თავი 1

372 12 0
                                    

-ასე იმიტომ მექცევი რომ შენი დის გამო წუხარ ხო?- ძალიან ვიყავი ნაცემი და თითქმის ლაპარაკიც არ შემეძლო თუმცა უნდა გამეკეთებინა იმდენი რომ მას ჩემი სიტყვები გულზე მოხვედროდა. ვიცოდი რომ ლაპარაკისთვის კიდევ უფრო მცემდა და შეიძლებოდა საერთოდ მოვეკალი მაგრამ უნდა მიმხვდარიყო რომ მისი არ მეშინოდა.

-რა?- ჩემი სიტყვები გაუკვირდა.

-წუხარ რომ შენს დას კარგად არ ექცეოდი ამიტომაც არის რომ აქ გყავარ გამომწყვდეული და ჩემზე იყრი იმ ბრაზს რომელიც მელის არ დაფასების შემდეგ დაგრჩა- ვეუბნები და ვცდილობ რომ ფეხები გავშალო, ყველაფერი ძალიან მტკიოდა.

-მოკეტე- მიყვირის ლეო და უნდა დამარტყას როცა ჩემი სიტყვები აჩერებს.

-ერთ დროს ერთმანეთი თავდავიწყებით გვიყვარდა, ეხლა სად გაქრა შენი ის სიტყვები რომელსაც ყოველ დილით და საღამოთი მეუბნებოდი? გახსოვს მეფიცებოდი რომ სამყაროს მაჩუქებდი- ჩავიცინე-  თუმცა ახლა აქ ვაგდივარ შენს წინ ნახევრად მკვდარი და ეს შენი დამსახურებაა- ვეუბნები ნაწყენი ხმით.

-შენ ჩემი და მოკალი- მისი ხმა აკანკალდა და ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ვიგებდი.

- მე ის არ ძალით არ გამიკეთებია, ეს შემთხვევით მოხდა- ვეუბნები და მისკენ ვიწევი ისიც მოდის ჩემთან და სახეს ჩემს პირისპირ აჩერებს- შენს დას ცუდს არაფერს დავმართებდი- ვეუბნები და ლოყაზე ხელს ვადებ.

თვალებიდან ცრემლი მომდის, მასაც მოდის თავს ხრის და ცდილობს არ დამანახოს რომ საბოლოოდ გატყდა მაგრამ მისი ვიბრაცია მანიშნებს რომ ტირის.

მეც დროს ჩემდასასიკეთოდ ვიყენებ და უცბად ვიღებ დაბლა დაგდებულ იარაღს. ვტენი და გაკვირვებულ ლეოს პირდაპირ შუბლში ვუმიზნებ.

-შეიძლება სიგიჟემდე მიყვარდი მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს ამიტომ შენი ერთი მოძრაობა და ისე გესვრი რომ არც დავფიქრდები- ვეუბენბი მტკიცედ და ძლივს ძლიობით ვდგები.

-პატარავ ოდნავადაც არ წუხარ ჩემი დის გამო?- ცრემლები ახრჩობს მაგრამ სიცილს მაინც არ წყვეტს.

ხომ გეუბნებით გიჟია.

- შენს გამო ვწუხვარ მე, შენ ისე შეგცვალა მან- თავი გავაქნიე- იცი რომ შენი და მკვლელი იყო? იცი რამდენი ადამიანი ჰყავდა მოკლული? ჩემი მოკვლაც უნდოდა მაგრამ თავდაცვის მიზნით დანა გავუყარე მუცელში და მოვკალი შენც ამან გაგაგიჟა- დავიყვირე.

- შენს საქციელს გამართლება არ აქვს- მაინც თავისას იმეორებდა.

- მე არ ვწუხვარ შენი დის გამო მაგრამ ვწუხვარ რომ დაგკარგე შენ, ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ახლა ჩემს წინ დგას და ოდნავადაც არ ფიქრობს ჩვენს განვლილ წლებზე.

- მე მიყვარდი მაგრამ არა იმდენად რომ ჩემი დის მკვლელობა მეპატიებინა-მითხრა ძალიან გაბრაზებულმა და ჩემსკენ წამოვიდა მეც არ მიფიქრია ისე ვესროლე ფეხში ტყვია.

ტკივილისგან იღრიალა.

- პატიებას არც არავინ გთხოვდა მე უბრალოდ შენი ადამიანად შენარჩუნება მინდოდა-ვუთხარი და მეორე ფეხშიც ვესროლე.

-ანიტა ხომ იცი რომ ამის გამო შენც მოგეზღვავება?- მომაძახა სანამ გავიდოდი.

-მაშინ, ჯოჯოხეთში შევხვდებით- თავი დავუკარი და ფარდულიდან გავედი. ეხლა მთავარი იყო რომ აქედან წასასვლელი მომეძებნა შემდეგ კი შევძლებდი ახალი ცხოვრება დამეწყო.


აბა როგორ მოგეწონათ პირველი თავი? არ დაგავიწყდეთ დაავოუთოთ და დააკომენტაროთ.
მადლობა!
და ხო გაიცანით ეს არის ანიტა:

მადლობა!და ხო გაიცანით ეს არის ანიტა:

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

👆🏻 Oanhdaqueen

მოკალიWhere stories live. Discover now