მეხუთე

6 0 0
                                    

ჯონგუკს დილით ადრე ეღვიძება.

ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან მას ძილი გვიანობამდე უყვარს.

თუმცა, ეგ არაფერია.

ახლა მთავარია ის გაიხსენოს გუშინ რა დაესიზმრა.

ომეგას უცნაური სიზმრები აქვს, რომელსაც იწერს და შემდგომ კითხულობს, აანალიზებს და ნოველებსაც წერს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

ჟურნალისტიკაზეც ხომ იმიტომ ჩააბარა, რომ წერა გამოსდიოდა?

ფიქრებში ღრმად ჩაკარგული ოთახს ტოვებს. თავს იწესრიგებს და მოღრუბლული სახით შედის მისაღებ ოთახში, სადაც მისი ჰიონი ეგულება.

ის არ ცდება.

ჯინი მართლაც მისაღებ ოთახში ხვდება.

უფრო სწორად, რომ ვთქვათ სამზარეულოში, რომელიც გაერთიანებულია მისაღებთან. ჩაის ადუღებს და მშვიდად ღიღინებს.

- დილა მშვიდობისა, ჰიონ.

დიდი ღიმილი ეკვრის სახეზე და სოკჯინს ეხუტება. მას მართლაც ძალიან უყვარს თავისი ბიძაშვილი.

- ბაჭიავ, როგორ გეძინა?

უფროსიც ღიმილით პასუხობს, მისუსტებულ ხელს მკლავებზე ხვევს.

შავთმიანი შემთხვევით სარგებლობს და თავს ომეგას კისერში მალავს.

წაბლისფერთმიანის სურნელი შეცვილილია.

მას საკუთარ არომატთან ერთად, ალფას არომატიც დაჰკრავს.

თან, საკმაოდ მძაფრად.

უმცროსს ეღიმება, ოდნავ შორდება სოკჯინს და ხელს მხარზე სუსტად ურტყამს.

- ჩემი წახალისება გჭირდებოდათ ბავშვებზე მუშაობა, რომ დაგეწყოთ?

უფროსი ცოტათი იმორცხვებს, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებს და ისევ ჩაისა და ტოსტებს უბრუნდება, რომელსაც ჯონგუკს აწვდის და ანიშნებს, რომ მაგიდას მიუჯდეს.

თვითონაც ბუზღუნით მიუჯდა ნათესავს და დაიწყო ჭამა.

ნამჯუნს ახლა სძინავს.
როდესაც გაეღვიძება შეჭამს და დიდი ალბათობით თეჰიონთან წავა.
ყოველი შემთხვევისთვის ის დღეს ჯონგუკს  გარეთ გაიყვანს და უნივერსიტეტისათვის საჭირო ნივთებს აყიდინებს.

white rose and a glass of whiskey.Donde viven las historias. Descúbrelo ahora