6/15

792 74 14
                                    

-ტაე! Ჩვენ დავბრუნდით! __ მთელს ოთახში ქალის ყვირილი გაისმა, ტეჰიონმა ჯონგუკს ხელი კრა და ფეხზე დადგა

-ი-ისინი მ-მე....ისინი... Მე.. Არა!
-დაწყნარდი, შემომხედე, ღრმად ისუნთქე __ ჯონგუკი ტეჰიონს ეფერებოდა და ამშვიდებდა, ხოლო ქალის ყვირილი უფრო ხმამაღალი და შესამჩნევი ხდებოდა

-ვერ მოვასწრებ, ჩემს ოთახამდე ვერ მივასწრებ
-რამეს მოვიფიქრებ
-ისინი უკვე აქ არიან, ვერაფერს ვერ გააკეთებ
-გავაკეთებ

Ქალი ბოლო ხმაზე ყვიროდა, ნელ ნელა ტეჰიონის ოთახთან მივიდა და კარები შეაღო, ტეჰიონი იქ არ დახვდა, ოთახი ცარიელი იყო, ქალმა კივილი დაიწყო და მაშინვე ლურჯი ოთახისკენ გაიქცა, როდესაც კარები შეაღო ლამის გული გაუსკდა

Ტეჰიონი ჯონგუკის წინ იწვა და ეძინა, ჯონგუკი ისევ ისე იყო დაბმული, ქალმა თავის ქმარს დაუძახა და ტეჰიონთან მივიდნენ

-ტაე, გაიღვიძე
-მჰჰ, რა მოხდა? Დაბრუნდით?
-აქ რატომ ხარ?
-მე... Ჩ-ჩამეძინა..
-მეორედ მასე აღარ მოიქცე, გული გაგვისკდა
-ბოდიში

Ტეჰიონი თავის ოთახში დააბრუნეს და ჩაკეტეს.

* * *

-იქ რომ არ ყოფილიყო რას იზავდი?
-ვერც ვერაფერს
-ყინვას მოუმატე?
-კი
-უფრო მეტად უნდა მოუმატო, არ მოქმედებს
-უკვე საკმარისად ყინავს
-არა, ეს საკმარისი არ არის
-ის მას ავნებს
-ამას უკვე მერამდენედ ამბობ? Ის ჯერ კიდევ იქ არის, მას არაფერი არ მოსვლია!

Ქალი არ ნებდებოდა, თავის ქმარს უბრძანა რომ ყინვა გაეძლიერებინა, კაცსაც სხვა გზა არ ქონდა, ყინვას მოუმატა...

* * *

-ბაჭიავ, ახლა უნდა წავიდე...იცი..ჯონგუკი კარგი ბიჭია, ძალიან გავხართ ერთმანეთს, როდესაც იცინის ზუსტად შენნაირი კბილები აქვს ასევე-
-ტეჰიონ! Უკვე დროა! __ ქალმა ტეჰიონს საუბარი შეაწყვეტინა

-მოვდივარ__ ტეჰიონმა უპასუხა, ბაჭია საწოლში ჩააწვინა და ოთახიდან გავიდა

Doll || Taekook (დასრულებული) Dove le storie prendono vita. Scoprilo ora