თავი 4 _ უცნაურობები

34 7 4
                                    


_ გაიღვიძე ძილისგუდავ, დროა სკოლა დაათვალიერო_დილით კარლა მანკღრევს. ჯანდაბა , როგორ ვერ ვიტან ადრე ადგომას.
_კარგი, კარგი, ვდგები_ახალგაღვიძებული , ოდნავ დაბოხებული და ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი კარლას.
_თავი მოიწესრიგე _სოფია
_და ფორმა ჩაიცვი_ამალია
მეც მეტი რა უნდა მექნა?! ავდექი და სააბაზანოში გავედი, ხელ_პირი ოდნავ გრილი წყლით დავიბანე და სააბაზანოშივე ჩავიცვი ფორმა. მიუხედავათ ყველაფერისა , მაინც მრცხვენია.
ჩემი მოკლე თმისთვის რაიმე უნდა მომეხერხებინა, ასე რომ თითები წყლით დავისველე, შემდეგ კი თმებზე ჩამივუსევი, ბოლოს კი ოდნავ დატენიანებული თმა დავივარცხნე.
სააბაზანოდან გავედი, რათქმაუნდა ისევ კარლას დამსახურებით. ჩემს საწოლზე საშუალო ზომის ყუთი იდო, გვერდით კი რამდენიმე წიგნი.
მეც მათთკენ დავიძარი, და ერთ_ერთი წიგნი ავიღე.
"ადამიანთა ანატომია"?!
წიგნი რომ გადავშალე, ადამიანთა აგებულებაზე ყველაფერი იყო, ჩანახატები, ინფორმაცია ფილტვისა და სხვა მსგავსი ორგანოების შესახებ...
ჯერ კიდევ არ მესმის?
წიგნი დავხურე და ახლა შემდეგი ავიღე.
"ცამეტ ტომთა დიდებული ისტორია"
რა უცნაური სახელმძღვანელოებია?
ნუთუ არ იქნება ლიტერატურა, მოსაწყენი ფიზიკა ან ქიმია?
რა უცნაურია აქაურობა.
წიგნი საწოლზე დავდე და ყუღი გავხსენი.
კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი, წინდები და სხვა მსგავსი საჭირო ნივთები.
სად ჯანდაბაში მოვხვდი?!
_გოგონებო, არ იცით ეს ვინ მოიტანა?_ვეცადე აღელვება და გაურკვევლობა დამემალა.
_ელეანორი იყო აქ_მიპასუხა ამალიამ
_გასაგებია_ოდნავ გავუღიმე.
_რა უცნაური სახელმძღვანელოებია_ხმა დაბლა ამოვილაპარაკე ჩემთვის.
_ჩვეულებრივია, აქ ყველაფერია რაც კონტროლში დაგვჭირდება_მიპასუხა სოფიმ
_კონტროლში?!_ამჯერად ჩემი დაბნეული სახის დამალვა რეალურად ვერ შევძელი
_შენთვის ჯერ არაფერი უთქვამთ?_კლარამ გაიკვირვა
_არა...და რა უნდა ეთქვათ?!
_კარგი, გოგონებო, გაემზადეთ 10 წუთში ქვემოთ უნდა ვიყოთ_სოფიმ ეცადა საუბრის თემა გადაეტანა.
რა არ მითხრეს?! რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?! სულ ავირიე.
_და რა წიგნები ავიღო?
_ოუ, ცხრილის მოცემა დამავიწყდა, სხვათაშორის შენ სოფის კლასში იქნები, პირველ კურსელების კლასში_კარლამ თეთრი ფურცელი გამომიწოდა რომელზეც შავი მელნით ნათლად ჩანდა რაც ეწერა.
_ სამშაბათი... "ადამიანთა ანატომია"; "ცამეტ ტომთა დიდებული ისტორია"; "მაგიური წრეები"; "კონტაქტორი"...
კაარგი ეს უცნაურია_ვთქვი მას შემდეგ რაც ცხრილში ეს უცნაურობები ამოვიკითხე_არა რეალურად, ეს რაიმე ხუმრობაა? ელეანორი უნდა ვიპოვო.
ოთახიდან სწრაფად გამოვვარდი , მიუხედავათ იმისა რომ გზა ჯერ კიდევ არ ვიცოდი უბრალოდ მივდიოდი, უეცრად კი ელეანორი ვიპოვე, კორიდორში ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა.
_ეს რა ჯანდაბაა?! არაფერი მესმის?! ეს ხომ აკადემიაა?! ამიხსენი გთხოვ, ეს რაიმე ხუმრობაა?!
ელეანორმა გაკვირვებული მზერა მტყორცნა , მაგრამ როცა ჩემს მიერ გაწვდილ ცხრილს შეხედა , ერთი ღრმად ამოიხვნეშა.
_წამომყევი. ყველაფერს აგიხსნი
მეც ბატივით უკან გავყევი. ერთ ერთ ოთახში შემიყვანა და იქვე მდგომი მაგიდის წინ , სავარძელში მოთავსდა, მე კი ხელით მიმითითა რომ მოპორდაპირე მხარეს დავმჯდარიყავი.
ადგილი რომ დავიკავე საუბარი დაიწყო.
_დიდი ხმის წინ, ცხოვრობდნენ ადამიანები, ბოროტი ადამიანები.
ისინი ყველას და ყვრლაფერს ანადგურებდნენ გარშემო, ძარცვავდნენ, არბევდნენ, ხოცავდნენ, ძალადობდნენ...
ადამიანებს საბრთხე ემუქრებოდათ.
მათ უკვე აღარ სჯეროდათ სასწაულების. ყველა იმედი იწურებოდა. აღარ სჯეროდათ კარგი რამეების.
სწორედ ამ დროს შეიკრიბა უკანასკნელნი მორწმუნეთაგან. მათ ვისაც სჯეროდათ რაღაც უკეთესის.
13 ახალბედა ბელადი. ისინი ჭკვიანები იყვნენ. მათ იცოდნენ რომ ანგელოზები ზეციდან არ ჩამოფრინდებოდნენ მათ დასახმარებლად, და არც რომელიმე რაინდი. აიტომაც მათი გადაწყვეტილება მიიღეს, შებრძოლებოდნენ ბოროტებას ბოროტებით
_სერიოზულად?! ზღაპრები?!
_ხომ გინდა სიმართლე, ხოდა მომისმინს_ერთი აოვიოხრე და მოსმენა განვაგრძე_ ბოროტებას რომ ბოროტრბით შერკინებოდნენ, მათ სჭირდებოდათ ძალები... ძალები კი მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო მიეცათ მათთვის.
ლორდი მაკრეი უინი. ისინი მასთან წავიდნენ რომ ძალები ეთხოვათ.
ლორდისთვის ყველაფერს საფასური ჰქონდა ამიტომაც მათ საფასურად მათი სიცოცხლე მოსთხოვა, როცა მათ მესამე შთამომავლობა ეყოლებოდათ, მათი სულები... ისინი ლორდის მსახურები იქნებოდნენ.
მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ ამიტომაც დათანხმდნენ.
ცამეტმა მორწმუნემ მიიღეს სხვადასხვა გვარი ძალები.
და ცამეტივე მათგანმა საკუთარი ტერიტორიისა და ხალხის დაცვას შეუდგენენ.
დრო გადიოდა, შთამომავლობა კი იზრდებოდა.
მათი დრო რომ მოვიდა, საკუთარი ძალები შთამომავლიბას გადასცეს, მათი სულები კი ლორდთან დაბრუნდნენ.
ამრიგად ადამიანებში იყვნენისეთები, ვისაც გააჩნდა მაგიური ძალები.
_და გინდათ ეს ზღაპარი დავიჯერო?_მობეზრებული სახით გავხედე მას.
მან უბრალოდ ღრმად ჩაიდუნთქა და ხელი წინ გამოსწია. რამდენიმე წამი და მის ხელზე ცეცხლის პატარ_პატარა ალები იწყებენ თავიანთ ცეკვას.
ღმერთოო...
შეშინებულმა უბრალოდ ავდექი და გავიქეცი, არ ვიცოდი სად მივრბოდი. უბრალოდ ვიცოდი რომ ტეო უნდა მეპოვა. ჩემი პატარა ძამიკო უნდა მეპოვა.
კორიდორში რამდენიმე ქალი გადამიგდა წინ.
მათ...მათაც?!
ო არა, არა ალისა თავი ხელში აიყვანე.გონება არ დაკარგო .
მარჯცენა კარი გავაღე და შიგნით შევედი.
აქ არავინაა, კარგია.
ფანჯრები. აი რა მჭირდება.
ჩემდა საბედნიეროდ გისოსები არ ადევთ, მაგრამ ეს წყეული კაბა საშინლად მიშლის.
ფაბჯრის რაფაზე ავძვერი და ერთი ფეხი გადავყავი, კედლის ღრმულში კარგად მოვათავსე და ჩემდეგ მეორრთიც გადავედი, ხელებით კედლის აოჭრილ ადგილებს ვებღაუჭებოდი და თითისწვერებზე სახურავამდეც ავძვერი.
მშვენიერია, ოღონდ ეს კაბა . ეს წყეული ლაბა მიშლის.
_ფუუუუჰ._ღრმად ამოვისუნთქე.
სახურავზე წინ წავედი რომ რომლე ოთახში გადაძრომა შემძლებოდა.
_არის_გახარებულმა წამოვიძახე როცა ტეოს ოთახს მოვკარი თვალი.
იქვე მიმაგრებულ ლითონოს კიბეზე გადავცოცდი და ოთახშიც გადავედი.
_ალისა? კარგად ხარ? არაფერი იტკინე? მოიცა სახურავზე რა გინდოდა?
_ტეო , კითხვების გარეშე , აქ საშიშია უნდა წავიდეთ, სწრაფად
_სად წავალთ?! რატომ უნდა წავიდეთ ალისა , აქ ხომ ჩვენნაირები არიან?!
_ჩვენნაირები?!არც კი იცი რაზე ლაპარაკობ
_ეს შენ არ იცი. ელეანორს ბოლომდე არ მოუსმინე არა? ამიტომაც ვერ გაიგე... დედა , მამა, ბე ია, ბაბუა, ბიძია ჯოში და ჩვენი ბიძაშვილები. გაიხსენენ ალისა.
_რაა?! რას ამბობ?!
_ჩვენც მათნაირები ვართ
_არა არვართ
_არა?! მაშინ ესრა არის?!_ტეოს უკან უეცრად აიწია ჰაერში საწოლი.
_ეს....ეს... შეენ?!
_ალისა გონს მოდი. ეს არის ჩვენი ადგილი.
_მე..არ...არაა.
_აქეთ, აქ არის_კარის მეორე მხრიდან გავიგე ვიღაცის ყვირილი.ჯანდაბა
_ბოლო შანსია რომ წავიდეთ. გთხოოვ.
_არა. ალისა გონს მოდი და დაფიქრდი. ციცი ახლა გეშინია მაგრამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.
_ეს ... სიტყვა გამიწყდა რადგანაც კარი გაიღო მე კი ყელის არეში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი. და უბრალოდ სიცარიელე.
ნუთუ...მეც?!

☯💖მემკვიდრეები💖☯Место, где живут истории. Откройте их для себя