-დარწმუენბული ხარ რომ კარგი ადგილი გაქვს შერჩეული- ყურში ლუკასის გამაღიზიანებელი ხმა ჩამესმის, თვალებს ვატრიალებ.
-ლუკას ეხლავე გამოვრთავ ტელეფონს თუ თავს არ დამანებებ- გაღიზიანებული ვეუბნები ჩემს მეგობარს და იარაღს უკეთესად ვიჭერ.
-ანიტა ხომ იცი რომ შენს დაკარგვას ვერ გადავიტან? ამიტომ თავს მიხედე- ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე.
ლუკასის სენტიმენტებიღა მაკლდა ამ შუა "ომში".
ბენის სახლის მისაღებ ოთახში ვზივარ ხელში იარაღი მიჭირავს და ფეხები მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი თან ტელევიზორს ვუყურებ.
რატომ არასდროს წესიერი არაფერი არ გადის ამ სულელურ ტელევიზორში?
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ- ჩემთვის ვილანძღებოდი როცა უეცრად ბენი გამოჩნდა, მაღალი მაგრამ მსუქანი კაცი რომელიც საოცრად მახინჯია.
უკან რამოდენიმე კაცი მოჰყვებოდა და როცა მისი ყვირილი გაიგეს ეგრევე შემოცვივდნენ.
- მე ანიტა ვარ- ღიმილით წამოვდექი და მასთან მივედი- სიკვდილის ანგელოზი- ჩავიცინე და გადატენილი იარაღი შუბლზე მივადე.
მანაც უცბად ამოიღო იარაღი და ხუთ კაცთან ერთად დამიმიზნა.
-მამაცი ყოფილხარ ანიტა- ჩაიცინა.
- თან როგორი- ვუთხარი ღიმილით.
ჭერში გავისროლე იმისთვის რომ სნაიპერისთვის მიმენიშნებინა რომ მისი დრო იყო.მანაც არ დააყოვნა უცბად ესროლა ბენს, პირდაპირ გულში მოხვდა რის გამოც გახარებულმა ჩავიცინე და ფანჯარასთან მივედი, სანამ წავიდოდი ის ხუთივე კაცი მოვკალი.
-ჯოჯოხეთში შევხვდებით- სიცილით ვთქვი და ფანჯრიდან გადავხტი.
ნელა მივდიოდი ჩემი მანქანისკენ როცა ძველი ნაცნობი დავინახე და მივესალმე.
-გამარჯობა მშვენიერო, აქ რას აკეთებ?- მკითხა და გადამკოცნა.
-რაღაც საქმე მქონდა მაგრამ ეხლა უნდა წავიდე, საქმეები მაქვს- თვალი ჩავუკარი და მანქანაში ჩავჯექი.
***
როცა ყველაფერს მოვრჩი ლუკასთან, ჩემი სახლისკენ წავედი თან წყნარ მუსიკას ვუსმენდი რომელიც ზედმეტად მამშვიდებდა.არ ვიცი რა დამემართა მაგრამ თვალები უცბად დამეხუჭა და ამის გამო კინაღამ ვიღაცას დავეჯახე.
-ბოდიში ვერ დაგინახე- ბიჭთან მივედი და წამოდგომაში დავეხმარე.
-არაუშავს, არც მე დამინახიხარ- ღიმილით შემომხედა მეც გამეღიმა და მანქანისკენ წავედი როცა ბიჭის ხმამ შემაჩერა- ისე თუ გინდა რომ შენი დანაშაული გამოასწორო მაშინ ხვალ საღამოთი წვეულებაზე გამომყევი- დამცინავი სახით შევტრიალდი ბიჭისკენ და ავათვალიერე.
მწვანე თვალები და ტალღოვანი თმა ჰქონდა, სიმაპტიური იყო კარგი ტანიც ჰქონდა და მისი ტუჩები ისეთი ვარდისფერი იყო რომ ამ სიბნელეშიც კი ანათებდა.
-დიდი სიამოვნებით - მანქანიდან ჩემი სავიზიტო ბარათი ამოვიღე და ბიჭს მივაწოდე- დამირეკე სად მოვიდე და გამოგივლი- თვალი ჩავუკარი.
- მე ჰარი სტაილსი ვარ, ანიტა- ჩაიცინა და გზას გაუყვა, საყვარელია გავერთობი მაინც.
ესეც მესამე თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ.
არ დაგავიწყდეთ დაავოუთოთ და დააკომენტაროთ.
მადლობა💙🦋
გაიცანით ჰარი სტაილსი:👆🏻HarryStyles
YOU ARE READING
მოკალი
Fanfiction- მე ანიტა ვარ- მასთან ახლოს მივედი და ყურში ჩავჩურჩულე- სიკვდილის ანგელოზი- ჩავიცინე და გადატენილი იარაღი პირდაპირ საფეთქელზე მივადე.