*3 დღის შემდეგ*
ეს სამი დღე ყველაფერი ნორმალურად იყო, ჯონგგუკი არც, კი გაჰკარებია შივუს და გოგონასაც არ გამოუჩენია ინტერესები მის მიმართ, თუ მათ გულებს არ ჩავთვლით. ამ დღეებში შივუ გამოკეთდა და ფეხზეც დადგა.შივუს POV:
მივიჩქარი დიდი ნაბიჯებით ჩემი ცეკვის მასწავლებლისკენ. ვხედავ, თუ როგორ იცმევს შავ დიდ ბოტასებს და კარების სახელურს აწვება, ამიტომ დრო ვიხელთე და ბაგეებიდან ნოტები ამოვუშვი.
-ჰოსოოოოოოკ ოპპააა!-ვეძახი და კიბეებზე უსწრაფესად ჩამოვრბივარ.
-ნელა არ დაეცე.-ხელები გაშალა და ჩემსკენ მოცუნცულდა.
-ნუ გეშინია.-ბოლო საფეხურიდან მშვიდობიანად ჩამოვედი და...-მაცა, ამოვისუნთქო.-გულზე მარჯვენა ხელი დავიდე, ხოლო მარცხენათი ჰოსოკს დავეყრდენი. ღრმა და ხშირი სუნთქვა ამოვუშვი წელში მოღუნულმა.
-ოხ შივუ!
-უჰ.-ამოვწიე თავი და დავიწყე ლაპარაკი.-ამ დღეებში ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე.
-გული მიგრძნობს რაღაც საშინელებას მეტყვი.-შემაწყვეტინა ჰობიმ.
-ჩუ!-ხელი ავაფარე პირზე.-მოკლედ ჯონგგუკი ძალიან შემეცოდა, სწორედ მისი დის გამოა ასეთი ანერვიანებული და ალბათ გაგიჟებულიც. თუ სამხილებს ვიპოვით და იმ 2 საფრთხობელას ციხეში ამოვალპობთ, იქნებ და ოდნავ მაინც გაიღიმოს რეალურად. ამიტომ მე დაგეხმარებით! ყველა სამხილს ვიპოვი და თქვენი დის მკვლელობის საქმე აღვძრავ სასამართლოში.-მხარში გავიმართე, თავი სუპერგმირი მეგონა.
-ჰაჰწჯწჰუწჰწკჰეიებჯსბ!-ჩემს ხელებში ლაპარაკობს თვალებ გადიდებული ჰოსოკი.
-ა უი, მაპატიე.-მოვაშორე მარჯვენა ხელი.
-შენ, ხომ არ გაჟრიალებს?!-იმხელაზე დამიღრიალა, ალბათ ჯონგგუკმაც გაიგო ბუსანში.- სანამ ჯონგგუკი ბუსანშია და მოტოციკლეტებს არჩევს გუნდისთვის, არ გადაირიო და რამე არ მოიმოქმედო, თორემ შენც მოგკლავს და მეც ზედ მიმაყოლებს.
-კარგი გენაცვალე.-თავზე დავუბაკუნე 2ჯერ.-წავედი მე ჯიმინთან.-ჩანთას მოვკიდე ხელი და გადავედი ზღურბლს იქით, სანამ ჰოსოკის ხელმა, მაისურით უკან არ მომაბრუნა.
-შივუ! სად მიდიხარ?! უბერავ?!
-არა. ბატონი ჯონი არ ვიცი, რაღაც გრძნობებს მიღვიძებს მთელ სხეულში. ადრე მისი ღიმილის დანახვისას ფეხები მეკეცებოდა და მინდა მისი კბილები კვლავ დავინახო. ყველაფერს გავაკეთებ მის გასაბედნიერებლად.-მოვტყდი სახლიდან ისე, რომ ჰობის პასუხს არ დაველოდე.
-უყვარს.-ჩაიცინა ჰოსოკმა.
आप पढ़ रहे हैं
🔞შავი სიყვარული🔞 (დასრულებული)
फैनफिक्शनთეთრი და სუფთა ცხოვრებით სავსე ექიმი შივუ. შავი და ბინძური ცხოვრებით სავსე ბაიკერი ჯონგქუქი. მათი გზები გადაიკვეთებიან და სიყვარული ყველანაირ ცხოვრებისეულ ბილიკს გადაუხვევს. 18+ (დასრულებული)