წვეულება მთელი ღამით გაგრძელდა. გაბრიელმა ნიღაბი მალევე მოიხსნა და კვლავ დაცემულ დიდებულებთან საუბრობდა. მე რაც შემეხება კვლავ კირა და სანისთან ვიყავი.
— სანი ძალიან უცნაურად იქცევი ეს დღეებია. — მისი უცნაური შფოთი მაშინვე ავღნიშნე.
— სამწუხაროდ რამოდენიმე დღე ასე მომიწევს ყოფნა. ნუ დარდობ ეს უბრალოდ დროის საკითხია. — იღიმის და ცდილობს დაწყნარდეს.
— სანი პატარავ მაშინ მიდი წადი დაიძინე კარგი? დღეს ყველაფერს მე მივხედავ. — იღიმის კირა და ხელზე ხელს კიდებს.
— კარგი მაშინ მე წავალ გაბრიელს კი ჩემს მაგივრად ბოდიში შენ გადაეცი. — იღიმის სანი და მიდის.
— კი მაგრამ რა სჭირს? — ვიკითხე გაკვირვებულმა რადგან არ ვიცოდი რა ხდებოდა.
— ისეთი არაფერი. — იღიმის. — კარგი მე სასმელს მოვიტან. — სწრაფად დგება ფეხზე და მიდის.
— კი მაგრამ.... — სიტყვა კვლავ ბოხმა ხმამ გამაწყვეტინა.
— ჩემო ქალბატონო თუ შეიძლება ჩემთან ერთად იცეკვეთ. — ამბობს გაბრიელი და ხელს მიწვდის. მე გავიღიმე და ხელი ხელზე ნაზად დავადე.
— რა თქმა უნდა. — ფეხზე წამოვდექი და გაბრიელის წინ დავდექი.
წელზე ხელები ნაზად შემომხვია და ძალიან მომიახლოვდა. მისი სუნთქვა სახეზე ნაზად მეხებოდა და მეთამაშებოდა. ჩემი გული კი გამალებით ცემდა. ვიცოდი რომ იგი არ უნდა შემყვარებოდა რადგან იგი საშიში იყო, მაგრამ ჩემი გრძნობები მაინც გაბრიელისკენ მიიწევდნენ. ჩემ გულს კი ნელ-ნელა ეპატრინებოდა. მკრთალად გაიღიმა და გულმა კვლავ დაიწყო სწრაფად მოძრაობა. ასე მეგონა ამოვარდებიდა და მის ფეხებთან დაეცემოდა.
ძალიან გვიანი იყო ხალხი რომ დაიშალა და თავიანთ მოსასვენებელ ოთახებში წავიდნენ. მეც დაღლილ-დაქანცული ვიყავი და ეს გაბრიელმაც შენიშნა.