5 წლის შემდეგ
როდესაც დედამიწაზე ჩამოვიდა ყველა მოგონება რომელთა დამარხვასაც იმ წამიდან მოანდომა რაც დემონი დატოვა, ერთი დიდი ტალღასავით მოაწვა.
ტალღა რომელიც შინაგანად ჭამდა,მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ რაც კი არ ანადგურებდა არამედ კლავდა,გულს ათას ნაწილად უსერავდა.მისია რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეესრულებინა....."რატომ მითვალთვალებ"უკნიდან ხმა მოესმა,რომლის გაგონებაზეც მთლიანად აკანკალდა და გაიყინა.
ძალას ვერ პოულობდა რომ მისკენ შემობრუნებულიყო და პასუხი გაეცა მის კითხვაზე.
და რა უნდა ეთქვა......სიმართლეს ყოველშემთხვევაში ვერა.ან როგორ უნდა ექნა.დემონი მის წინ დადგა და როდესაც ანგელოზმა მის წითელ თვალებში ჩაიხედა იმაზე ფიქრიც კი რაც უნდა გაეკეთებინა არ შეეძლო,კიდევ ერთხელ ბრძანების შესრულებაზე ამბობდა უარს,მის გამო,მხოლოდ მის გამო.
დემონის გამო რომელმაც გაანადგურა,ბოლო დარტყმა კი იმით მიაყენა რომ თავი შეაყვარა,შემდეგ კი გაუშვა.ახლა უკვე დემონიც ვეღარ იღებდა ხმას,გრძნობდა რომ ანგელოზს რაღაც სჭირდა,აწუხებდა და ზუსტად იცოდა ეს რაც იყო.
მაგრამ ამის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებდა და არც გააკეთებდა.
რომ შეწინააღმდეგებოდა ატკენდა,თან ძალიან,ეს კი არ უნდოდა არ შეᲔძლო.ჯინი მასთან ახლოს მივიდა და ტუჩებზე აკოცა,ნაზად,თბილად,სიყვარულით აღსავსედ,თითქოსდა ცდილობდა ამ კოცნაში ის დრო აენაზღაურებინა რაც დაკარგეს,სინამდვილეში კი ისიც არ იცოდა,არც ერთმა იცოდა რამდენი დრო გაატარეს მარტოდ,ერთმანეთის სითბოსა და სიყვარულის გარეშე,ყველაფერი ძალიან ჩახლართული იყო.
მათი მოგონებები ღრმად იყო მათში დამარხული,მოგონებები რომლებიც სასიამოვნო ტკივილით იყო სავსე,რომლისთვისაც ილტვოდნენ და ისევ უნდოდათ.კოცნა არ გაუწყვეტიათ ისე აღმოჩნდნენ ჯუნის სახლში რომელიც დედამიწაზე ქონდა.
YOU ARE READING
And I cry,you and I✔
Fanfictionჯოჯოხეთში დაცემა ძალიან მტკინვეულია,როცა დემონები გიპყრობენ კი უფრო უარესი,მაგრამ იმაზე უარესი არაა როდესაც თავისუფლებას გართმევს არსება რომლისაც ყველას ეშინია,სატანა ყველაზე ძლიერი დემონი. ჯინს მხოლოდ თავის სახᲚში,სამოთხეში უნდოდა დაბრუნება...... მ...