kiss me hard

661 60 16
                                    

თითქმის ერთი კვირაა სახლში ნორმალურად არ ვყოფილვარ.

დილით კოლეჯში ლიამს მივყავარ, ვლოცულობ არაფერი მითხრას მომხდარზე. თავს ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ მასთან ჩხუბის გამო და არ მინდა ეს უარესად მაგრძნობინოს.

კოლეჯიდან ბიბლიოთეკაში მივდივარ. იქ ვსწავლობ და 11 საათისთვის სახლში ვბრუნდები.
ლეილა ყოველდღე ცდილობს ინფორმაცია დამტყუოს ასე რატომ ვიქცევი, ლიამმა ხომ არ მაწყენინა ან კოლეჯში ხომ არ მაქვს პრობლემები.
ჩემგან მხოლოდ ერთ პასუხს იღებს. „ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მეტი დრო მინდა გავატარო საკუთარ თავთან“ ისიც ნებდება და კითხვებს აღარ სვამს.

ახლაც ბიბლიოთეკაში ვზივარ და ამ საშინელ ამოცანას ვუბღვერ. ვერაფრით ვერ ამოვხსენი.

წინ ვიღაცის ლანდი შევამჩნიე და მასზე გადავიტანე ყურადღება.
ის გოგო იყო, თუ სწორად მახსოვს ლიზა.
პირველ დღეს, რომ „მშვიდობიანი“ ჩხბი გამართა ნატალიასთან.

–ამმ... ჰეი–ნაზად გამიღიმა.

–გამარჯობა–ცოტა გაკვირვებულმა ვუპასუხე. მაშინდელ ლიზას ნამდვილად არ ჰგავდა. ის ცინიკური იყო და უხეში ეს კი ნაზად მიღიმოდა.

–გახსოვარ? კოლეჯის პირველ დღეს გნახე. მაშინ ცოტა ცუდად გამომივიდა, ჩემი ბრალი არ იყო. ჩემმა იდიოტმა მეგობრებმა წამაგებინეს და ვალდებული ვიყავი ნებისმიერთან მივსულიყავი და მეუხეშა.–თვალები აატრიალა და ისევ გამიღიმა.

–ამ, ხო არაფერია.–რატომღაც ეჭვი არ შემპარვია, რომ სიმართლეს ამბობდა. ან საერთოდ რაში დასჭირდებოდა ჩემთან მოსვლა და სისულელეების ლაპარაკი ეს ყველაფერი სიმართლე რომ არ ყოფილიყო?

–მართლა ვნანობ ასე რომ დავიწყეთ. ახლა შენ გგონია რომ ის საზიზღარი სალათი მე დავამატე მენიუს–ამაზე ორივეს გაგვეცინა–მაგრამ შენი დაქალი ნატალია რომ შემომელანძღა მაგას არ ვწუხვარ.

Our Bones [Z.M fanfiction]Where stories live. Discover now