შივუს POV:
ლამპიონების ნათურები მკრთალად ანათებენ და ცდილობენ გზის ოდნავ ხილვას. სიო არხევს შიშველ ხეებს, ცხვირები წაუყინა თითოეულ არსებას და გზაც ცახცახებს. მცირე რაოდენობით დაიარება მანქანები, ხალხიც არ არის, მხოლოდ შორიდან ისმის მთვრალი კაცების ღიღინი, პატარა ბავშვის ტირილი და მშიერი კატის კნავილი.
ერთი შეხედვით მივიწყებულ ქუჩაზე, ლამპიონის ქვეშ ვდგავარ და ვუცდი ავტობუსს. ქარმა წამწამები გამიყინა და ქუთუთოებსაც კი ვეღარ ვიმორჩილებ, ისეთი დაღლილი ვარ. შევიგრნობ როგორ ჩადის და ამოდის სისხლის თითოეული მოლეკულა ჩემს ცხვირში მიმავალ კაპილარებში, რომ რამენაირად გამეთბოს. ასფალტი ყინულს არაფრით ჩამოუვარდება, ფეხის გულები სულ გაქვავებული მაქვს და ადგილიდან ვერ ვიძნრევი.არა და მხოლოდ 7 საათია, მაგრამ დეკემბერი, ამიტომაც ბნელა ასე ძალიან. ახლახანს დავწერე ინგლისურის გამოცდა იქვე მყოფ შენობაში. 15 ადამიანიდან მარტო მე მაქვს განგნამის ქუჩაზე წასასვლელი, ამიტომაც ვარ მარტო.
თვალის არეალში მხვდება შორიდან მომავალი მოტოციკლი, რომლის სიჩქარეს ჩემი პულსი ერითმება. შუქნიშანზე წითელი აციმციმდა, მაგრამ ეს პიროვნება სვლას ოდნავადაც არ ანელებს. ნერვიულობა დამეწყო მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ ვიყავი ვინ იყო, მაინც ადამიანურმა ბუნებამ იყივლა ჩემს ძარღვებში. უკვე მოვიდა შუქნიშანთან და დაამუხრუჭა ისე, რომ მკტოციკლის მხოლოდ წინა ბორბალზე დადგა და შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ნორმალურ მდგოამრეობას. ხელები და ფეხები, რომლებიც წამების წინ მიკანკალებდა ნერვიულობისგან ახლა გაჩერდნენ და ყბა ჩამომივარდა.
ბაიკერი წავიდა თავის გზაზე და 5 წუთში ისევ უკან დაბრუნდა. ზუსტად ჩემს წინ გააჩერა, დამჭერი მარჯვენა ფეხით ჩამოსწია და მას დააყრდნო ბაიკი, მარცხენა ფეხი გადმოსდო და ჩაფხუტიც მოიხსნა. გამოუჩნდა მოკლე შუბლი, იდეალური წარბები მარჯვენა მხარეს ორი ბურთულიანი პირსინგით, მკრთალი კანი, შავი ხვეული თმები, ნორმალური ზომის ცხვირი და კურდღლისებრი ტუჩის კონტურები.
YOU ARE READING
🔞შავი სიყვარული🔞 (დასრულებული)
Fanfictionთეთრი და სუფთა ცხოვრებით სავსე ექიმი შივუ. შავი და ბინძური ცხოვრებით სავსე ბაიკერი ჯონგქუქი. მათი გზები გადაიკვეთებიან და სიყვარული ყველანაირ ცხოვრებისეულ ბილიკს გადაუხვევს. 18+ (დასრულებული)