14

158 20 16
                                    

სანაპიროს სახლში სტუმრობისა და ერთ საწოლში გათენების შემდეგ ერთი თვე გავიდა. ჯიმინმა თანხმობა განაცხადა ჯონგუკის შეთავაზებაზე ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელმაც სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება სცადა.

ახლა ოქტომბრის თვეა, კორეაში განსაკუთრებულად ცივი ზამთარი იცის, ამიტომ როგორც ყოველთვის სიცივე ისევ ძვალრბილში ატანს. პაკს საშინლად სძულს ზამთარი, სიცივის ატანა არ აქვს.
სკოლიდან მომავალი ყოველთვის, იმ შემთხვევაში თუ ალფას არ მოჰყავს სახლში, გზაზე სიცივისგან ორივე ყბა ინსტიქტურად უკანკალებს. დაილოცოს ზაფხული და პაპანაქება სიცხე!

დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს რომ ჯიმინს შეუძლია მთელი დღე საწოლში იგორაოს, თუ რა თქმა უნდა ჯონგუკმა არ დაურეკა და შეხვედრა არ სთხოვა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ უწევს მათი ურთიერთობის დამალვა მშობლებისთვის, რადგან არ ფიქრობს, რომ მშობლებს ესიამოვნოთ იმის გაგება, რომ ჯიმინი გარდაცვლილი ძმის შეყვარებულს ხვდება.
დღეს ზუსტად ის დღე გათენდა, რომელსაც დიდი ხანია ელოდება, რომლისთვისაც ძალიან დიდი ნებისყოფა დასჭირდა. დათბილული კურტკითა და შარფით შეიხვია თავი და მოყინულ ქუჩებში გავიდა. მისი სახლი სულ რაღაც 5 წუთის სავალზე იყო ავტობუსით.

ჯიმინმა კარებზე ზარი დარეკა და დაელოდა თეჰიონს, რომელიც ბრახუნით ჩამოდიოდა კიბეებზე.

- ეს ძაღლი,რომ არ მიყვარდეს გეფიცები მოვისვრი! - ჩხუბით გააღო კარები და შინ შემოიპატიჟა.
- რა სამწუხაროა, რომ ასეთი სულელი პატრონი ჰყავს იონთან.- დამწუხრებით აიყვანა ხელში ძაღლი და მოეფერა.
- სულ ფეხებში მებლენდება, ლამის გავსრისე.

- სახლში არის ვინმე?- მიჰყვა სამზარეულოში ჯიმინი.
- არა, საღამომდე არ მოვლენ. ასე რომ ხმამაღლა საუბარი სანერვიულო არ არის. - გაიღიმა თეჰიონმა და შავი ჩაი ჩამოასხა ჭიქებში.
- მხოლოდ ერთი საათი მაქვს თეჰიონ, შემდეგ იცი სადაც უნდა წავიდე. - ნაღვლიანი თვალებით მიაშტერდა ჯიმინი.
- ოთახში მაქვს, დამელოდე და ჩამოვიტან.

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now