2018

824 22 2
                                    

ყველამ ვინც წერას იწყებს იცის ,როგორი შეგრძენებაა თავის დაწყება. ზუსტად ამ დასაწყისში ვიყავი საუკუნით გაჭედილი. მთელი ისტორია მაქ მოსაყოლი ,თუმცა დასაწყისს ჯერ კიდე ვერ ვაბამ თავს. ისიც არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, ზუსტად რომელი დღიდან ,რომ საბოლოოდ აზრი არც თავში წყდებოდეს და არც დასასრულს უშლიდეს ხელს. თავების სახელებიც არ მომიფიქრებია და ამ თავსაც უბრალოდ იმ ღიდან დავიწყებ რომელიც ფიქრის დროს პირველი მახსენდება.

აპრილი

აპრილის ამინდები იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე 27 დეკემბერი ან 21 მარტი. გაზაფხულის ეს შუა პერიოდი როცა ქუჩაში უკვე იგრძნობა ის სუნი. რომელიც გაზაფხულის და ნელნელა ზაფხულის მოსვლასაც მოგვასწავლებს. ზუსტად ამ დროს ცოტახნით ერთი ქალაქიდან მეორეში მომიწია წამოსვლა. მაშინ ამ ქალაქის ფერები თითქოს უფრო ფერადი იყო ვიდრე დღეს. ახლა როცა იქ ჩავდივარ დაბურული ღრუბლები და ნაცრისფერი ქუჩები ნოსტალგიითა და სევდით მავსებენ. ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ცოტაც და ნაქალაქარად გადაიქცევა , იმის მიუხედავად რომ იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

მახსოვს სახლიდან გამოსვლის წინ ,როგორ გადავიცვი ჟაკეტი და თან გავიფიქრე სიგარეტს ყუთი სახლში არ დამჩესთქო მაგრამ უკვე ავტობისში ვიჯექი ,როცა გავიაზრე, რომ ყუთი საწოლის გვერდით უჯრაზე დამრჩა. შინაგანად ავწრიალდი და ჩემ ძმასთან დავრეკე ,რომელიც რა თქმა უნდა ასე ადრე არც ადგებოდა და მითუმეტეს ტელეფონის ზარიც ვერ გააღვიძებდა. საბოლოო ალტერნატივა ამ სიტუაციიდან გამოძრომისა ისევ ჩემ ძმაზე გადაბრალება იყო და ამ აზრმა დამამშვიდა კიდეც. დღეს მარტო მივდიოდი სასეირნოდ . ამინდიც შესაბამისი იყო და თან დილის 10 საათზე ვისთვის მეთქვა სასეირნოდ გამომყევითქო.

მახსოვს ბავშვობაში ხშრად მიწევდა მარტო აქ სიარული, იმიტომ რომ მეგობრები არ მყავდა. არც ახლა გამოვირჩევიი დიდი სამეგობრო წრის ყოლით , თუმცა არის ერთი ორი, რომელსაც მე ვეძახი მეგობარს თვითონ კი ამ სიტყის ცოტა სხვანაირი გაგებით არის ჩემს მიმართ განწყობილები.
პარკში შესვლამდე სიგარეტი და ყავა ვიყიდე. ბევრი ვიარე და პარკის ბოლოში დავჯექი ტბის ნაპირზე. აქედან ცა უფრო ცისფერი ჩანდა და შინაგანად უფრო მშვიდი ვხდებოდი. ყველაფერთან ერთად ვიცოდი რომ ის ასეთ დროს მოდიოდა, ოღონდ ყოველთვის ტბის მეორე მხარეს ჯდებოდა და რაღაცებს კითხულობდა. ახლოდან რომ დამენახა ალბათ ვერც ვიცნობდი. სათვალითაც კი მიჭირდა ამ სიშორეზე მისი ნაკვთების გარჩევა. და აი ისიც.

აუცილებლად მივწვდები ვარსკვლავებს Where stories live. Discover now