part 5

164 22 39
                                    

_ პოლიცია აგვეკიდა , კაზინოებს ამოწმებენ , ინფორმაციამ გაჟონა , ვერ ვხვდები სად შევცდით . _ ჰოსოკი აღშფოთებული შედის ჯონგუკის კაბინეტში და პოლიციის მიერ შედგენილ ოქმს აწვდის , ორდერის თანხლებით , მათ დაქვემდებარებაში მყოფი ერთ ერთი კაზინოს ჩხრეკის თაობაზე .

_ ზედმეტად იძაბები , რათქმუნდა ამას უყურადღებოდ არ დავტოვებთ მაგრამ კაზინო სუფთაა , ხომ იცი რომ იქ ვერაფერს აღმოაჩენენ .

_ მაგფამ ინფორმაციასაც არ უნდა გაეჟონა. აშკარაა, რომ ვიღაც ჩვენ წინააღმდეგაა .

_ ამ ეტაპზე აჩქარება არ ღირს , პოლიციის ყურადღება ისედაც ჩვენკენაა , არ იხმაურო ჰოსოკ .

ალფა დანებების ნიშნად ხელებს ჰაერში სწევს ,_ როგირც გინდა , _ ისვრის უემოციოდ და თავს საზურგეზე აგდებს .

_ იქნებ პირდაპირ თქვა რა არ გასვენებს ? _ გუკი უკვე დაიღალა ალფის უემოციო მზერით , ჩაფიქრებული გამომეტყველებით და უღონოდ მოსიარულე სხეულით . _ გინდა დღეს კლუბში წავიდეთ? სასმელი , მუსიკა , სექსუალური ომეგები. ვინც გინდა და რამდენიც გინდა , შენ ოღონდ თქვი. _ სთავაზობს გუკი და ელოდება ძველებურ დადები, გამხიარულებულ პასუხს. თუმცა წამსვე სასტიკ უარს იღებს .

უკვე მეორე კვირაა ჩონ ჰოსოკი თავის თავს აღარ ჰგავს. ბრინჯივით იბნევა გუკის თითოეულ რეპლიკაზე, მისი ენამახვილობაც სადღაც გამქრალა, თითქოს ყველაფრის ხალისი ერთიანად დაეკარგა მარად დაუცხრომელ ალფას .

სიმართლე კი ისაა, რომ ჰოსოკის ტვინში თითქოს ერთადერთი არსება გაიჭედა
ის ომეგა, გრძელი სწორო ფეხებით. კულულა, შუბლზე ჩამოყრილი სველი თმით. მშვენიერი ოთხკუთხა ღიმილით და ამ თავბრუდამხვევი არომატით .

პირველად მიატოვეს ალფა. მხურვალე ღამის შემდეგ გამოფხიზლებულს პირველად დაუხვდა ცარიელი საწოლი და არა მასში მწოლიარე რომელიმე მომაბეზრებელი ომეგა, რომელიც დილის განტვირთვაზეც არ იტყოდა უარს, თუმცა ეს ხომ ცხადია, ის სხვანაირია .

𝕄𝔸ℕ𝕀ℂ 𝕆𝔹𝕊𝔼𝕊𝕊𝕀𝕆ℕ𝕊 Where stories live. Discover now