვალები ლამის შუბლზე ამივიდა, საათი მხოლოდ შვიდ საათს აჩვენებდა, მხოლოდ შვიდს!

გაოცებულმა ავიხედე ზემოთ და ჩემ წინ, ღამის პერაგში გამოწყობილი ლიამი, რომ დავინახე სიბრაზისგან ავენთე.

–ლიამ პეინ, ჯოჯოხეთში გაგგზავნი! –ზურგჩანთა მოვისროლე და უკვე ახარხარებული ლიამისკენ გავიქეცი.

–ბიანკა გთხოოვ–დაიწუწუნა და თითქმის დასაჭერად განწირული ხელიდან გამისხლტა–მეტს აღარ ვიზავ, მართლა

–ეს მერამდენე დაპირებაა ბატონო პეინ? მთელი დღეც რომ მომიწიოს მაინც დაგიჭერ და მაგრად გცემ!

–ოფ შემეშინდა –ენა გამომიყო და დივნისკენ გაიქცა. ისე ქნა რომ მე დივნის დასაჯდომთან ვიდექი, ის ზურგთან.

ამას ჰგონია წრეზე სირბილს დავიწყებ?

მისთვის მოულოდნელი სისწრაფით გადავახტი დივნის ზურგს და პირდაპირ ზედ დავახტი, ისე რომ წაქცეულიყო.

Our Bones [Z.M fanfiction]Where stories live. Discover now