სამი წელი!
მთელი სამი წელი გადის დღიდან, როცა ჯიმინმა მამის საფლავში ჩამარხა საკუთარი თავი! მერე რა, თუ დაკრძალვაზე არც ყოფილა, მერე რა, თუ სასაფლაო ერთხელაც არ უნახულებია, არც თაიგული მიურთმევია, მიწაში გახრწნილი მშობლისთვის, არც უკანასკნელ გზაზე მიმავალს მიაცილებდა, არც ცრემლი უღვრია მისთვის!
მკვდრებს ხომ გლოვა არ შეუძლიათ არა?
ჯიმინი სამი წლის წინ მოკვდა, ჩაიმარხა და ჩაიფერფლა ჩონჩხების გვერდით, საკუთარი სახლის ფსკერზე, ის საკუთარ გონებაშივე იქცა ფერფლად და შემდეგ, წარმოშვა ახალი პიროვნება პირვანდელი ჭურჭლით, მაგრამ შეცვლილი სულიერებით!
სამი წლის წინ დაიხურა მსჯელობა საქმეზე, რა მოხდა რეალურად! დიდად განსხვავებული არც არაფერი მისი მონათხრობისგან, მხოლოდ ნამჯუნმა იცოდა მცირე დეტალები. მხოლოდ მან იცოდა ჯიმინის დამოკიდებულების აუცილებლობა, მხოლოდ მას ესმოდა მისი!
სამი წელია ჯიმინი ნამჯუნის შვილია, ალფის რომელმაც დაკარგა ძმა და შეიძინა შვილი!
ნამჯუნი გამგები, მზრუნველი და თბილი ალფა, ადამიანი რომელმაც მიუძღვნა თავი ძმისშვილს, საკუთარ თავზე ითავა მისი ჭრილობების მოშუშება, რაც გამოსდის კიდეც! .. ან იქნენ არა! იქნებ ჯიმინს სურს, რომ ალფა ფიქრობდეს ასე, რადგან ჭრილობის მოშუშება შესაძლებელია, მაგრამ შეხორცებულ კანზე მახიჯი ნაიარევები თავმომწონედ რჩებიან!
ღია კანზე მას ყველა ხედავს, მაგრამ ჯიმინის შრამები უხილავია, სულიერია, მათში ქექვაა საჭირო, რომ მიაკვლიო მათ, თუმცა ეს ყოველივე, მათი დღის შუქზე გამომზიურება, ხსნის შეშუშებულ ქსოვილებს, ნაიარევები იხსნება, შუაზე იხლიჩება და იქიდან, სისხლი და ბლანტი ტკივილი იწყებს დენას!
ეს დაუშვებელია!
მტკივნეულია!
ორმაგად მტკივნეული, ვიდრე მათი მიღება!
YOU ARE READING
𝕄𝔸ℕ𝕀ℂ 𝕆𝔹𝕊𝔼𝕊𝕊𝕀𝕆ℕ𝕊
Fanfictionთავზევით მომზირალი, მზის მწველი სისხლისმფრქვეველი სხივები , ბედნიერების მაუწყებელია თითქოს. სიკვდილი სხვათა შიშის ობიექტი , ჩემთვის სახლად არის ქცეული, მისი აჩრდილი კი ჩემ პირად ანგელოზად, რომელიც მხოლოდ ბედნიერებას მპირდება!