1

848 32 14
                                    

როცა მამამისის კაბინეტისკენ მიმავალ გზას დაადგა, გული ისე აუჩქარდა ყველა მელოდიას გადაფარავდა, ხოლო ნაბიჯებს ისე მძიმედ ადგამდა თითქოს სურდა მისთვის ეცნობებინა, რომ მიდიოდა.

კაბინეტთან მისვლის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და კარის სახელური ხელში მოიქცია.

კაბინეტში შესვლის შემდეგ მამამისის წინ თავდაჯერებული იდგა და საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას ის შიში ენახებინა მისთვის რომელსაც ამ დროს გრძნობდა.

_დიახ მამა-მკაცრად მიუგო მან და მისი მაგიდის წინ დადგა რომელზეც ლუდით დასველებული ნაშრომები ელაგა.

ოთახი ისე იყო სქელი ფარდებით  ჩაბნელებული რომ მზის სხივებიც  კი ვერ აღწევდა შიგნით.

მამის გამომეტყველება იმდენად საშიში იყო რომ გადაწყვიტა მის ზურგს უკან დამდგარიყო,

_შენ ჩემი უმცროსი და ერთადერთი ქალიშვილი ხარ მკაცრი ხმით მიუგო მამამ,-შენ უნდა დაქორწინდე ეის ჰერნანდესზე- უფრო აუწია მამამ ტონს და სავარძელი მისკენ შემოაბრუნა რათა მისი რეაქცია ენახა. გოგონა ადგილზე გაიყინა მისი სახელის გაგონებაზე.

ეის ჰერნანდესის მაფია ყველაზე დიდია მსოფლიოში, ხოლო თავად ის მაფიის მამაა.
გოგონას არ სურდა გათხოვილიყო ძალაუფლების გამო იმ ადამიანზე ვინც არ უყვარდა,მას სურდა ისეთ ადამიანზე გათხოვება ვინც საკუთარ თავზე მეტად ეყვარებოდა.

გოგონას პასუხმა მამა უფრო მეტად განარისხა და გააბრაზა.
_მას ერთ კვირაში შეხვდები და ყველაფერს გააკეთებ რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინო მასზე კარგი?-ეს ერთი შეხედვით თხოვნამ ბრძანებასავით გაიჟღერა კაბინეტში.

_დიახ მამა ტკივილნარევი ხმით წარმოსთქვა გოგონამ და თავი ძლივს შეიკავა რათა თავისი ცრემლები არ დაენახებინა მამამისისთვის.

_შეგიძლია გახვიდე და კარი დახურო შედარებით წყნარი ხმით მიუგო მამამ, გოგონამ შეუმჩნევლად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და კაბინეტის კარი ფრთხილად მიხურა.

ყინულიWhere stories live. Discover now