თავი მეექვსე:ლარსი

41 9 11
                                    

გოგონებმა რომ დაიძინეს, მე ავდექი და ფანჯრიდან გადავძვერი.
როგორ აღარ ვიბობღე, როგორ აღარ ვიწვალე და ჭერზე ძლივს ავეთრიე.
იქვე დავჯექი და დიდ მნათობ მრგვალ სხეულს დავუწყე ყურება.
ისეთი ლამაზია.
ზოგადად მთვარე მართლაც ლამაზია, მაგრამ ამ ღამით განსაკუთრებულად, იქნებ იმიტომ რომ პირველად ვხედავ ასე ახლოდან?!. არც კი ვიცი...
ზურგზე დავწექი და მთვარეს მივაშტერდი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს , მთვარე თითქოს მაძლიერებს, იმედს მაძლევს, მიბიძგებს რაღაც ამოუცნობისკენ...თავისკენ...
_აქ რას აკეთებ?_ზურგს უკან ბოხი ხმა გავიგე, წამოვჯექი და თავი მისკენ გავატრიალე, ქერა მოცისფროთვალება მაღალი სილუეტი იყო.
_ვუყურებ_მშვიდად ვუთხარი და თავი კვლავ საწყის პოზიციას დავუბრუნე.
_აქ ამოსვლა აკრძალულია_ამბობს და ჩემს გვერდით ჩამოჯდომას სცდილობს რაც ჩემი გვერდით მიწევის შემდეგ კარგად გამოსდის.
_ კარგი ერთი...თავად რატომ ხარ აქ?_ვკითხე დაინტერესებულმა.
_ვუყურებ_მშვიდად მიპასუხა და თანაც ისე რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მთვარეს ეკუთვნოდა მისი მზერა. მეც ჩემთვის  მანათობელ ამოუცნობ მიმზიდველ სხეულს გავხედე...მთავრეს ვგულისხმობ.
არ ვიცი ასე რამდენხანს ვიჯექით.მერე კი მან ჯიბიდან კოლოფი სიგარეტი და ასანთი ამოაძვრინა.
ერთი ღერი მის მარწყვისფერ ტუჩებს შორის მოიქცია და წაუკიდა. მომწონდა როცა მესმოდა და ვუყურებდი როგორ ივსებოდნენ მისი ფილტვები სასიამოვნოდ გამაბრუებელი კვამლით.
გაურკვეველი მზერით გამომხედა, აი ისეთით თითქოს შენი თვალებიდან რომ ცდილობენ შენზე გაიგონ და წაგიკითხონ...
მარცხენა ხელით მის ტუჩებს შორის არსებული სიგარეტი ავაცალე და ახლა მე მოვიქციე კბილებს შორის. ვბრთხილობდი, ვცდილობდი ტუჩი არ დამედო და ეს გამომივიდა კიდეც. ღრმად ჩავისუნთქე მისი სასიამოვნოდ გამაბრუებელი კვამლი და შემდეგ დავცალე ფილტვები. გაუკვირდა როცა ხველა არ ამიტყდა, ალბად იფიქრა პირველად ეწევაო. ეს აქამდეც გამიკეთებია.
_ეწევი?_თავისი ბოხი, მამაკაცური ხმით მკითხა
_იშვიათად_მხრების აწევით ვპასიხობ მას.
_ოუ, არადა მეგონა გოგონები არ ეწეოდნენ_სიცილით მკითხა
_არ ეწევიან_ისევ მშვიდად მაგრამ იუმორით ვუთხარი
_მაგრამ შენ ეწევი_კარგი არგუმენტია
_მაგრამ მე ყველა არ ვარ_ვუთხარი მას.
_ჭკვიანურია_ცოტახანს ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი გამომხედა და მითხრა_ხო შენ ყველა არ ხარ
_ჰმმ_ ეს ადამიანი ინტრიგით სავსეა, ასე უბრალოდ გამოჩნდა და მთელი გონება გადამიტრიალა.
ასე კიდევ დიდხანა ვიჯექით და ვსაუბრობდით. გულიანადაც ვიცინოდით, მზის ამოსვლასაც კი ვუყურეთ, მერე კი უბრალოდ გადავწყვიტეთ ოთახებში დავბრუნებულიყავით.
_სახელს არ მეტყვი?_აჰ იდიოტია მაგრამ კარგი ჯანდაბას
_ალისა
_ალისაა_ღიმილით გაიმეორა_ ლარსი
_ლარსი?
_ხომ, ჩემი სახელია.
_კარგი...ლარს
_ნახვამდის ალისა.
უბრალოდ აქ დავასრულეთ და სენტიმენტების არათუ მოყვარულმა არამედ მოძულემ ოთახში დავბრუნდი.
იქ კი ასეთი სიტუაცია დამხვდა, კარლა სოფი და ამალია ჩემს საწოლზე ხელებგადაჯვარედინებულები სხედან.
_სად იყავი?_კარლამ მკითხა
_სახურავზე_ვუთხარი მშვიდად
_იცი რომ აკრძალულია?_ამალიამ
_ხო და მკაცრად დაისჯები ეგ რომ გაიგონ_სოფიმაც  აჰყვა
_მაგრამ ვერავინ გაიგებს, თუ არ ეტყვით._იმედიანად გავხედე მათ და თავი დამიქნიეს.
მერე ყველამ მომზადება დავიწყეთ. გოგონებმა ფორმის მორგებაში დამეხმარნენ...ისევ.
შემდეგ კი მე და სოფი ერთად წავედით ანატომიის კლასში, ხოლო კარლა და ამალია ცალ_ცალკე. ერთი  შხამ_წამლების კლასში, მეორე წრეების....აჰჰ ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე. 
კლასში როგორც კი შევედი იმ ბიჭს მოვკარი თვალი გუშინ რომ ჩემზე იდიოტობებს ლაყბობდა, როგორც კი შემამაჩნია გამიღიმა, მაგრამ ძალიან  საზიზღრულად და აუტანლად. ადგილები მე და სოფიმ უკან დავიკავეთ.
კლასში მამაკაცი შემოდის , ოდნავ ჭაღარა, შუა ხნის და იწყებს ახალი თემის  ახსნას როცა შუა გაკვეთილზე კლასის კარი იღება და იქ ლარსი და ის ბიჭი დავინახე გუშინ რომ გამომეკიდა ბოდიშებით....holy shit...
ლარსმა რომ დამინახა თითქოს საერთოდაც არ მიცნობდა უბრალოდ გზა გააგრძელა, მშვენიერია, ალისა როდიდან ფიქრობ ერთი დღის გაცნობილ იდიოტებზე...
არააააა
ლარსი და ის ბიჭი იმ იდიოტების ჯგუფს შეუერთდნენ....სერიოზულად???
სოფის გავხედე და "ყველაფერდაბრქვავ" სახით მიყურებდა...ჯანდაბა.
გაკვეთილი გაიწელა, სასტიკად თანაც.
გამოსვლისას კი მე და სოფი ახლა უკვე შხამ_წამლების კლასისკენ დავიძარით როცა უკნიდან შეძახილები მომესმა. მკვეთრად გამოიკვეთებოდა ალისა ბლექის სახელი და გვარი...ანუ ჩემი....თქვენი დედაც.
სოფის ხელით ვანიშნე გაჩერებულიყო რადგან მათ საგინებლად მიდიოდა.ჰოო ასეთი გიჟია ეს გოგო.
დამპლურად გავუღიმე და ბიჭების ჯგუფისკენ დავიძარი.
აი იმ იდიოტს გუშინ რომ ჩემზე ძაან განაგლებული საუბრობდა წინ დავუდექი და ჩემი დამპლური გეგმების დამალვა ვცადე , რომ ჩემს გამოხედვაში არ შეემჩნია.
_უუ ლამაზო, რაგქვია?_ფუ ნაბიჭვარი.ჰმმ...უარესი რამე მოვიფიქრე.
_ალისა ბლექი_მტკიცედ დავდექი და ანგელოზის ღიმილით გავუღიმე.
სახეზეც ეწერა რას ფიქროვდა, და როგორი გაკვირვებული იყო იგი მაგრამ ეცადა  არაფერი შეემჩნია.
_ოოუ, ესეიგი შენ ხარ ის ვინც ახლახანს გადმოვიდა?
_აჰააამ, ასე გამოდის.
_და რა არის შენი ძალა გამახსენე?_ანუ ამის ყურამდეც მოაღწია რომ ძალა არ მიპოვნია...ჰმმ
_ნავიჭვრების დასჯა_მტკიცედ ვეუბნები და მის მარჯვენა ხელს ვღრეც მის ზურგს უკან და როცა იძულებით ზურგით დგას მის მუხლის უკანა მხარეს ფეხს ვურტყამ დავაჩოქებ....
_აბა რაო რას ამბობდიი? მგონი საწოლში შევიტყუებო, კიდევ ის გავვიგე ჩემი სხეულით ხარ შებყრობილი
_წადი შენი_ამომიღრინა  და გასაკვირი ის არის რომ მის გვერდით მდგომი არცერთი ბიჭი არაფერს არ აკეთებდა.
_არასწორი პასუხია_სახეში მიიღო ჩემი მარჯვენა ხელი.
_ბოზო_შეიკურთხა
_არასწორი პასუხია_კიდევ ერთხელ  მიიღო ჩემგან
_რა ჯანდაბა გინდა რომ გითხრა?_ტკივილისგან დამანჭული მეკითხება
_იცი რაც მინდა_მტკიცედ ვპასუხობ.
_მაპატიე...მაპატიე კარგი? საკმარისია?_ხელი გავუშვი და "ჰმმ" თქო ეგღა ვუთხარი და უნდა გავბრუნებულიყავი როცა ლარსი მოვიდა , ეს ნაბიჭვარიც მისკენ გაბრუნდა და უთხრა
_ამ გოგომ დამამცირა, მცემა, რამე გააკეთე გთხოოვ_ლარსი უბრალოდ იდგა, ვიცი რომ მთელი ეს დრო ყველაფერს უყურებდა.
_მართლა?_ინტერესიანი მზერა ჩემზე ჰქონდა მობყრობილი, არც ერთხელ გაუხედია მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა მხარეს.
_ხოო, ეს ბოზ..._დასრულება არ ვაცადე
_კიდევ გინდა? თუ არა მაშინ წესიერად მოიქეცი და ილაპარაკე, იცოდე ვის როგორ მოებყრო, არ გეგონოს რომ სხვებივით გაგიტარებ, მე ყველა არ ვარ, და ჰო კიდევ , შენს ფინიებს ასწავლე ვისთან ღირს დაპირისპირება, დამიჯერე ეს იმის ნახევარიც კი არაა რისი გაკეთებაც შემიძლია._სოფის მოვკიდე ხელი და გამოვათრიე იქედან, მისი სახე უნდა გენახათ.
_შენთან დაპირისპირება არ ღირს_მეუბნება გაოცებული.
_კარგი ერთი, ისეთი არაფერი მიქნია, ცოტა ვიხალისე_ვეუბნები მხიარულად, შემდეგ კი დანარჩენ გაკვეთილებს ვესწრებით, მას შემდეგ რაც ვისაუზმეთ....

ვიცი ცოტა პატარაა მაგრამ ხომ გაღირსეთ რავიცი დდ..
მიღუარხართ ჩემო ბზიკებო❤🐝
დაავოუთეთ და დააკომეთ🐝❤

☯💖მემკვიდრეები💖☯Место, где живут истории. Откройте их для себя