ცრემლები არ გვინდა რა!

68 8 10
                                    

        საღამოა მე და ქეითნისი ისევ ვრთავთ ბაღს. ყველას უხარია და გვეხმარება. ფინი კი დამწუხრებული იყურება და ისე ზლაზვნით აკეთებს დავალებულ საქმეს. სკოტი თან მღერის. ეს კვატი ოპერაში მაინც გამეშვა აბა ახლა ხელს მიშლის. უეცრად ოლივერი მიდის და სელენას შემთხვევით ეჯახება. სელენას ვარდის ფურცლები ძირს უცვივა და შოკირებული სახეს იღებს.

   — აუ რა გავაკეთე! ძალიან დიდი ბოდიში ჩემი ბრალია. — ამბობს შეწუხებული სახით ოლივერი.

   — ეგ არაფერი აკრიფეთ და სანაგაოში გადაყარეთ რაც შეეხება ფურცლებს ისინი ბევრი იყიდა ამ ბოტვინიკამ ასე რომ სარდაფში ნახე. — ამბობს და ჩემს ანიშნებს. ახლა ხომ უნდა გავაცალო თმები. ხო და ახლა სწორედ ის მომენტი დგება როდესაც მთელი დღის შეკავებული ბრაზი ამოვანთხიო.

    — სკოტ ნერვებს ნუ მიშლი თორე ჩათვალე ხვალ ქორწილს ვერ დაესწრები და ქორწილი სიძის გარეშე წარიმართება. — ვამბობ და გველურად ვიღიმი. ამ დროს სკოტი ენას მიყოფს. მე კი ქამრიდან ჩემს დანას ვაცურებ და ვსვრი ისე რომ რამოდენიმე სანტიმეტრით ასცდეს.

   ასეც მოხდა. სკოტს ორი სანტიმეტრით ასცდა დანა. მან ჟერ დანას შეხედა და მძიმე ნერწყვი გადავყლაპე მერე კი მე შემომხედა.

    — ასე აღარ გააკეთო თორემ ჩემს ძმას გაეპარება. — ამბობს ქეითნისი და იცინის.

    — მილსტერ ასე კიდევ გააკეთებ და გპირდები ხმას არ გაგცემ. — ამბობს სკოტი შეშინებული და წყნარი ხმით.

    — რაო შეგეშინდა? მეტის ღირსი ხარ აბა რა გეგონა მილის რომ უტლიკინებდი ენას. — ამბობს მაქსი და ისიც იცინის.

    — ვატყობ შენსკენაც წამოვიდეს დანა. — ამბობს სტეისი. ამ დროს შეშინებული მაქსი თავის საქმეს უბრუნდება.

   — იცოდე ამას ჯეისონს ვეტყვი. — ამბობს შეშინებული სკოტი.

    — უყურეთ რა მშიშარაა. — ამბობს ქეითნისი და ისევ ვიცინით.

    — ჯამბაზთა ბანაკია. — ამბობს ფინი და კიბიდან ჩამოდის. ამ დროს კი კიბიდან ფეხი უსზლტება და ეცემა.

   ჩვენ კი ისევ ვიცინით. მაგრამ მე მასთან მაინც მივდივარ და ფეხზე წამოდგომაში ვეხმარები.

    —  კი მაგრამ ჩვენ გვეუბნები ჯამბაზები ხართო და შენ თვითონ კიბიდან სალტის აკეთებდი? — ვამბობ და ვიცინი.  ის ისევ ნაწყენი მზერით მიყურებს. რა დავაშავე? ვინმე მეტყვით?

    — მადლობა დახმარებისთვის.—  ამბობს და ფეხზე დგება.

    ყველამ გვიან დავიძინეთ. მანამდე ხან ვმაიმუნობდით და ხანაც ვჩხუბობდით. მე და ქეითნისმა ერთმანეთი შევღებეთ. ახლა კი მთლიანად კაშკაში ვარ.

    სკოტმა კი იატაკი მოწმინდა. ნუ ოლივერი რაღაცამ აწყობა და იატაკზე აღებინა. სკოტმა გამოიარა და ფეხი აუცურდა. ამაზე ყველა ჩავსკდით სიცილით.

    — ვინმემ ტილო ხომ არ იცით სად არის? — კითხულობს ოლივერი.

    — ოლი აღარ გინდა სკოტმა მოწმინდა... ზურგით. — ვამბობ და ისევ ვიცინით.

    — შეშლილები ხართ ყველა. — ამბობს გაღიზიანებული სკოტი და თავის ოთახში მიდის.

    — აუ მე წავალ და დავიძინებ თორემ ხვალ ვერ ავდგები და ვერ მოვემზადები. — ვამბობ და ბავშვებს ვტოვებ.

    როგორც კი ოთახში შევედი მაშინვე სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. საღებავი მთლიანად ჩამოვიბანე და პიჟამა ჩავიცვი.

         შემდეგ კი ჩემს ოთახში გავედი და დასაძინებლად დავწექი. უეცრად კარები იღება და ოთახში ვიღაც შემოდის. საწოლის კიდეზე ჯდება და ერთი რამოდენიმე ხანი მე მიყურებს. ალბათ ფინია. მაგრამ აქ რას აკეთებს არ ვიცი.

   — მილს ძალიან მიყვარხარ ეს იცოდე. რაც არ უნდა მოხდეს და გული როგორც არ უნდა მატკიონ იცოდე რომ მე ყოველთვის მეყვარები. — ამბობს და ოთახიდან ისევ გადის.

    მოიცა ახლა ამან რა თქვა? ვერაფერი ვერ გავიგე. ერთი ის გავიგე რომ ძალიან ვუყვარვარ ისევე როგორც მე მიყვარს ის. მაგრამ დანარჩენი ვერ გავიგე.

      რამოდენიმე ხანში ჩამეძინა იმაზე ფიქრით თუ ფინს რა ვაწყენინე.

    

სიყვარული და დანაშაული (დასრულებული)Where stories live. Discover now