- არ გითქვამს როგორ წვეულებაზე მივდიოდით ამიტომ ის ჩავიცვი რაც მინდოდა- ვუთხარი მხრების ჩეჩვით ჰარის რომელიც გართული იყო მანქანის თვალიერებით.
(ზევიდან ტყავის ჟაკეტი აცვია რომელიც კაბის ზომამადეა)
-იდიალურად გამოიყურები მაგრამ- შემომხედა- ყველა შენი მანქანა ვარდისფერია? ან შენხელა გოგოს ასეთი მანქანები საიდან გყავს?- მკითხა გაოცებით და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა.
-ყველა ვარდისფერი არ არის და უბრალოდ ხომ ხვდები მდიდარი მამიკოს განებივრებული ერთადერთი შვილი ვარ- ვისურვებდი რომ მართლა ეგრე იყოს.
-რამდენი წლის ხარ?- მკითხა.
-22 წლის ვარ, შენ?- ვკითხე იმის მიუხედავად რომ ზუსტად ვიცოდი ყველაფერი მის შესახებ. ასაკიდან დაწყებული ფეხის ზომამადე დამთავრებული.
-24 წლის ვარ- მითხრა ღიმილით და ამათვალიერა- უკვე გითხარი რომ ჩემი უნივერსიტეტის ბავშვების წვეულებაზე მივდივართ? იმის გამო რომ წელს ჩემთვის და ბევრისთვის ბოლო წელია და სულ რაღაც ერთი თვე დარჩა დამთავრებამდე ყოველ კვირა ავღნიშნავთ ამას- როგორ მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი ვიცოდი მაგრამ თავი შევიკავა.
-საინტერესოა- ღიმილით გავხედე ჰარის, თვითონაც გამიღიმა და მითხრა რომ შემეძლო აქ გამეჩერებინა რადგან სახლთან უფრო ახლოს ადგილი არ იქნებოდა.
როცა მანქანა დავაპარკინგე ჰარისთან ერთად წავედით სახლისკენ, სანამ შევიდოდით ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა და როცა შევედით მაშინაც არ დააკლეს.
YOU ARE READING
მოკალი
Fanfic- მე ანიტა ვარ- მასთან ახლოს მივედი და ყურში ჩავჩურჩულე- სიკვდილის ანგელოზი- ჩავიცინე და გადატენილი იარაღი პირდაპირ საფეთქელზე მივადე.