სიგარეტის მეხუთე კოლოფი ვარდება სანაგვეში.
შუა დღეა.
ჯიმინი და სოკჯინი საოჯახო საქმეებით დაკავებულან.
დანარჩენებს სძინავთ.ეს ლოგიკურიცაა, რადგან შუა ღამემდე დალევამ ნამდვილ სისხლზეც იმოქმედა და ისიც ცოტათი შეზარხოშებული ჩაეშვა ლოგინში დასაძინებლად.
პირველი შემთხვევა არ არის, რომ ომეგებს ამ დროს მუშაობა უწევთ.
მალე დანარჩენებიც გაიღვიძებენ და ცოტა მილაგებული სახლის დახვედრება სურთ.სიგარეტის ფერფლი საფერფლეს აცდენილია, ნამწვი კი ხან რომელ ჭიქაშია ჩაგდებული, ხან რომელ თეფშთან დევს. საბედნიეროდ ყავისფერ მაგიდაზე ერთი ლაქაც არ დარჩენილა.
სახლიდან სიგარეტისა და ალკოჰოლის, გულის ამრევი, სუნი გაჰყავთ და ცოტა ხნით თვითონაც გარეთ ჩერდებიან, რადგან სუნთქვა შეუძლებელია.
- ქალღმერთო, ნიკოტინით გაჟღენთილ ჟანგბადს როგორ ისუნთქავენ ნეტა?
მცირედი გაღიზიანებით, ხმაში, ამბობს წაბლისფერთმიანი.
მის წინ მდგომ მცირე სხეულს უყურებს, რომელიც რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულა და ეღიმება.
ნეტავ რაზე ფიქრობს?
თუ ვისზე?რამდენიმე წუთში გამოლაპარაკებას ცდილობს.
ქერათმიანს კი ხმა არ ესმის.
ის ფიქრობს.
მასზე ფიქრობს.- ჯიმინ, პაწაწინავ, კარგად ხარ?
ამ ჯერად მას ესმის.
სოკჯინს თვალს უსწორებს და ნაზად უღიმის.
ყველაფერი რიგზეა, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის ფიქრს შეყვა იმ თემაზე რაზეც წესით ახლა არ უნდა ეფიქრა.სახლში ბრუნდებიან.
დიასახლისობენ და ეს ახალისებთ კიდეც. იციან, მათი შრომა უპასუხოდ არ დარჩება და საბოლოოდ დასაჩუქრდებიან.ძალიან ბევრი სიგარეტის კოლოფი და ნამწვია.
ათამდე ბოთლი.
ვგონებ, ბიჭებს ძალიან მოენატრათ ერთად დროის გატარება.
ალკოჰოლის ჩაის ჭიქებით დალევის სესია ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნითაც კი დაასრულეს.
CITEȘTI
white rose and a glass of whiskey.
Dragoste08.01.21. ვუძღვნი ჩელენტანოსა და ჩემს ტკბილ ნარკოტიკს