I have never felt that way

53 5 2
                                    

"ისევ დავკარგეთ"თქვა იუნგიმ და მუშტი კედელს მიარტყა.

უკვე ორი დღეა რაც დედამიწაზე იმ გაქცეულ დემონს ეძებენ,რამდენიც მის კვალს მიაგნებენ  მაშინვე ხელიდან უსხლტებათ.

კიდევ რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ,ბოლოს ორმა დემონმა კლუბში დაამთავრეს,სასმელი შეუკვეთეს და მაგიდასთან დასხდნენ.

ნამჯუნი მაქსიმალურად ცდილობდა რომ თავი რაღაცის კეთებით დაეტვირთა,არ უნდოდა მასზე ეფიქრა,მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადა არ გამოსდიოდა,შეუძლებელი იყო.

მის ერთ ნაწილს ძალიან ენატრებოდა მეორე ნაწილი კი მის გაშვებას ევედრებოდა.

"რატომ არ მოკალი?"კითხა იუნგიმ უეცრად და სასმლის ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა.

"გასართობად"

"გასართობად........და ეხა?საკმარისად არ გაერთე?"

"ჯ-ერ არა"უთხრა ნამჯუნმა არც ისე მტკიცე ხმით.

"ჯუნ საუკუნეებია გიცნობ,არ მინდა რომ იგივე დაგემართოს რაც მე"ჯუნს მის სიტყვებზე გაეცინა.
"ანგელოზი იმ დღეს არ ჩამოგრჩენია,სპეციალურად გააკეთე ხომ ასეა?"უთხრა დემონმა უკვე გაღიზიანებული ტონით.

რამდენიმე წამი იუნგის უყურა პასუხი რომ ვერ მიიღო კისერზე ხელი მოუჭირა და მაგიდაზე დაახეთქა.

"ხომ ასეა?"

დემონმა თვალები დაახამხამა და შუგას ხელი მაშინვე გაუშვა.ყველა მათ უყურებდა გაკვირვებული და შეშინებული სახით,დაცვაც მივიდა დემონებთან ახლოს რომ ენახა რა ხდებოდა.

"შენსავით არ დავამთავრებ შუგა,არა. ანგელოზი არ შემიყვარდება...........მასთან წადი დიდი ხანია თვალს გვადევნებს"უთხრა ჯუნმა თავისი მოსაცმელი აიღო და წავიდა.

იუნგიმ კიდევ ერთი ჭიქა დალია სანამ მასთან მივიდოდა და ღრმად ჩაისუნთქა.

მის წინ დაჯდა,რამდენიმე წუთით არცერთი არ ამბობდა რამეს,უბრალოდ ისხდნენ.
ბოლოს კი სიჩუმე ანგელოზმა დაარღვია.
"აქ რას აკეთებთ?"კითხა სერიოზული სახით და შუგას თვალი გაუსწორა.

And I cry,you and I✔Where stories live. Discover now