-არსებობს თქმულება ზეციურ სამყაროსა და მის შემქმნელზე, ანგელოზებსა და დემონებზე. დიახ, ეს ყველა თქვენგანმა იცით, თუმცა არსებობს სხვა სახის ლეგენდა დაცემულ ანგელოზზე, რომელიც სხვა ანგელოზებს გამოეყო და მთლიანი სამყაროს დამონება განიზრახა. რა თქმა უნდა, ეს სამყაროს შემქმნელმა თავისივე ყურით გაიგონა და ანგელოზს უთხრა, რომ თუკი პატიებას ითხოვდა, ყველაფერი მიეტევებოდა. ანგელოზი კი იმდენად დაებრმავებინა ძალაუფლების შეგრძნების სურვილს, რომ უკან არ დაიხია და წინ აღუდგა ყველას, ვინც კი მისი შეჩერება გადაწყვიტა. ბევრი ამბობს, რომ ის დემონებს შეუთანხმდა, რადგან სამყაროსა და თვით ღმერთზე უნდოდა შური ეძია, ზოგის აზრით კი მას უბრალოდ თავად სურდა უფლის ტახტის დაკავება. თუმცა ამისთვის საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა. ის დასაჯეს ყველაზე საშინელი სასჯელით. წაართვეს ფრთები და სამუდამოდ დედამიწაზე გამოკეტეს მოკვდავებს შორის. და მაინც, თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ლექტორმა დარბაზს თვალი მოავლო. როგორც ჩანს, არავინ აპირებდა ხმის ამოღებას და დააპირა თავადვე გაეგრძელებინა თხრობა, თუმცა არ დასცალდა, რადგან აუდიტორიაში ბოხი, ხავერდოვანი ხმა გაისმა:
-სისულელეა.
-რა ბრძანეთ? - ლექტორმა ცხვირზე დასკუპებული სათვალიდან ახედა ბიჭს - შეგიძლიათ აბრძანდეთ, ბატონო კიმ და გაგვიზიაროთ თვენი მოსაზრება.
-მოსაზრება? - ქერას ხმა ირონიული იყო, რაც არავის გამოჰპარვია აუდიტორიაში მსხდომთაგან. თავად ლექტორიც განაბული შესცქეროდა ბიჭს - რომელ მოსაზრებაზე საუბრობთ საერთოდ? მაინტერესებს, თქვენი თვალით იხილეთ ეს ყველაფერი? - ბიჭის ხმაში აშკარად იგრძნობოდა გაღიზიანება. - ანგელოზს სურდა უფლის ტახტის დაკავება? სერიოზულად?
ლექტორს ხმა არ ამოუღია. ყველას გაკვირვებული მზერა ბიჭისკენ იყო მიმართული, რაც ქერას ზედმეტად აღიზიანებდა.
YOU ARE READING
A Little Touch of Heaven
Romance"მან არ იცოდა როგორი იყო, სურდა ისეთი რამ, რაც ვერასდროს გექნებოდა; რამდენად შეუძლებელი იყო ამის სურვილი მას შემდეგ რაც ნებას დაუშვებდი შეგრძნებას."- კატრინ მაკგი