სიყვარული....
ერთი სიტყვა და ამდენი გრძნობა...
ერთი სიტყვა და მასში ჩაქსოვილი ამდენი ემოცია... ტკივილი, სევდა, მწუხარება, ბედნიერება, მეოცნებეობა, იმედი...
სიყვარული ოდითგანვე ძლიერ და წმინდა გრძნობად ითვლებოდა სამყაროში. ოდითგანვე იყო მისთვის ომები და ბრძოლები...
ამბობენ თუ არ იბრძოლე, ვერც მიიღებ მასო...
ვიტყოდი სიყვარულის დიდად არ მრწამს მეთქი, თუმცა საპირისპიროს მიმტკიცებს ისტორია.
თამარ მეფეზე შეყვარებული შოთა რუსთაველი და მის მიერ შეთხზული "ვეფხის ტყაოსანი".
ნათლად არის წარმოჩენილი ტარიელისა თუ ავთანდილის გრძნობები...
ნესტან_დარეჯნისა და ტარიელის სიყვარული...
თუმცა ყველაზე წრფელი ჩემთვის მაინც
ავთანდილისა და თინათინის სიყვარული იყო.
წრფელი იყო რადგან ერთმანეთის სჯეროდათ, ერთმანეთს სცემდნენ პატივს და უყვარდათ თავდავიწყებით.
გიყვარდეს ნიშნავს სცემდეს პატივს, გიყვარდეს ნიშნავს გესმოდეს მისი, გჯეროდეს,გვერდით ედგე...
ისტორია გვასწავლის, რომ სიყვარული მარტივი არც არის და არც არასოდეს ყოფილა.
როგორ გგონიათ, გრძნობა, რომელიც ფრენის საშუალებას გვაძლევს და ბრთებს გვასხამს, მარტივი შეიძლება იყოს?!
როცა გიყვარს, ზოგჯერ გიწევს თვალახვეულმა გაჰყვე მის ხმას უკუნეთ სიბნელეში. გიწევს, რომ შენივე ბრთები დათმო რათა მან იფრინოს. გიწევს დათმო ის რაც გიყვარს, მაგრამ სანაცვლოდ იღებ მას, ვისაც უყვარხარ.
ამ სამყაროში უამრავი განდეგილია.
ისინი ვისაც არ გაუმართლათ და არ შეიყვარეს.
ბნელს კუთხეში ზიან მოკუნტულები და ელიან სინათლეს... ვინ იცის, იქნებ ერთხელაც მათაც იხილონ ქვეყანაზედ ჩამოსული წრფელი ნეტარება.
სასწაული,ჩვენივე გულებში და ვენებში მობინადრე. ჩვენს თავებში დასახლებული და სულის მცველი...
სიყვარულს ბევრი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, თუ კი ერთხელ უკვე გაიარე მისი ბილიკები...
, ყველას აქვს რაღაც, რაშიც ხედავს სიყვარულს...თუმცა მათთვის, ვინც ჯერაც ვერ ეზიარა მისი ზიარებით, არ უცხოვრიათ სრულყოფილად და ოცნების გზით.
რთული არ არის მიხვდე ვის უყვარს და ვის არა.
არარის რთული გაიგო, თუ ვინ არის გმირი საკუთარი გრძნობებისა.
გაზვიადებულად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ როცა გიყვარს , ხდები მისი ცეცხლოვანი დრაკონი, რომელიც იცავს იმ ერთადერთს კოშკში გამოკეტილს, რომ არავინ ავნოს მის კეთილშობილებას.
ხდები ის, ვინც იხსნის იმ ერთადერთს ქაჯეთის ციხიდან.
უშვებს მას რათა აზიაროს თავისუფლებისა და მონატრების გზას რათა უკან დაიბრუნოს წრფელი გრძნობებით ასმაგად გაშმაგებულს მისი ბაგეების წყურვილით.
ხდები ის უკანასკნელი, რომელიც სიცოცხლეს დათმობს მისი გულისთვის.
და დღეს რა ხდება?
რომელ თავგანწირვაზე და ღვაწლზეა საუბარი, თუ გამოტყდომაც არ შეუძლიათ.
ეშინიათ უარყოფის და ნაბიჯს ვერ დგამენ.არ შეუძლიათ უმისოდ, თუმცა მაინც ცოცხლობენ...
იმ ერთადერთის მონატრებაში წლები გადის და საბოლოოდ მეორეს ჰპოულობენ...
განა ეს არის სიყვარული, ერთმა მეორეს კომპლიმენტი უთხრას და რა წამს დადგება შიში დაკარგვის ხელი გაუშვას?....
მე ასეთი სიყვარულის არ მწამს.
მე არ მწამს იმ სიყვარულის სადაც
ჩვენ ადამიანები, საკმაოდ პრიმიტიული არსებები ვართ.
არ გვესმის ზოგჯერ რას ვაკეთებთ სწორად და რას არა.
ეგოისტები ვართ, და იმას ვაკეთებთ რაც სწორი გვგონია.
სიყვარულს ფრენის საშუალებას არ ვაძლევთ... როგორც კი ის ჩვენზე ოდნავ მაღლა აიფრენს ფრთებს ვაჭრით, რომ მერე ისიც ჩვენსავით დაცემული იყოს დედამიწაზე...ასე ტანჯულად ვტოვებთ მარტოს, უდაბნოში, უწყლოდ და საარსებოდ რამეს არ ვაძლევთ ...
მერე ისიც კვდება, ასე მარტოობაში, უიმედობაში, მწუხარებაში... არ მრწამს ისეთი გრძნობის,
რომელიც გართმევს თავისუფლებას, არჩევანს, გართმევს ცხოვრების ხალისს და ბოლოს მის მიერ მოცემულ ბრთებს მისივე ხელებით გაჭრის.
მე არ მწამს ასეთი გრძნობების...
იცით რისი მრწამს მე?
რომეოსა და ჯულიეტასი, ერთმანეთისთვის სიკვდილზე რომ თანახმანი იყვნენ.
მე მრწამს ისეთი სიყვარულის, სადაც სატრფოსთვის მინდორზე დაკრეფილი გვირილები მიაქვთ, და არა სხვისი ფულით ნაყიდი თაიგულები მაღაზიიდან.
მე მრწამს გრძნობების, სადაც ისე ეხები მის ღაწვებს, რომ გეშინია არ გასტეხო, არ ავნო... არ ეუხეშო...
მე მრწამს გრძნობების, როცა პეპლები მუცელს შიგნიდან გიღრღნიან და პულსს გიჩქარებენ.
მისი შეხებისას რომ დნები როგორც გაზაფხულზე დნება იაზე მოდებული ყინული...
მე მრწამს იმისი, რომ თუ გეყვარება მასაც ეყვარები, და თუ არა, მას კიარ იძულებ, არამედ მეტად გიყვარდება და ამით იტანჯები....
მე ამის მრწამს და ასე იქნება...
როცა გიყვარს მზად ხარ თვალახვეულმა გაჰყვე მის ხელს უდაბნოში, საიდანაც გასასვლელი არ არსებობს...
მე მრწამს იმ გრძნობების სადაც ერთმანეთს პატივს სცემენ, ესმით და მხარს უჭერენ..რეალური სიყვარული ეს არის..
სიყვარული რეალური მაშინაა, როცა უმისოდ წამსაც ვერ ძლებ და მასთან ყოფნაზე ოცნებობ...
ხოლო როცა მას ხედავ, მის სიახლოვეს
ბრთებით იფრინო... იმ ბრთებით რომელიც ამ გრძნობებმა გაჩუქა რათა მასთან ერთად დალაშქრო დაულაშქრავი ზღვები და იფრინო ღრუბლებში მასთან ერთად...უყურო ვარსკვლავებს მის თვალებში და გჯეროდეს მისი...
ჩვენ , მწერლებს, თავისუფლება გვსურს... ემოციების ხალხამდე მიტანა გვსურს, გვსურს რომ გვიყვარდეს, გვსურს რომ არ ვიტანჯებოდეთ, გვსურს რომ ვგრძნობდეთ.
სინანულს, ტკივილს, ტანჯვას, სიხარულს ,ტირილს, სიცილს, ბედნიერებას, მარტოობას...
ყველა იმ ემოციების განცდა გვსურს, რასაც რომანებსა თუ ნოველებში ხშირად ვწერთ.
თავისუფლება გვსურს, ფრთები გვსურს... წაუჭრელი და წაუტეხელი.
ფრენა გვსურს, ისე რომ დედამიწაზე კვლავ არ დაგვანარცხონ.
ასაკის გამო არ განგვსაჯონ,
სულის გამო არ გაგვკიცხონ,
ცრემლის გამო არ დაგვცინონ,
მწუხარების ჟამს მარტო არ დავრჩეთ,
სიხარულის გამო არ დაგვამწუხრონ და
სიყვარულის გამო არ დაგვსაჯონ ...
და იცით რა?
თუ კი მაღთლა წრფელი იქნება ჩემი სიყვარული, მის ბურთებს შევისხამ და ვიფრენ უკიდეგანო ოკეანის თავზე იმ ერთადერთთან ერთად.
და თუ კი მკითხავთ დაფრინავს თუ არა სიყვარული, გიპასუხებთ, რომ
დიახაც, სიყვარული დაფრინავს.
YOU ARE READING
○°•პირადი ჩანახატები•°○
Randomმცირედი ჩანახატები ამა თუ იმ სიტუაციაზე, ღრმა ფილოსოფიური , სუბიექტუტი თუ ობიექტური გადმოსახედები.