ჯონგგუკის POV:
შივუ ეგდო მოკუნტული უკანა სავარძელზე მე, კი განრისხებული ვაწვებოდი გაზს უფრო და უფრო მაგრად. სხეულში სიამოვნებას ვგრძნობდი, მაგრამ გულში რაღაც ნაწილი ნანობდა საქციელს. მივედით სახლში და ეზოში ჩემი ძმის მაქანა დამხვდა. გამიხარდა, რადგან შივუს ნერვიულობის გარეშე დავტოვებდი სახლში.
ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებიანი გოგონა გადმოვიყვაენ მანქანიდან და სახლში შევიყვანე.
-ჯონგგუკ მოხვედიიი.-ჩამოვიდა კიბეებიდან ჩემი ძმა.- რაღაც ამბები გავიგე შენზე.
-მომისმინე ახლა გასაქცევი ვარ, ეს ჩაიბარე.-გავუწოდე გოგო.-ოთახში იყოს და სახლიდან არ გაუშვა. რაც მოუნდება ყველაფერი შეუსრულე, ოღონდ აქიდან ფეხი არ მოიცვალოს.
-კარგი, მაგრამ შენ სად მიდიხარ?
-იმ პარკს დედას ვუტირებ.შივუს POV:
საშინლად გამისივდა სახე ტირილისგან, თმები პირში ჩამდის, ფეხებში ძალა არ მაქვს და მიმათრებს ვიღაც არსება.
დამსვა საწოლზე და თმები ყურებზე გადამიწია.
-შივუ?!-გაოცებულმა შეიცხადა.
მეც ავხედე მას და გამიკვირდა.-ჰობი?!
-აქ რა გინდა შივუ? რა გჭირს?-ხელებში ჩაიდო ჩემი ლოყები.
-მე კი არა, შენ რა გინდა აქ?
-მე ჯონგგუკის ძმა ვარ.
-რაოოო?!-გავგიჟდი.-საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს.
-შენ ... მოიცადე ნუთუ ის გოგო ხარ...? არ არსებობს.-წამოდგა და ხლები თავზე შემოიწყო.
-გითხრა რამე? გთხოვ დამეხმარე. თავიდან ისე კარგად მექცეოდა, ახლა გაგიჟდა.
-მისმინე, არ ინერვიულო. ყველაფერს ვიზამ.-შუბლზე მაკოცა.
-შეგიძლია ჯინს უთხრა, რომ ეს დღეები ვერ ვნახავ, რაიმე მიზეზი მოიფიქრე. და ჩემს დასაც უთხარი, რამე.
-ჯინს?
-ხო. რა იყო?
-მისმინე, რაღაც უნდა გითხრა. სოკ ჯინს ცოლი ყავს. მისი მეუღლე ახლა გერმანიაშია, სწორედ ამიტომ არის შენთან და კიდევ მილიონ გოგოსთან. უბრალოდ გიყენებთ.
-რა?! რაებს ბოდიალობ?!
-ჯონგგუკი იცნობს მას, სწორედ ამიტომ ვერ იტანდა იმას, რომ გეხებოდა და გატყუებდა. მე ყველაფერი მომიყვა და მეც ვერ დავიჯერე თავიდან, სანამ არ მოვისმინე.
-არ მჯერ.-ხელი ვკარი ჰოსოკს.-არა! შანსი არაა! ის არ მომატყურბდა. მას ვუყვარვარ. მეც მიყვარს ის! არა, მატყუებ! ვიცი რომ მატყუებ.- გამწარებული დავდიოდი აქით-იქით ოთახში და თითებს ვატკაცუნებდი.-არაა სიმართლე! არააააააა!-ვიყვირე და ტირილით დავვარდი იატაკზე.
-დაწყნარდი შივუ.-ჩამიხუტა ჰობიმ.-დამშვიდდი.-მაკოცნიდა თავზე.-დაისვენე, დაიძინე. სანამ ჯონგგუკი მოვა აქ იყავი.-ამაყენა ფრთხილად.
-თვითონ სად არის? აქ არ მინდა გაჩერება.
-ვერ გაგიშვებ, გთხოვ გამიგე. მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკები მას.
-კი მაგრამ რატომ არ მიშვებ? ჩემი მასწავლებლის გარდა, ჩემი მეგობარიც ხომ ხარ? რატომ არ მეხმარები?
-არ მინდა იმ ხალხთან იყო.
-ვისთან?! გამოცანებით ნუ მელალარაკები.
-არაფერი, უბრალოდ დაიძინე.
-ჰობი მითხარი!-ჰოსოკი გავიდა ოთახიდან და კარები ჩამიკეტა.-ჰობიიიიიიი!-ვურტყამდი კარებზე ხელებს და ვქვითინებდი. ბოლოს ამდენს ვეღარ გავუძელი და ჩამეძინა.
YOU ARE READING
🔞შავი სიყვარული🔞 (დასრულებული)
Fanfictionთეთრი და სუფთა ცხოვრებით სავსე ექიმი შივუ. შავი და ბინძური ცხოვრებით სავსე ბაიკერი ჯონგქუქი. მათი გზები გადაიკვეთებიან და სიყვარული ყველანაირ ცხოვრებისეულ ბილიკს გადაუხვევს. 18+ (დასრულებული)