ცივი დღე იყო, იმდენად ცივი ,რომ ჩემს გაყინულ სხეულს თბილი ქურთუკი ვერ ათბობდა ... ფერიც ისეთი იყო, ცივი, პირქუში.
ცაზე მზე არ ანათებდა და, გაზაფხულის უმზეო ყვევილივით მიჭკნებიდა ფიქრები...
მას რომ ველოდებოდი, იმდენად იყვნენ ჩემს სხეულში აშეიალებული პეპლები, რომ ვხვდებოდი თავის შეკავება ძალზედ გამიჭირდებოდა.
მოვიდა...
ჩემი პეპლები, რომელებიც თითქმის დავაწყნარე, პატრონის დანახვისას კვლავ აშრიალდნენ.
მოვიდა და ჩემი ფიქრები, აზრები და გონება სულ მთლად არია.
შავი ქუდი ეფარა, შავი მოკლე ქურთუკი და საყვარელ ბავშვს გავდა... სახეზე სულ მთლად აწითლებული იყო და ეტყობოდა რომ სცხელოდა...
მოვიდა ახლოს ...
მეგონა მუჭს გამომიწვდიდა ან გამარჯობას შორიდან მეტყოდა მაგრამ ახლოს მოვიდა, იმაზე ახლოს ვიდრე მეგონა და ლოყაზე მისი ფაფუკი კოცნა დამიტოვა...
შევკრთი...
პეპლები ახლა სულ მთლად გადაირივნენ.
ვსაუბრობდით, მორიდებულად, თითქოს მეშინოდა რამე ისე არ მეთქვა ... თითქოს ფიქრობდა რისი თქმა შეიძლებოდა...
ან ასე მე მეჩვენებოდა...
საბოლოო ჯამში გასეირნება გადავწყვიტეთ.
მეგობარი, რომელიც უნდა გამომყოლოდა არ წამოვიდა და მასთან, ჩემს არსებულ ფიქრებთან სულ მთლად მარტო დავრჩი.
დიდი ხანი არ გვისეირნია.
იქვე ლამაზ ადგილას მოვთავსდით ხეების პეიზაჟს მიშტერებულები.
იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი სილამაზე სულ გადაფარა.
სულ მთლად დამატყვევა პირველივე შეხვედრისას...თუმცა არა აქამდეც შევხვდი მას, ძალიან უცნაურად მაგრამ მაშინაც ასე გამიღიმა...
საბოლოოდ ჩვენ ისევ ძველ ადგილას დავბრუნდით... ამ ჯერად ჩემი მეგობარიც იქ იყო...
არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა.
როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამხელა დილემის წინაშე მყოფი.
მეგობრობა თუ ურთიერთობა...
რა უნდოდა მას კაცმა არ იცოდა
თვითონაც არეული იყო , ქაოტური და ამით კიდევ უფრო მაბნევდა........
და ახლა მე ვწერ ამას. ვიხსენებ მას და ტირილი მინდება, რადგან ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ მასში...
უცნაური, სახიფათო, უნდო,უკარება,ქაოტური,დამაბნეველი,სულელი...ყველაფერი რაც მასში იყო მომწონდა...
მაგრამ ერთი რამ რაც ძალიან მენატრება აღარ არის..
პეპლები...
აღარ დაფრინავენ... დიდხანს იბრძოლეს და ვერ გაიმარჯვეს...საბოლოო ჯამში მან მათ მკვდარ სხეულებს ფეხი დააბიჯა და გათელა... საბოლოო ჯამში , მან ჩემი ბოლო იმედი გათელა
YOU ARE READING
○°•პირადი ჩანახატები•°○
Randomმცირედი ჩანახატები ამა თუ იმ სიტუაციაზე, ღრმა ფილოსოფიური , სუბიექტუტი თუ ობიექტური გადმოსახედები.