3852 წელი მეექვსე მსოფლიო ომი.
39 საუკუნეში მსოფლიო როგორიც ადრე იყო აღარ არის. თითოეულმა ქვეყანამ განვითარების მწვერვალს მიაღწია განსაკუთრებით კი ჩვენმა ქვეყანამ. რადგანაც ხალხის გაუმაძღარობას ბოლო არ უჩანდა მეექვსე მსოფლიო ომი დაიწყო. ეს დედამიწა კი ცეცხლის ალში გაეხვა. ყველა კუთხეში დაჭრილი ადამიანები იყვნენ. ყველგან სისხლის სუნი იყო. ვხედავდი ხალხი თუ როგორ იღუპებოდა. თუ როგორ უნდოდა ზოგიერთს სიცოცხლე. მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ეს კი იმის გამო მოხდა რომ ხალხი დაუნდობლები ვართ. რა გგონიათ ადამიანს რომ მისცე დედამიწის განადგურების უფლება არც კი დაფიქრდება ისე გაანადგურებს. ხანდახან ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კაცობრიობა დაღუპოს. ადამიანის ბუნება ხომ ჯერ ისევ შეუცნობელია.
ახლაც ასე მოხდა ერთმა დიდმა შეცდომამ კაცობრიობა დაღუპა.
უეცრად დედამ დამიძახა. როგორც ყოველთვის მე ისევ ჩუმად ვარ. ისევ ჩემს ფიქრებში ვარ და გამოფხიზლებისთვის არაფერს ვაკეთებ. მამა და ჩემი ძმა ომში იბრძვიან. დედა ყოველთვის ცრემლიანი თვალებით დადის და ტირის. მე? მე როგორც მოგეხსენებათ ჩემს სამყაროში ვარ ჩაკეტილი და იმას განვიცდი რომ ჩემი ოჯახი ისეთივე შეიძლება აღარ იყო როგორიც ადრე იყო. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა რომ მამა და ჩემი ძმა სახელად უვნებლობის მოვიდოდნენ.
— შვილო მოდი საჭმელი ჭამე. — ამბობს დედა და თვალებიდან ცრემლს იწმენდს.
— ამ მშივა ახლა მხოლოდ სიკვდილი მინდა. — ვამბობ და ცრემლებს ვიწმენდ.
— შვილო მაგას ნუ ამბობ ხომ იცი რომ მამაშენი და შენი ძმა მოვლენენ. ამას ჯეისონი დამპირდა. — არადა ვიცი რომ ამის თვითონაც არ სჯერა.
— როგორ დავიჯერო ის რისიც თავად არ გჯერა. — ვამბობ და სახლიდან გავდივარ. არემარე სულ დაბომბილია ცას შავი კვამლი ღრუბელივით არტყამს გარსს. ამით ხომ არამარტო ჩვენ არამედ დედამიწას ანადგურებენ.