13

265 32 3
                                    

ეს ზუსტად ის იყო,რაც ჯონგუკს სრული სიტყვის მნიშვნელობით აწყობდა.
თუ ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა,ალფა მოიგებდა მის გულს,მიიკედლებდა და მისი საშუალებით ჭაობს თავს დააღწევდა.

- ყველანაირად შევეცდები. ოღონდ ზედმეტს ნუ მოითხოვ თავიდანვე კარგი?
ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ჩვენთვის ამას გავაკეთებ.
- კარგი.- ამოიხვნეშა და მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.

უცებ ირგვლივ უხერხული და შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა.
ჯონგუკმა მუშტში დაახველა,ყელი ჩაიწმინდა და მაგიდაზე ხელი გულ-აღმა დადო.
- სანაპიროზე გავისეირნოთ.
პაკმა მის გამოწვდილ ხელს დახედა. თითქოს ყოყმანი ეწერა სახეზე, ფიქრობდა გაერისკა თუ არა. საბოლოოდ სხვა გზა არ იყო.
თითები ნელი მოძრაობით მოაქცია ჯონგუკის ხელის გულზე,მანაც სასწრაფოდ შემოაჭდო და ფეხზე წამოდგა.
ჯიმინი მის მოძრაობას მიჰყვა და მის წინ მდგარმა სახე ,სახის წინ გაუსწორა.
მან თვალისმომჭრელად გაუღიმა და სალაროსკენ ხელჩაკიდებული გაუძღვა.
საკრედიტო ბარათის ამოსაღებად ხელის გაშვება მოუწია, მაგრამ გაატარა თუ არა ბარათი, უმალვე უკან ჩააბრუნა საფულეში და ისევ მაგრად ჩასჭიდა.

ქვიშაზე გასვლისას ,როცა ხელი ხელჩაკიდებულები მიიწევდნენ ჯონგუკი მიუბრუნდა:- გაიხადე ფეხსაცმელი თუ გინდა,მე წამოვიღებ.
- ამმ, კარგი.- გაიცინა ბედნიერად.

მისი თეთრი კედები ჯონგუკმა ხელში დაიჭირა,ჯიმინმა კი ქვიშაში შიშველი ტერფები ჩაფლო.

- შენც გაიხადე,არ გინდა?- ჰკითხა ცანცარით.
- არა,არ მინდა. იყოს.
- კარგი რა.- ორივე ხელზე დაქაჩა და მისკენ მიიზიდა.- მიდი რა!
- კარგი ხო ჯანდაბას.- ფეხები მოაშიშვლა და ორივე ხელებდაკავებულმა მოხტუნავე ჯიმინს უკან აედევნა.

- შენს ამ მხარეს პირველად ვხედავ.- გაიცინა მან.
- და როდის უნდა გენახა?- უპასუხა სიცილით და სახით მისკენ უკან დაიწყო სვლა.
- საქმეც ამაშია. მეგონა უჟმური ვინმე იყავი. ნამდვილად არ მეგონა ასეთი მხიარული თუ იქნებოდი.
- ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ მაქვს ბევრი ძალიან უცნაური მხარეები.
- მართლა?!- იკითხა ეშმაკურად.- სიამოვნებით გავივლიდი მათი აღმოჩენის დღეებს.
ჯიმინმა ამ სიტყვებზე ღიმილით შეანათა.

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now