როცა სამყარო ზურგს შეგაქცევს, მუხლებზე დამხობილი მწარედ არ აქვითინდე! ერთი ცრემლიც კი არ გაიმეტო მისთვის! პირიქით, ცრემლები ამოიშრე, თვალთახედვა გაისუფთავე და მხოლოდ წინ იყურე!
როცა ბუნება, რომელმაც შეგქმნა, მიწას გაგაკრავს, დანებებით არ დაუხარო თავი! პირიქით, ამაყად ასწიე, ზევიდან გადახედე. უფლება არ მისცე თავზე გიყუროს, პირიქით ნიკაპი დაანახე!
როცა საზოგადოება, რომლის ნაწილიც ხარ, მისგან გამოგყოფს, განცალკევებით მოგისვრის , მაგრამ შემდეგ, მიმართულება შეცვლილი ზედ გადაგიცლის, თვალები არ დახუჭო, ტკივილის მოლოდინში კვნესა არ დაგცდეს და ამით ნაადრევი წარმატება არ აგემო! შუბლი მიწას არ გააკრა და არც კი გაიფიქრო, რომ ეს დანებებაა, რომ ეს უკანასკნელი ამოსუნთქვაა!
პირიქით!
პირი მაგრად მომუწე და ტკივილი შიგნით ჩაიკალი! ესეც გეტკინება, მაგრამ წამიერი ტკივილის შემდეგ შვებით მოითქვამ სულს, რადგან ტკივილი რომელსაც უნდა გადაეთელე, შენი მეგობარი გახდება, შენი ნაწილი, შენი ყოველდღიურობა, ცხოვრების მეგზური! ტკივილი გახდება ის რაც გაბედნიერებს, რაც გიყვარს, რადგან რასაც ვკლავთ, მას სამუდამოდ ვისაკუთრებთ!
როცა ყველა და ყველაფერი ზურგს შეგაქცევს, მიწას მიეალერსე, რადგან მიწისგან შექმნილს ისევ იქ გელის სამუდამო სიმშვიდე!
***
სირენების გამაყრუებელი ხმა, სიჩუმეში ბევრად მკვეთრად ჟღერს!
მოცახცახე იატაკზე მოკუნტული სხეული ხვდება, რომ გადარჩა. დახმარება მოვიდა, ახლა აღარაფერი ემუქრება, რადგან შეძლო, შეძლო და ცოცხალი დარჩა მათ მოსვლამდე. ვის ადარდებს როგორ, ან რის ფასად?
მთავარია სუნთქავს, გული უცემს და სიცივეს გრძნობს.სიცივეს, რომელიც ძვებშიც კი აღწევს, სხეულს აბუჟებს , თითებს უფინქციოს ხდის, მაგრამ ეს ვის ადარდებს? მთავარია გრძნობს! რადგან ეს ნიშნავს, რომ ცოცხალია!
YOU ARE READING
𝕄𝔸ℕ𝕀ℂ 𝕆𝔹𝕊𝔼𝕊𝕊𝕀𝕆ℕ𝕊
Fanfictionთავზევით მომზირალი, მზის მწველი სისხლისმფრქვეველი სხივები , ბედნიერების მაუწყებელია თითქოს. სიკვდილი სხვათა შიშის ობიექტი , ჩემთვის სახლად არის ქცეული, მისი აჩრდილი კი ჩემ პირად ანგელოზად, რომელიც მხოლოდ ბედნიერებას მპირდება!