1

1.1K 84 17
                                    

"რას წარმოვიდგენდი,რომ ეს დღე დადგებოდა...

როგორ წარმომედგინა,რომ იმ წვიმიან დღეს, სპეციალურად შენთვის გამოუშვა ღმერთმა ის თეთრი სხივი, რომელმაც თვალწინ ჩამიქროლა და მაშინ, ზუსტად,შემზარავი ხმა მოსწვდა ჩემს ყურებს.

ყურებს,რომლებიც გიჟდებოდნენ შენი კისკისის მოსმენისას...

როგორ მეგონა,რომ ჩემი თვალები,სისხლში ამოთხვრილს გიხილავდა.

თვალებს, რომლებსაც ყოველ წუთას სწყუროდა შენი ნახვა,და როდესაც გხედავდა ვერ ტკბებოდა შენი ყურებით...

როგორ წარმოვიდგენდი,რომ დედაშენს დავუჩოქებდი და ვთხოვდი,რომ ჩემი ხელებით ჩაგიტარებდი განწმენდას...

როგორ მეგონა,რომ იმ ხელებით შეგმოსავდი,იმ ტანსაცმელით რომელიც შენ მთხოვე სიზმარში,იმ ხელებით და იმ თითებით დაგვარცხნიდი თმას, რომლებიც მთელი სიყვარულით გეალერსებოდნენ და გეხვეოდნენ მთელს სხეულზე...

ჩემი თითები, რომელსაც ტატუები ამშვენებდა,ისე გიყვარდა..
ყოველ ერთმანეთის ნახვისას უამრავჯერ ჰკოცნიდი...

როგორ მეგონა, რომ ჩემს სხეულზე მივიკრავდი შენს უსულო,შელახულ სხეულს და ხმის ჩაწყვეტამდე ვიტირებდი...

იმ სხეულით,რომელსაც დანახვისას ძლიერად ეხუტებოდი და აქებდი რომ ასეთი ლამაზი იყო..

მახსოვს,როგორ გიყვარდა,ჩემს მკერდზე ჩახუტება ან ძილი და წინა პეიზაჟის ყურება.

ყოველ მზის ჩასვლას ერთად ვუყურებდით, სანაპიროზე, ერთმანეთში ახლართულებს.

შეუძლებელია შენი ღიმილის დავიწყება..

ის ისე იყო,თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერი იყო..

რა დამავიწყებს იმ მომენტს როდესაც,მამაშენს ჩემი თავი გააცანი,ის კი მზერით მხვრეტდა, მაგრამ საბოლოოდ მე და მამა ჯივონი საუკეთესო ძმაკაცები ვართ..

შენი გულკეთილობის გამო დაგემართა ყველაფერი...

რატომ გამოხვედი ქოლგიდან, რომელიც გვიცავდა მთლიანად არ გავლუმპულიყავით წვიმაში..?

მისი მშობელიც მისწვდებოდა შუა ქუჩაში გავარდნილ ბურთს...

მხოლოდ ის მაჩერებს,რომ ჩემს სიზმარში სადაც შენს მეტი არავინაა,დამაფიცე,რომ სიცოცხლეს გავაგრძელებ და ცხოვრების ახალი პარტნიორი მეყოლება...

მხოლოდ ის მაჩერებს, რომ ჩემს სიზმარში,სადაც შენს მეტი არავინაა, დამაფიცე, რომ სიცოცხლეს გავაგრძელებ და ცხოვრების ახალი პარტნიორი მეყოლება...

მე კი შენს მეტი არავინ მინდა..

ძნელია მარტოობა..მე შენთან მინდა, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევ.

ვიცი რომ ცოდვაა საკუთარი ხელებით სიკვდილი.. მაგრამ მე მეტი არ შემიძლია..

ყოველი დღე ერთნაირი, უფერული და უსულოა.

განა რამე დავაშავე,რომ ღმერთი ასე მსჯის?

სკოლის ფლეიბოი ვარ, მაგრამ ამით თავს არ ვიფერებ, არავის ვცემ,ვაბულინგებ და არც გოგოებს არ ვხმარობ ყველა კუთხეში.

მჯერა უკვე იმ სიტყვების, ღმერთს საუკეთესოები თავისთან მიჰყავსო..

არ ვწუწუნებ...

მაგრამ ვხვდები ერთ ფაქტს, უბრალოდ არ შემიძლია ამის აღიარება..."

ჯონი შავ ბლოკნოტს ხურავს, ბუმბულიან პასტას გვერდით დებს და დიდ ლოგინზე წვება.

- ალბათ ამას მალე ვაღიარებ შენთან, ძვირფასო ჯეიმინ..
_______________
ახალი ფიკი დავიწყე🤩❤️
რას ფიქრობთ შინაარსზე?
ან იმაზე თუ რა უნდა აღიაროს ჯონგუკმა?
ყველანაირი ვარაუდი მიიღება,არ შეგრცხვეთ თუ აზრი ახლოსაც არ იქნება შინაარსთან😍❤️
ჩემთვის თითოეული თქვენგანის აზრი და იდეა მნიშვნელოვანია.
აბა წარმატებები მე და გამძლეობა თქვენ 🌊💙

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now