თავი 14

31 2 0
                                    

    მთელი დღე დერეფნებსა და კიბეებზე დავეხეტებოდი. ვცდილობდი შენობა უკეთესად შემესწავლა. უკვე საღამოვდებოდა როდესაც ერთ-ერთი ოთახიდან ხმაურის ხმა მიმესმა. ეს ხმაური უფრო კამათს გავდა. ყური მივადევნე მათ საუბარს.

        — გაბრიელ გაფრთხილებ ეს ბოლო იყო. მას კარგად მიხედე, თორემ მას მე მივხედავ. — ძალიან წყნარი და ამავდროულად ძალიან ნაცნობი ხმა შემომესმა.

        — ხომ გითხარი რომ იგი ჩემია და მას ვერ წამართმევ და რაც ახლა მოხდა შემდეგში არ განმეორდება. არავის მივცემ იმის უფლებას რომ ელეონორს რაიმე დაუშავოს. — იყვირა გაბრიელმა.

          — და ამიტომ მოიყვანე გუშინ წინ ნახევრად მკვდარი? — უცნობს ხმა გაუმკაცრდა და გაღიზიანება დაეტყო.

         არ ვაპირებდი ამის მოთმენას ჩემზე ისე საუბრობდნენ თითქოს და ნივთი ვიყო.

        — ეს ყოველივე ლიზის ბრალია მე ნუ მადანაშაულებ. ელეონორი ყველას ენდობა და მე არ მსურს იგი აქ ტყვე იყოს. — კვლავ იყვირა გაბრიელმა.

        — მშვენივრად იცი რომ ის ალისა არ არის შეიგნე მაგ თავში. — კვლავ ალისა. კი მაგრამ ვინ არის ალისა? კარების ჭუჭრუტანაში შევიხედე. ერთადერთი რასაც ვხედავდი ეს თეთრი ფრთები იყო. როგორც ჩანს გაბრიელი ანგელოზთან ჩხუბობდა.

         — ვიცი ეს შენზე კარგად ვიცი. ალისა ხელებში მე ჩამაკვდა. — იყვირა გაბრიელმა მის ხმაში კი ტკივილი ჩანდა.

          — რაღაც არამგონია იცოდე ეგ ყოველივ. სჯობს წავიდე სანამ ანგელოზებს შევუმჩნევივარ. — თქვა ანგრლოზმა და ფრთების ფრთხიალის ხმა გაისმე შემდეგ კი ფანჯრიდან გაფრინდა.

        უეცრად გაპარვა დავაპირე რა დროსაც კარები გაიღო და იქიდან განრისხებული გაბრიელი გამოვიდა.

        — მისმენდი ხომ? — იკითხა მან წყნარად.

         — ამ არა უბრალოდ სასახლეს ვათვალიერებდი. — ნახევრად მოვიტყუე მაგრამ ნახევრად ხომ სიმართლე ვთქვი. გაბრიელის მზერის დანახვაზე შემეშინდა და ტანში გამცრა. ცივი და სასტიკი მზერა ჰქონდა.

         — ტყუილი არ გამოგდის პატარა ქალბატონო. სჯობს თავიდან მომწყდე სანამ გავბრაზებულვარ და გადამიხარშავს რაც გააკეთე. — ამბობს წყნარი ხმით და ნელი ნაბიჯით მიემართება სასახლის ბნელი მხარისკენ სადაც წასვლა აკრძალული მქონდა.

         მეც ჩაფიქრებული წამოვედი ჩემი ოთახისკენ. ზედმეტი შარი მასთან ახლა არ მინდოდა. თან მაინტერესებდა ვინ იყო ალისა. გაბრიელისთვის ამის კითხვას ვერ გავბედავ. ვიცი რომ ამაზე გაბრაზდება და კვლავ ოთახიდან ცხვირს არ გამომაყოფინებს. ამიტომ სჯობს ჩემით გავარკვიო. კირას ან სანის უნდა ვკითხო.

            უეცრად კარები იღება იქიდან კი კირა სემოდის. გაბრწყინებული სახე აქვს. როგორც ჩანს რაღაც მოხდა.

        — აუ ელე თუ გამოიცნობ რა მოხდა? — იკითხა მან და გვერდით ჩამომიჯდა.

        — ამმ... ალბათ სანი და შენ პაემანზე მიდიხართ. — ვთქვი და მას შევხედე.

      — ზუსტადაც. უკვე მერამდენე პაემანია ჩვენი მაგრამ მანც ვღელავ და მიხარია. — ამბობს კირა და მეხვევა.

      — კირა რაღაც კითხვა მაქვს შენთან ოღონდ გთხოვ გაბრიელს ამის შესახებ არაფერი უთხრა. — მართალია კირა გაბრიელის მეგობარი და მარჯვენა ხელია მაგრამ მას ძალიან ვენდობი.

        — გისმენ ასეთი რა მოხდა? — იკიტხა და სახე დაასერიოზულა.

        — ჯერ დამპირდი რომ არავის ეტყვი ამის შესახებ. — მსურს რომ უფრო ვენდო.

         — კარგი ხო გპირდები ახლა კი მალე თქვი დამეტანჯა სული. — ამბობს დაინტერესებული კირა.

         — კირა ხომ არ იცი ვინ იყო ალისა? — ჩუმად ვუტხარი მას და პასუხს დაველოდე.

        — ამ როგორ გითხრა ახლა? — კირა დაიბნა როგორც ჩანს ამის გამო არცერთს არ აგვცდება დასჯა. მაგრამ პასუხები უნდა ვიპოვო რადაც არ უნდა დამიჯდეს.

         — რაც მასზე იცი მითხარი. — ვამბობ და კირას თქმას ვაიძულებ.

          — ბოდიში ელეონორ მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს. რადგან მასზე არავინ ლაპარაკობს.— ამბობს კირა და ოთახიდან გადის.

    

       
  

სამყაროს აღსასრულიWhere stories live. Discover now