8

401 62 84
                                    

გახარებული თეჰიონი ჯიმინისკენ მირბის.

- ჰეი,ჯიმინ.
- ოჰ, თეჰიონ?
- აბა რა ხდება ჯონგუკთან?
- ნამდვილი ხეპრეა, არამგონია რამე გამომივიდეს.

- ხეპრე არის, მაგრამ ხომ იცი,რომ არ უნდა დანებდე. წინასწარ შემთხვევაში ხელცარიელი დარჩები.
- ჯანდაბა,რა უნდა გავაკეთო მთელი დღეა მაიგნორებს.

- შევეცდები რამე მოვიმოქმედო.
- ცოტა მალე უნდა გავაკეთოთ თორემ ვინ იცის რა ბედი ეწევა.(ჯონგუკს არ გულისხმობს)- წუხს ჯიმინი, კიბეებისკენ მიდის რათა გეზი ბიბლიოთეკისკენ აიღოს.

- ჯიმინ- მკლავზე ხელს ავლებს თეჰიონი.- მისმინე, დღეს მზად იყავი, შევეცდები როგორმე ჯონგუკი დავითანხმო და სადმე დაგპატიჟოს გასასვლელად.
რა აზრის ხარ?

- კარგი თანახმა ვარ.

თეჰიონი სიტყვის დამთავრების შემდეგ თავს უქნევს და ზურგს აქცევს.

- თეჰიონ!- ხმამაღლა ამბობს პაკი.

თეჰიონი კითხვის ნიშნით სავსე თვალებით უყურებს.

- მადლობა!

კიმი ჯერ საპასუხოდ იღიმის და შემდეგ პასუხა უბრუნებს.

- ამას მხოლოდ მისთვის ვაკეთებ.
მადლობა შენ,რომ საერთოდ გამოჩნდი.- თეჰიონი ისევ უახლოვდება და მის ხელებს ეჭიდება.- ჯონგუკი შენს მიმართ გულგრილი არ არის და არც შენ. გთხოვ, შეეცადე გამოიყვანო ის და გქონდეთ მომავალი. საპასუხოდ კი მიიღებ მის სიყვარულსა იმას რასაც 3 თვეა ეძებ.

- თეჰიონ,შენ იცი სად არის?
- მე მაქვს- იღიმის ომეგა.
- სერიოზულად?- სიხარულით უციმციმებს თვალები.
- რათქმაუნდა. თან რომ არ მქონდეს ამდენს არ ჩავხლართავდი. ის უსაფრთხოდაა,ამაზე არ იღელვო.

- რახან ასეა, შევეცდები მისი გული მოვიგო.
-კარგი, ყოველი შემთხვევისთვის დაგიკავშირდები თუ უარი თქვა შეხვედრაზე.

- შევთანხმდით.

***

- ჯონგუკ!

კიმმა გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჯონი მანქანისკენ მიმავალი დაიჭირა.

"ღმერთო ახლა რაღა უნდა" ხვნეშით ჩაილაპარაკა ჩუმად ჯონგუკმა.

- ისევ მოხდა რამე?
- კი, საერთოდ რაზე ფიქრობდი მთელი დღის განმავლობაში?

- რა შენი საქმეა? თეჰიონ ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის?
- ანუ რა ჩემი საქმეა არა?!
ახლავე შეატყობინებ ჯიმინს, დაპატიჟებ სადმე და გამოისყიდი დანაშაულს.
- მაგრამ არაფერი დამიშავებია.

- მთელი დღე მე ვაიგნორებდი?
- ოF კარგი რა- დოინჯი შემოირტყა ალფამ.
- გეფიცები ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდება,თუ ამას დღეს არ გააკეთებ.

ჯონგუკმა დახრილი თავიდან ფრთხილად ამოიხედა.
კიმის გაუმჭვირვალე თვალებში იხედებოდა და სიცრუის ვერცერთ მარცვალს ვერ ხედავდა.

მკერდი წინ გამოზნიქა და ამოილაპარაკა.

- მისი ნომერი არ მაქვს.
- პრობლემა არაა,მე მაქვს.
თუმცა ჯერ სკოლა არ დაუტოვებია.ბიბლიოთეკაშია.

- კარგი ჩაწერე ნომერი, მეზარება ასვლა ისევ.- ჯონმა ტელეფონი თეჰიონს გაუწოდა.
მანაც სასწრაფოდ ჩაწერა და ჯონგუკს ირონიული ღიმილით გაეცალა.

ზარს ხელი დააჭირა და ტელეფონი ყურთან მიიტანა.

• გისმენთ?
° ამმ.. ჯიმინ.
• ჯონგუკ შენ ხარ?
° დიახ, შენთან სასაუბრო მაქვს.
შეგიძლია გამოხვიდე ჭიშკართან?
აქვე ვდგავარ მანქანასთან.
• რამე სერიოზულია?-თავი გაისულელა პაკმა.
° ალბათ, არ ვიცი- ხვნეშის ალფა.- ზედმეტი კითხვების გარეშე, უბრალოდ ჩამოდი კარგი?
• კარგი, მოვდივარ.
° გელოდები.

ჯონგუკმა მალევე შენიშნა ჯიმინი, რომელიც დაბღვერილი მიიწევდა მისკენ.

- რა გინდა?- მის წინ დადგა,ხელები მკერდთან შეკრა და იხედებოდა ყველგან ოღონდ ჯონგუკის სახისთვის არ შეეხედა.

- მინდა სადმე დაგპატიჟო...
- რისთვის?- აწყვეტინებს პაკი.

- იმისათვის,რომ ეგ დაბღვერილი და დაბუშტული სახე ჩამოვრეცხოთ.

ჯიმინმა მხოლოდ ახლა ჩახედა თვალებში.
სიტყვას არ ამბობს ისე უვლის ჯონგუკს გვერდს და მძღოლის გვერდით კარებს აღებს. რის შემდეგაც ძლიერად ეხეთქება სავარძელს.

- არა მართლა, ასეთი ნაგლი ვინმე მჭირდება ცხოვრებაში.- თავი გააქნია ჯონმა და თავადაც დაიკავა ადგილი საჭესთან.

_______________

დიახ,მე მკვდრეთით ავღსდექი😬

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now