6

443 73 40
                                    

- სად მიმათრევ, გეყოფა!
- გამოადგი ფეხი.- ეუხეშება ჯონი.

- ვინ ხარ რომ ჩემთან მსგავსი ტონით ბედავ საუბარს?საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლია გგონია?- ჯიმინი მარცხენა ხელს, რომელიც თავისუფალი აქვს, ძლიერად ურტყამს სახეში.

რაც ალფის გაჩერებას და გაკვირვებას იწვევს.

ჯონგუკი ხელს უშვებს და შოკირებული აკვირდება მის წინ მდგომს.

ჯონს არ ადარდებს მტკივანი ლოყა,
მას ახლა გაარტყეს ხელი.
უცხო ომეგის წინაშე თავს დამცირებულად გრძნობს.

ეს აქამდე არავის გაუკეთებია და ჯონგუკი ცოტა არ იყოს ბრაზდება.

და საერთოდ ამ ომეგის ნახვის შემდეგ რა ემართება?

ის ასეთი არ იყო,არც ომეგებს იჭერდა კარადებთან და არც მიჰყავდა მის საყვარელ ადგილას.

ჯიმინს სრულიად გაჰყავს რეალობიდან და უთიშავს ტვინის უჯრედებს.

- შენ მე ხელი გამარტყი?
- დიახ.შენ რა რეაქცია გექნებოდა,ვიღაც უცხო სადღაც რომ მიგათრევდეს?

ჯონგუკი ცოტახანს ფიქრობს.
ის მართალია, საშინლად არასწორად იქცევა.

- კარგი, მართალი ხარ.
არასწორად ვიქცევი,ამას არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ წყეული იყოს ჩემი თავი,ახლა კლასში უნდა უნდა იყო და კლასელებს ეცნობოდე.
მაგრამ..და ჯანდაბა,სანამ პასუხს არ მივიღებ არსად არ გაგიშვებ.

- რისი პასუხი გინდა არ მესმის.- ხელებს გულზე იჯვარედინებს.

- წავიდეთ იქ სადაც მივდიოდით და გეტყვი ყველაფერს.

***

- ჰოსოკ, ჯონგუკი არ გინახავს?- ეკითხება გვერდით მდგომს თეჰიონი და კისერს იღერს სადმე,რომ ნახოს.
- არა,ეგეც და ჯიმინიც სადღაც გაქრნენ.

- რა?! უკვე?!- აღშფოთებას ვერ მალავს თეჰიონი.
- რა უკვე?
- არაფერი,სად წავიდნენ არ იცი არა?

- მე საიდან უნდა ვიცოდე, ჯონგუკს კუდში კი არ დავყვები.
- მგონი ჩემი გეგმა კარგად მიდის.
- მგონი არა?რა იცი იქნებ აუპატიურებს.

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now