FILLIE!!

126 8 24
                                    

      — ფინ რა გგონია რა არის ოჯახი? მართალია მეგობრები მყავდა მაგრამ არასდროს მიგრძვნია ოჯახის სითბო. — ვამბობ და ცრემლებს ვიწმენდ.

     — რა გგონია რა არის? მე მართალი მყავდა ოჯახი მაგრამ ახლა აც მე მყავს. მაგრამ რაც მახსოვს ჩემი ოჯახი ყოველთვის მხიარული და ბედნიერი იყო. შეიძლება ვცდებოდე რადგან მაშინ პატარა ვიყავი და ჩემსავე შეთხზულ მოგონებას გაცოცხლებ. მაგრამ მჯერა რომ მამას და დედას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.  — ამბობს ფინი და იღიმის.

    — ფინ შენ ძალიან გაგიმართლა რადგან ოჯახი მცირე დროით მაინც გყავდა მაგრამ მე არ ვიცი რა არის დედის ჩახუტება ან სულაც მამის ღიმილი. მართალია მე ისინი მოვკალი მაგრამ ახლა ამას ვნანობ. უბრალოდ არ ვიცი რატომ. — ვამბობ და თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ.

   — მოდი ჩემთან და ნუ ტისიხარ. შენ ახლა გყავს ოჯახი. მე გყავარ. მე ვიქნები შენი ოჯახი. — მეხუტება და თავზე მკოცნის.

    — მართლა? — მას ვუყურებდი და მინდოდა მისი ყოველი სიტყვა დამეჯერებინა.

    — რა გგონია მილს შენს გარდა ჩემს სიცოცხლეს რა დღეში ექნება? როდესაც გავიღვიძებ და ჩემს გვერდით ვერ დაგინახავ. ან  როგორ დაიწყებ წუწუნეს რომ თმები გაგიშრო. ანდაც  როგორ გაიღიმებ მაშინ როდესაც რაღაც დებილობას ვიტყვი. — ამბობს და ხელებს უფრო ძლიერად მხვევს.

    — მიყვარხარ ფინ. — ვთქვი და მეც ძლიერად მოვხვიე ხელები.

      — მეც მიყვარხარ ანგელოზო. — ამბობს და იღიმის.

      — აუ წავალ და რამეს გავაკეთებ თორემ ძალიან მომშივდა. — ვამბობ და სამზარეულოში გავდივარ.

     — მეც გამოგყვები. — ამბობს ფინი და უკან მომდევს.

     ტოსტის მზადება დავიწყე. ფინმა კი წვენი ჭიქებში დაასხა და ერთი მე მომაწოდა. მეც დავლიე მაგრამ პირში რაღაც მეტალის შეხება ვიგრძენი. მეტალი ენით დავიჭირე და წვენი კი გადავყლაპე. ფინი გაღიმებული სახით მიყურებდა. მე მეტალი პირიდან გამოვიღე და ხელის გულზე საქორწინო ბეჭედი დავაგდე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 21, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული და დანაშაული (დასრულებული)Where stories live. Discover now