დილით თეჰიონს ხმადაბალი, მაგრამ მოთმინება დაკარგული წკმუტუნი აღვიძებს.
ჯიმინი თავს დასდგომია და ელოდება როდის გაიღვიძებს.
თან დაჟინებით უყურებს მას.- მინი?
ზედმეტსახელის გაგონებაზე ომეგას ეღიმება, შავთმიანს ხელებს ხვევს და ეხუტება.
ისიც ჩახუტებით პასუხობს.- უნივერსიტეტში დაგაგვიანდება...
ხმადაბლა ამბობს.
თეჰიონი არ ჩქარობს მის მოშორებას.
მეტიც, უფრო მჭიდროდ იხუტებს და ლოყებსაც უკოცნის.რამდენიმე წუთში დგება.
მის ჩვეულ რუტინას არც ახლა არღვევს.
მალევე ახერხებს მოწესრიგებას და სველი თმით გადის მის ოთახში.
თან ეკითხება ქერათმიანს ნამდვილად უნდა თუ არა, რომ უნივერსიტეტში წაყვეს.- თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნის მინდა, თეჰი...
ხმადაბლა ამბობს.
ჯიმინს არ უყვარს ხმამაღალი საუბარი.
ის თვლის, რომ ეს ჩხუბია.
ის უკონფლიქტოა და შესაბამისად ხმასაც არასდროს უწევს.- მაშ, წავედით.
ჩანთას ხელში იღებს.
სახლს ტოვებენ და უნივერსიტეტისაკენ მიემართებიან.
გზაში ბევრ თემაზე საუბრობენ.
ასე ლაპარაკ - ლაპარაკით მიდიან უნივერსიტეტამდე.ომეგა ძალიან ბევრ ალფას ხედავს, მას ეშინია.
ის სასწრაფოდ ეჭიდება მისი ძმის მკლავს და მას ეკრობა.
ქერათმიანი თვალების ზღვაში იხრჩობა.
ზოგი ალფა მზერით აშიშვლებს,
ომეგები კი ჩურჩულს იწყებდნენ.- ნუ მიაქცევ ყურადღებას, აქ ყველა ძალიან ბოროტია.
სიგარეტს პირში იდებს.
მალევე პოულობს მის სამეგობრო წრეს.
ბიჭებს ძალიან უხარიათ ჯიმინის დანახვა.
განსაკუთრებით სოკჯინს, ან შესაძლოა ვინმე სხვას...
ლექციები მალე იწყება.- თეჰიონ, ჯიმინი შენთან ერთად უნდა დაესწროს ლექციებს?
კითხულობს უფროსი ომეგა.
KAMU SEDANG MEMBACA
white rose and a glass of whiskey.
Romansa08.01.21. ვუძღვნი ჩელენტანოსა და ჩემს ტკბილ ნარკოტიკს