XXXXX
წვიმს...
ქალაქში სადაც მე ვარ უსაშველოდ წვიმს.
შენს თვალებს ვეძებ და ცრემლები მდის.
მიდამო შავია...თენება დღის...
შენს ღიმილს ვეტრფი და გულს ოხვრა სდის.
წვიმს...
წვიმის წვეთები ჩემს სამოსს სდის.
მუხლზე გაგლეჯილი სულიდან
სულ სისხლი მდის.
უარყოფა რთულია და სიცოცხლეც ჭირს.
ქალაქში სადაც მე ვარ უსაშველოდ წვიმს.
...
და აი ისევ წვიმს.
შენზე ოცნებები მირევენ ტვინს.
დამჯდარი ბატარეა გამორთავს ყიჟინს
და მერე ქუჩაშიც უსაშველოდ იწვიმს.
ჰო, ეს დეპრესიის ხუთი წუთი მწყინს.
შენს თვალებში ჩახედვისას პეპლებს სისხლი სდით
შენი ხმის მოსმენისას სამყარო იწვის
და ეს მონატრებაც ჩემთან იბრძვის
და წვიმს...
სულ რაღაც ხუთი წუთი და ცრემლი მდის
ხმას ვიღებ , ვყვირი მაგრამ არავისთან მიდის
გარეთ ქარია, შტორმი იბრძვის
შენთან მოსასვლელად არაფერი ღირს
და ისევ წვიმა...
ისევ წვიმს...
ქალაქში სადაც მე ვარ
შტორმი გრძვინვს.
შენი ხმის მოსმენისას სამყარო იწვის
და ეს მონატრებაც ჩემთან იბრძვის..
გარეთ ქარია...
და ისევ წვიმს...ხალხნო ანუ.... არ ვიცი სეაფასეთ...
3 წელია ლექსი არ დამიწერია და აი პირველად მომინდა. რაღაც ამინდიც ისეთია.
აქ წვიმს და სულ ფიქრებია.
YOU ARE READING
○°•პირადი ჩანახატები•°○
Diversosმცირედი ჩანახატები ამა თუ იმ სიტუაციაზე, ღრმა ფილოსოფიური , სუბიექტუტი თუ ობიექტური გადმოსახედები.