- მე შენ სულ გეუბნებოდი, რომ მეწყვილეს ვერ იპოვნიდი.
- მამა, მე ძალიან მენატრებოდი!
გახარებული მირბის ნაცნობი სხეულისკენ და ატირებული ეხვევა მას. მამის სურნელი ყველა ტკივილს ავიწყებს და მიუხედავად იმ საშინელი დაუცველობის გრძნობისა, რომელსაც ახლა განიცდის, მას მამასთან ყოფნა უნდა.
- შენ ვერასდროს ვერ იქნები ბედნიერი, ვერასდროს. მეტს არც არაფერს გიმტკიცებდი. ხომ იცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო ხარ.
ზიზღნარევი ტონი გარშემო ყველაფერს აშავებს. რამდენჯერ უნდა ჩამოენგრას ცხოვრება თავზე? მაგრამ, მას მაინც არ ახსოვს როდის ჩამოენგრა ცხოვრება პირველად.
- შენ იუნგის სათამაშო იქნები, ჯიმინ.
შეშინებული ჯიმინი ლოგინიდან წამოხტომას ლამობს, როდესაც საშინელი ტკივილი ხმამაღლა კივილს აიძულებს.
ცრემლები გაუთვიცნობიერებლად მოგორავის მის სახეზე და მთელი არსებით კანკალებს.
მალევე გრძნობს ფერომონების ნაზავის დიდ ტალღას, რომელიც სხეულში უჯდება და აიძულებს დამშვიდებას.
ჯიმინი ისევ იძინებს და იმ სამყაროში ეშვება, სადაც ყველას ვარდისფერი სათვალე უკეთია და ბედნიერია.
- თეჰიონ, უნდა ვილაპარაკოთ.
კუთხეში მიყუჟული სოკჯინი თვალს ადევნებს მის წინ მყოფ ოთხ ალფას. ქალღმერთებო, რით ვერ დასრულდა მათი საუბრები და ბრძოლა?
თეჰიონს თავი სტკივა.
თეჰიონი სიგარეტს ეძებს.
ის ისევ აფეთქდება.
- რაზე უნდა ვისაუბროთ, იუნგი? შენ მე იმედები გამიცრუე. შენ მიღალატე.
- უბრალოდ მომისმინე.
თეჰიონი მოსმენას არ აპირებს. ის საერთოდ არავის არ უსმენს. მისთვის სიარულს აგრძელებს. ოთახიდან ოთახში დადის და იმ სიცარიელის ამოვსებას ცდილობს, რომელიც არც კი იცის საიდან აქვს.
STAI LEGGENDO
white rose and a glass of whiskey.
Storie d'amore08.01.21. ვუძღვნი ჩელენტანოსა და ჩემს ტკბილ ნარკოტიკს