I want to go to blue side

63 7 0
                                    

კიდევ ერთი დღე ამ დაწყევლილ ადგილას,კიდევ ერთი დღე გარეთ გაუსვლელად,ჯინი უკვე გიჟდებოდა.

სასახლის ყველა კუთხე კუნჭული უკვე ზეპირად იცოდა.

"როდესაც ჯუნმა მითხრა არ დავიჯერე"ჯინმა იმ მხარეს მიიხედა საიდანაც ხმა გაიგო და ის კაცი დაინახა თავის ოთახში რომ ნახა რამდენიმე დღის წინ.
"რა ვერ დაიჯერე?"კითხა ანგელოზმა გაღიზიანებული ხმით,მის ტონზე უცნობ კაცს სახე შეეცვალა.
"შეიძლება დემონის საკუთრება ხარ მაგრამ ასეთი ტონით ლაპარაკის უფლება არ გაქვს ანგელოზო"

"ისე ვილაპარაკებ როგორც მინდა"

"ახლა გასაგებია ჯერ რატომ არ მოგკლა............შუგა მქვია"

"არ მიკითხავს შენი სახელი"

"როგორ მელაპარაკები, არადა შენთვის გარეთ გასვლის შემოთავაზებას ვაპირებდი"თქვა ღიმილით რომელიც ჯინს უკვე ნერვებს უშლიდა.მაგრამ გადაწყვიტა რომ ეს დიდად აშკარა არ გაეხადა.

"ამის ნებას არ მომცემს"
"ანგელოზო მე მისი მარჯვენა ხელი ვარ,ჩემთან ერთად თუ იქნები პრობლემა არ იქნება.......კარგი რას იტყვი?"

"კარგი წამოვალ"

ჯინი შუგას გვერდიდან არ სცილდებოდა,ჯოჯოხეთის ისეთიც არ იყო როგორიც წარმოედგინა,სიბნელე რათქმაუნდა იყო და ყოველ ნაბიჯზე ერთმანეთზე საშიში დემონები ჩნდებოდნენ მაგრამ იყო რაღაცეები რასაც ნამდვილად არ მოელოდა რომ აქ იქნებოდა.მთლიანობაში კი ჯოჯოხეთი ცუდი არ იყო,ჯინმა არ იცოდა რატომ მაგრამ აქაურობა მოეწონა კიდეც.

სანამ ის ფიქრებში იყო ჩაკარგული ჯოჯოხეთზე,შუგას ჩამოშორდა,ხოლო როცა ფიქრებიდან გამოფხიზლდა და მიხვდა რომ ის მის გვერდით აღარ იყო შუგას მოძებნა დაიწყო,თან ძალიან ფრთხილად იყო,არ უნდოდა ამდენი რამის გადატანის შემდეგ ამ ადგილას მოეკᲚათ ან უარესი გაეუპატიურებინათ.

ისიც ამას აკეთებდა ყოველდღე მაგრამ ის ჯუნი იყო,თითქოსდა ჯინს მისი შეხება სიამოვნებდა კიდევაც.

ანგელოზმა ეს ფიქრები მაშინვე ამოიგდო თავიდან,ის დემონი იყო დემონი,არსება რომელიც უნდა სძულდეს..........ამის მაგივრად კი მასზე ფიქრიც კი საკმარისია რომ გული აუჩქარდეს.
ჯინმა რომელიღაც კუთხეში შეუხვია და ჩიხში აღმოჩნდა როდესაც შემობრუნდა რომ უკან წასულიყო,ექვსი დემონი დაინახა,რომლებიც მას უახლოვდებოდნენ და უახლოვდებოდნენ.

ერთი ძალიან მიუახლივდა,მხარზე ხელიც კი მოკიდა,ჯინმა ხელი დაუჭირა ამოუტრიალა,გადაუტეხა,წელში ფეხი კრა და გვერძე გადააგდო.
"მგონი ვიღაც ცუდად იქცევა"თქვა ერთ-ერთმა საზიზღარმა დემონმა,თან ტუჩებს ილოკავდა,რაზეც ჯინმა კინაღამ არწყია.

ანგელოზი მათ იქამდე იგერიებდა სადამდეც შეეძლო,ბოლოს კი როდესაც მუცელში რაღაც ბასრი იგრძნო ვეღარ შეძლო მიწაზე დაეცა,დემონებს ხედავდა რომლებიც მის ზემოდან იდგნენ.

ერთადერთი რამ რაზეც ფიქრობდა კი ჯუნი იყო,უნდოდა რომ მოსულიყო და გადაერჩინა,მასთან უნდოდა,მის მკლავებში,ეშინოდა ძალიან ეშინოდა.

სანამ გითიშებოდა კი ძალიან ნაცნობი ხმა მოესმა,რომელიც ზუსტად იცოდა ვისაც ეკუთვნოდა.

მოგეწონათ?

ცოტა ხანში ერთ ფიკს დავიწყებ ნამჯინზე,შეგატყობინებთ როცა დავდებ,მანამდე კი გთხოვთ დაავოუთეთ.💙💙💙

And I cry,you and I✔Where stories live. Discover now