— აუ მილი გაღვიძე ძალიან გთხოვ. — წუწუნებს ფინი.
— რა ხდება ფინ? კარგი რა დამაძინე. — მეც ვწუწუნებ.
— სკოტი და ვერონიკა უნდა გავაცილოთ აეროპორტში. — ამბობს ფინი და ისევ მანჯღრევს.
— აუ რა ძალა მაგდა მეყიდა რამე კარგი საჩუქარი არ ჯობდა? ახლა კი ამ ბილეთების გამო უნდა ავდგე? სკოტ ჩათვალე შენგან საჭმელს გავაკეთებ. — ვწუწუნებ და საწოლიდან ვდგები.
— ეგ რა გაცვია?— კითხულობს ფინი.
— შენი მაისური რა მოხდა? — ვეკითხები მე გაკვირვებული სახით.
— არა სიმართლე რომ ვთქვათ გიხდება. — ამბობს და მიღიმის.
— მე ყველაფერი მოხდება. — ვამბობ და თვალს ვუკრავ.
— მილი ახლავე შენს ოთახში თორემ ჩათვალე მეც მკვდარი ვარ და შენც. — ამბობს ფინი სიცილით.
— ევრიკა. — ვყვირივარ ბოლო ხმაზე.
— რა გაყვირებს გოგო? — შეშინებული სახით მიყურებს.
— როგორც იქნა გაღიმებული დავინახე უჟმურთა ხელმწიფე ფინ ვულფჰარდი. — ვამბობ და ვიცინი.
— ანუ აჟმურთ ხელმწიფე არა? კარგი მაშინ. — ამბობს და ჩემთან მოდის. მერე კი ლოყაზე მკბენს.
— აუ მეტკინა ფინ. — ვამბობ წუწუნით.
— მე კი სულაც არ მტკივა. — ამბობს და ნაკბენ ლოყაზე მკოცნის. — აი ახლა აღარ გეტკინება.
— კი როგორ არა. ლამის ლოყა მოაჭამე და ამბობ არ გეტკინებაო. — ვწუწუნებ და ოთახიდან გავდივარ.
— იცოდე ლოყები ჩემია. — ოთახიდან მომაძახა ფინმა.
— კი როგორ არა სულ მაგ ჭკუაზე ვარ. — დერეფანში ოლივერი და სელენა შემხვდნენ.
— მილი გადასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენს სახლში ამ სახლის წინ. — ამბობს ოლივერი.
— იმედია არ გეწყინება. — ამბობს ქალბატონი სელენა.
— არა რა თქმა უნდა. თქვენ ხომ წყვილი ხართ. ასე რომ სიმარტოვე გირჩევნიათ. რაზეა პრობლემა. თან ახლოს იქნებით. — ვამბობ და ვიღიმი.
