იმ დღის შემდეგ ზუსტად ერთი კვირა გავიდა.
დღეს ის დღე იყო, როცა ეისთან შეხვედრა უწევდა.
წვეულებაზე, სადაც ყველა ქალი და მამაკაცი მდიდრულადაა გამოწყობილი სოფია სადათ ჩაცმული მივიდა რადგან იმედი ჰქონდა ეისს არ მოეწონებოდა და სხვა ქალს დაუწყებდა ყურებას.
ყველას ისე მდიდრულად უნდა სცმოდათ რომ ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ თუ როგორი მდიდრები იყვნენ.
_შენ ყველაზე ლამაზი უნდა იყო უთხრა მამამ სოფიას, რაც არ უნდა მოხდეს ეისის ყურადღება უნდა მიიქციო მაშინაც კი თუ სხვისკენ დაიწყებს ყურებას შენსკენ უნდა შემოაბრუნო,ეს იყო ბრძანება რომელიც სოფიას აუცილებლად უნდა შეესრულებინა.ეისს უნდა შეხვედროდა იმ წვეულებაზე, რომელზეც უამრავი მაფიოზი მოიყრიდა თავს, ასევე უამრავი ლამაზი გოგონა ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი,
სოფიას იმის მიუხედავად, რომ მამამ უთხრა ეისისთვის სხვა გოგოსკენ გახედვის უფლება არ მიეცა იმედი არ დაუკარგავს,კიდევ სჯეროდა რომ სხვა გოგოს დაადგავდა თვალს და თავად კი თავისუფალი იქნებოდა ძველებურად.მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა ამ ფიქრებში გართულმა გაიკეთა.
_მშვენივრად გამოიყურები ჩემო პრინცესა ჩასჩურჩულა დედამ.
_მადლობა დედა უპასუხა შეპარული ღიმილით სოფიამ,
ამ დროს ოთახში რაული შევიდა.რაულმა დაიკო კარისკენ წაიყვანა სადაც ლიმუზინი ელოდებოდათ.
მამა ყველაზე ბოლო გამოვიდა თავისი კაბინეტიდან,
_წასვლის დროა თქვა ოჯახის უფროსმა და თვალები გადაატრიალა,სოფიას მამისთვის არც შეუხედავს რადგან ეშინოდა მისი სახის დანახვის.
_მე არ ვარ ბედნიერი ამით,თქვა რაულმა განრისხებული ხმით,თან მამას უყურებდა._რაული გააჩერე უთხრა დედამ სოფიას.
რაულს მამისგან პასუხი არ მიუღია მხოლოდ მისი გაყინული მზერა იქცევდა ყურადღებას.

YOU ARE READING
ყინული
Різне_შენ ჩემი უმცროსი და ერთადერთი ქალიშვილი ხარ მკაცრი ხმით მიუგო მამამ,-შენ უნდა დაქორწინდე ეის ჰერნანდესზე- უფრო აუწია მამამ ტონს და სავარძელი მისკენ შემოაბრუნა რათა მისი რეაქცია ენახა. გოგონა ადგილზე გაიყინა მისი სახელის გაგონებაზე. ეის ჰერნანდესის...