ნაწყვეტი ჩემი პირადი ჩანაწერებიდან.......
წყალში ღრმად , იმდენად ღრმად რომ სუნთქვა გეკვრის.... ჰაერი რომელიც დაგუბებული გქონდა დაიცალა სულ რაღაც ერთი ხელის მოსმით , ფილტვები კვდება , წყლით იბერება და ფუნქციას კარგავს , ხელ ფეხს იქნევ იმისთვის რომ წყალს თავი დააღწიო თუმცა გახსენდება რომ ცურვა არ იცი.... თვალები ღია გაქვს , პირიც გეხსნება თანდათან და წყალი მთელს შენს ორგანიზმში წამებში აღწევს , პარალიზებული ხდები .
უყურებ და გრძნობ მაგრამ ვერაფერს აკეთებ . გული გიცემს მაგრამ იმდენად სუსტად რომ აღარც კი ისმის მისი ბაგაბუგი .... უყურებ როგორ იძირები , მიდიხარ ფსკერამდე და მორჩა ... იცი რომ ეს დასასრულია .... ამბობენ დასასრული ახლის დასაწყისიაო მაგრამ ამის აღარ გრწამს .... გრძნობ რომ ნელ ნელა თვალებიც გეხუჭება და ეხლა ნატრობ ნეტავ ეს სიზმარი იყოსო....
თვალებიდან ცრემლები მოგდის თუმცა მარილიანი სითხე მარილიანსავე წყალს მიაქვს , ერწყმის და შეუმჩნეველს ხდის ...
სულ რაღაც წამებია საჭირო რომ მთელმა შენმა ცხოვრებამ ცხვირწინ ჩაგიქროლოს....
ფიქრობ რამდენი კარგი და ცუდი გაგიკეთებია , ფიქრობ რამდენი უპატიებელი შეცდომა დაგიშვია ....
მაგრამ იცი რომ აზრი არ აქვს ...
სულ რაღაც წამები და შენი უსულო სხეული წყლის ფსკერზე ქვებს ენარცხება ... უყურებ იქედან მზის ულანასკნელ სხივს ... და ხვდები რომ ეს მართლაც დასასრულია ...
დასასრული რომელსაც წინ მარადიული ტანჯვა და ტკივილი მოყვება...დასასრული და ამავე დროს დასაწყისი რაღაც ახლისა....
YOU ARE READING
○°•პირადი ჩანახატები•°○
Diversosმცირედი ჩანახატები ამა თუ იმ სიტუაციაზე, ღრმა ფილოსოფიური , სუბიექტუტი თუ ობიექტური გადმოსახედები.