გზა უცნაური და საინტერესო იყო. თავდაპირველად დანახული შავ-თეთრი ტოკიო უცებ ფერადი და იდუმალებით მოცული გახდა. ქუჩები მოკაზმულიიყო სხვადასხვა ფერებით რაც სიცოცხლის სურვილს სძენდა ალეას. აქამდე ასეთი აღტაცებული როდის იყო აღარ ახსოვდა. თვალებს აქეთიქიღ აცეცებდა და ქუჩების თვალიერებით ტკბებოდა. მოულოდნელად მისი ყურადღება ერთმა უჩვეულო ადგილმა მიიქცია. ის ადგილზე მდგარი შენობა არ გამოირჩეოდა არქიტექტურით და არც უჩვეულოდ ლამაზი განათებით. გოგონამ ისიც შენიშნა რომ ამ შენობას არავინ უყრებდა, თითქოს იქ არც მდგარიყო.
კარი გაიღო და იქიდან კარგი აღნაგობის, უცნაური მაგრამ საინტერესო ჩაცმულოვის ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა. რომელმაც ზუსტად ალეას შეხედა და მომაჯადოვებელი ღიმილით გაუღიმა. შემდეგ გაბრუნდა და წავიდა. გოგონას ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს მას უკან უნდა გაჰყოლიდა და ასეც მოხდა. სანამ გაიაზრებდა რას აკეთებდა ფეხებმა საქმე უკვე შეასრულეს.
მოულოდნელად უცნობმა პატარა ჩიხში შეუხვია, რაც ალეას გამორჩა. რითაც ისარგებლა და მას მოულიდნელად თავს წამოადგა.
-მოიცა შენ რა მითვალთვალებ?
ალეა ისე დაიბნა რომ სიტყვაც ვერ წარმოთქვა.
-არა ნამდვილად მითვალთვალებდი. ვიცი რომ სიმპათიური ვარ ამიტომ გოგონები ხშირად დამყვებია ზურგს უკან.
გოგონამ ნერწყვი გადაყლაპა და შეეცადა დაწყნარებული ხმით მიეგო.-რატომ უნდა გითვალთვალებდე, არ გიცნობ. მე უბრალოდ ჩემი გზით მივდიოდი და როგორც აღმოჩნდა ჩვენი გზები ერთმანეთს დაემთხვა.
-აააა, გასაგებია ანუ ჩემი სახელი არ გაინტერესებს? გაღიმებულმა იკითხა და ალეას თვალებში ჩახედა, რის გამოც გოგონას ლოყებზე ალმური მოედი.
-გემჩნევა ახალ ჩამოსუიხარ ტოკიოში. იკითხა თუ არა ესე ჩაათვალიერა გოგონა თითქოს რაღაცას ანიშნებდა.

أنت تقرأ
ბანგთანი ჩრდილში
أدب الهواةალეა გოგონაა, რომელიც ტოკიოში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ყველაფერი შეიცვლება მამამისის გარდაცვალების შემდეგ. იგი დედასთან ერთად ტოკიოში გადადის საცხოვრებლად. სადაც შეხვდება შვიდ ბიჭს რომლებიც მის ისედაც არეულ ცხოვრებას კიდევ უფრო აურევენ...