აეროპორტში მდგარი სოკჯინი ტელეფონში იცქირება.
მომენტებში კი იქ იხედება, საიდანაც დიდი ალბათობით მისი მამიდაშვილი უნდა მოვიდეს.რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან ის ბოლოს ნახა.
ის უკვე ძალიან დიდი ბიჭია.
სეულში ჩააბარა.
პირველ კურსზეა.
ჟურნალისტიკას შეისწავლის.
მართლაც დიდი დრო გასულა.ფიქრებში ჩაკარგული ვერც ამჩნევს როგორ ეძახის მას მაღალი, მაგრამ ნაზი ხმა.
- ჯინ ჰიონ.
გაკვირვებულ და ოდნავ გაღიზიანებულ ტემბრს ცნობს წაბლისფერთმიანის სმენის რეცეპტორები და ადრესანტისაკენ იხედება.
უმცროსი ომეგა გამაღლებულა.
თმაც გაუზრდია და სახის ნაკვთებიც შესცვლია.
თუმცა, სახეს პირვანდელი იერი არ დაუკარგავს და ის ისევ ისეთივე ბავშვურია.ბოლოს, როდესაც სოკჯინმა ის ნახა, მას ქერა თმა ჰქონდა.
ახლა კი თმა შავია.უფროსი ატყობს, რომ ბევრი ახალი ისტორიის მოსმენა მოუწევს.
- გუკი, ძვირფასო.
ღიმილით მიდის ჯონგუკთან, ეხვევა და სახესაც უკოცნის.
გულში იკრავს პატარა, მაგრამ მისი ასაკისთვის საკმაოდ დეფორმირებულ სხეულს.
მთელ მის სითბოს გასცემს.შავთმიანი აშკარად ბევრს ვარჯიშობს. თვრამეტი წლის ბიჭისათვის მისი სხეული ნორმაზე მეტად დაკუნთულია.
როდესაც, ის მას ბოლოს ჩაეხუტა ძალიან სუსტი იყო.აეროპორტს მალევე ტოვებენ.
ტაქსის საშუალებით ქალაქში გადაადგილდებიან.
ერთ - ერთ პატარა კაფე - რესტორანში გაჩერდნენ სადაც გემრიელი სამხარი ჰქონდათ, საბოლოოდ კი სოკჯინის სახლისაკენ აიღეს გეზი.- მიხარია, რომ ისევ შეგხვდი, ჯინ ჰიონ.
ღიმილით ამბობს, თან საკუთარ თავს ეხვევა.
აქაურობა მისთვის უცხოა.
ვერ ეგუება.
ის ხომ სეულში პირველადაა?
YOU ARE READING
white rose and a glass of whiskey.
Romance08.01.21. ვუძღვნი ჩელენტანოსა და ჩემს ტკბილ ნარკოტიკს