სიცარიელე.
მარტოობა .
ომეგა თავს დაკარგულად გრძნობს .
ირგვლივ ჟურნალისტებისა და ნაღები საზოგადოების წევრები ირევიან ..ის კი გვერდით , მათგან გამიჯნული ,კიბის მოაჯირს დაყრდნობილი შამპანიურს წრუპავს ,შეფარვით ათვალიერებს გარემოს იმ ერთადერთის მოლოდინში .
დრო საგრძნობლად იწელება , ჯიმინიც თითქოს სადღაც გაქრა , პაკისგან განსხვავებით კი ომეგა არც ისე კომუნიკაბელურია და საერთოდაც ხალხმრავლობას მხოლოდ კლუბში შეუძლია გაუძლოს და არა ამ ქვისხანის მასკარადზე წვეულებას რთულად რომ უწოდებს ადამიანი .
თეჰიონი ისედაც არ იწვოდა აქ წამოსვლის სურვილით , მაგრამ ჯიმინი ხომ უბრალოდ ქვის კედელია. სალი კლდე , თავისთავად თეჰიონმაც ვერ მოახერხა მისი შეჩერება .
_იქნებ ამიხსნა მე რა ჯანდაბა მინდა იქ ? _ მობეზრებით კითხულობს ომეგა და მეგობრის აღფრთოვანებულ სახეს თვალების ტრიალით ეგებება .
_ ღმერთო თეჰიონ რა მოსაწყენი ხარ !
_ მოსაწყენი კიარა სიცოცხლით სავსე ვარ. მეტისმეტადაც კი იმისთვის ,რომ იმ მკვდრების ბუდეში წამოგყვე , დაჩაჩანაკებული მოხუცები , ნელი ცეკვის დროსაც კი თეძოების გაქნევის თავიც რომ არ აქვთ . კარგი რა მოდი ჩვენ კლუბში წავიდეთ _ აღფრთოვანებით სთავაზობს მეგობარს რა წამსაც მოჭრით პასუხობენ და ძალიან დიდი არა_თი ისტუმრებენ !
_ უკვე გითხარი რომ ნამჯუნის მსგავს გამოჩენილ ადვოკატს ერთი ომეგით გამოცხადება არ ეკადრება ,არამც და არამც მარტო . ასე რომ ტრაკი გაანძრიე და მოემზადე !
და შედეგიც სახეზეა. შავი სწორად დაყრილი შარვალი , ყელიანი ლამაზად გადაკეცილი პერანგი და გრძელი პიჭაკი . შუბლზე ჩამოყრილი ბუნებრივი დალალები . მინიმალური მაკიაჟი და ძვირადღირებული პარფიუმი . თეჰიონი სრულ მზადყოფნაში ეახლა ნამჯუნს და მისი სახელის შესამკობად ახლა თავმდაბლად წრუპავს რიგთთ მეორე შამპანიურს .
YOU ARE READING
𝕄𝔸ℕ𝕀ℂ 𝕆𝔹𝕊𝔼𝕊𝕊𝕀𝕆ℕ𝕊
Fanfictionთავზევით მომზირალი, მზის მწველი სისხლისმფრქვეველი სხივები , ბედნიერების მაუწყებელია თითქოს. სიკვდილი სხვათა შიშის ობიექტი , ჩემთვის სახლად არის ქცეული, მისი აჩრდილი კი ჩემ პირად ანგელოზად, რომელიც მხოლოდ ბედნიერებას მპირდება!