შივუს POV:
იმ დღეს ყველაფერი ნორმალურად იყო, სიტუაცია ჩემს დასაც ავუხსენი, დავურეკე კაკაოში. (კაკაო-არის კორეული აპლიკაცია, რომელიც ძალიან გავს მესენჯერს, კორეელების უმეტესობა კაკაოს იყენებენ და არა მესენჯერს)
მეორე დღე გათენდა, მინდა თავიდან ამოვიგდო შავ ბიჭზე ფიქრები, მაგრამ არა შიგნიდან მჭამენ. მინდა კიდევ ვნახო, ძალიან საინტერესო პიროვნებაა და ჩემი ყურადღება ძალზედ მიიპყრო.
ჯინი მეხუტება, შუბლზე მკოცნის და სახლიდან მაცილებს. მეც გავუყევი გზას და იქვე მარჯვნივ ჩასახვევი იყო საიდანაცა უცნობმმა არსებამ ხელი მომკიდა და მთელი ინერციით მიმახეთქა მის სხეულს. ფეხები მის ფეხებში ამებლანდა, და მკერდით მივეკარი მის კუნთებს. ავიხედე ზევით და დავინახე შავი ბიჭი, ოდნავ ამოვისნთქე, რაც არ გამოპარვია მას.
-შემაშინე!-გულს ვერ ვთოკავდი.
-არაუშავს, სამაგიეროდ გაგიხარდა მე რომ ვარ, ვავიგონე შენი ამოსუნთქვა.
-ჰაჰ! საზიზღარო! აქ რა გინდა?...მითვალთვალებ?
-არა, უბრალოდ აქ ვიყავი და შენ დაგინახე.
-აააა.-ვითომ დავუჯერე, სინამდვილეში არა.
-შეყვარებული გყავს?
-კი.
-მის სახლში დარჩი წუხელ?
-კი.
-რამე ხომ არ დაგიშავა? რაიმე ხომ არ გაკადრა?
-არა, რა თქმა უნდა.
-ხოო... სად მიდიხარ? წაგიყვან.
-არ მინდა, ჩემი კერძო მძღოლი, ხომ არ ხარ.
-თუ გინდა ვიქნები, არაა პრობლემა.
ამაზე ოდნავ ჩამეღიმა.*შივუ თავი მოთოკე! რა გემართება?!*-ჩემს თავს ვეჩხუბები ფიქრებში.
-გინდა სადმე გავიდეთ? შენთან ლაპარაკი მინდა.
-ამმმ, კარგი. ცოტა დრო მაქვს.კვლავ გამომაწოდა ჩაფხუტი, რომელოც თვითონვე შემიკრა და დამსვა მის უკან ბაიკზე. მეც შემოვხვიე ხელები და წავედით.
5 წუთიც არ იყო გასულუ და მივადექით ერთ-ერთ კაფეს. შიდა ატმოსფერო ძალიან ვინტაჟური და წყნარი იყო, რომელიც ბაიკერის გემოვნებას საერთოდ არ შეესაბამებოდა. კარებს როგორც, კი გააღებდი დაინახავდი წინ პატარ-პატარა მრგვალ მაგიდებს, 4-4 სკამებით, წინ ბარი, კედლებზე 80იანების კინოების და ალბომების ფოტოები, კუთხეში რკინის ორნამენტებიანი საკიდი იდგა და ყველაფერი ყავისფერის ყველანაირ ტონალობაში იყო.
YOU ARE READING
🔞შავი სიყვარული🔞 (დასრულებული)
Fanfictionთეთრი და სუფთა ცხოვრებით სავსე ექიმი შივუ. შავი და ბინძური ცხოვრებით სავსე ბაიკერი ჯონგქუქი. მათი გზები გადაიკვეთებიან და სიყვარული ყველანაირ ცხოვრებისეულ ბილიკს გადაუხვევს. 18+ (დასრულებული)