♡♡♡

21 4 0
                                    

სამყარო ლამაზია... მშვენიერია, ფერადია, თვალს რომ გაგიხარებს ისეთია, ველურიცაა...
მაგრამ სამყარისაც აქვს სიმახინჯე... უფრო სწორად ყავს.
ადამიანები....ყველა არა.
ადამიანები სასტიკები და დაუნდობლები არიან... ისინი საკუთარ საცხოვრებელ ადგილს_საკუთარ პლანეტასაც კი ანადგურებენ...
მათ არ შეუძლიათ შეეგუონ რაიმე მათთვის უცნობს, ათასობით ექსპერიმენტებს აწარმოებენ "უცნაურ" სხეულებზე, არადა რეალურად ამას უბრალოდ ლამაზი ბუნება ჰქვია.
ეს არ ეყოთ, და ახლა ერთმანეთსაც დაერივნენ დამშეული მგლებივით. გამუდმებით კამათობენ, იბრძვიან, კინკლაობენ, ომობენ... რა ვერ გაიყვეს მითხარით, რა ვერ გაიყვეს?
მიწა არ ჰყოფნით?
წყალი არ ჰყოფნით?
ტერიტორია არ ჰყოფნით?
ათას სისასტიკეს უკეთებენ ერთმანეთს,  უმრავლესობა კი ტკბება ამ სეირით. უყურებენ და არც არაფერს აკეთებენ... აი ეს არის ადამიანი?
ღმერთმა განა იმისთვის შეგვქმნა , რომ სამყარო გაგვენადგურებინა და ერთმანეთი მოგვესპო? ნუთუ ღმერთმა დედამიწა იმისთვის გვიბოძა, რომ დაგვესახიჩრებინა იგი?
ათასი კითხვა და არც ერთი პასუხი...
    უამრავ მწერალს შევხვდებით, ვაჟა ფშაველას მსგავსად რომ ბუნება აალაპარაკა, თავად მწერალი ბუნების ენით რომ გვანიშნებს "შეჩერდით, სამყაროს სტკივაო".
ამ მწერალის  ქრისტიანობაშიც კი შეიტანეს ეჭვი, შენ ბუნება როგორ აალაპარაკეო... გესმით ხალხო სადამდე ვეცემით?
არავის ესმის, არავინ ზრუნავს , არავის უნდა დაეხმაროს სამყაროს....
მაგრამ ერთ დღესაც სამყარო გვიპასუხებს, აი ნახავთ წარღვნად და ქარბუქად მოგვევლინება, ისეთ ძლიერ შტორმად, რომ ხეებს ჰაერში აატრიალებს, ისეთ ძლიერ წარღვნად , რომ დედამიწაზე ნაპირი აღარ დარჩება...
   რატომ? მითხარით რატომ არ ვუბრთხილდებით დედამიწას?
სამყარო ლამაზია, მართლაც ლამაზი...
მაგრამ სამყაროსაც ყავს თავისი სიმახინჯეები, მავნე პარაზიტები_ რომლებიც მისგან ენერგიასა და რესურსს იღებენ , შემდეგ კი ანადგურებენ წყაროს. ესენი კი ჩვენ ვართ_ადამიანები.
არავის ესმის?...
სულ არავის?...
მართლა არავის?...

○°•პირადი ჩანახატები•°○Where stories live. Discover now