2

641 21 5
                                    




მუსიკის ხმას ბოლომდე ვუწევ და გზას უკვე სწრაფი ნაბიჯით ვაგრძელებ. ბიჭი თავს ხრის და ირონიულად იღიმება. დავიწვი ახლა რატო გავრბივარ თუ ვერ გავიგე რომ მე მეძახის. უკვე გავცდი და ახლა რა ვკნა? უკან ვტირლდები და პირდაპირ მისკენ ვიწყებ სიარულს. გული ისე მიცემს მგონია რო გული წამივა. რა ვუთხრა ახლა რა ჯანაბა უნდა ვკნა?

ნერვიულად ვიღიმი და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. მცხვენია !!მინდა რომ სათვალე მოვიხსა ,რადგან მის ნაკვთებს ახლა ძალიან კარგად ვარჩევ და ჩემი წარმოდგენებისგან ძალიან შორს არის. მუქი ყავისფერი სევდიანი თვალები აქვს. აი ხომ გესმით თვალის ჭრილი ,რომ ისეთი აქვთ ყოველთვის მოწყენილი რომ გეგონება ადამიანი.მაგრამ მთლად ისეთიც არა ბილის რომ აქვს. ჩემთვის მაგალითად მისი თმის ფერი მუქიი ქერაა, სხვებისთვის ახლბათ ღია ყავისფერი , მაგრამ არა მაინც ქერაში გადის ჩემთვის. სწორი ლამაზი პატარა ცხვირი ისე უხდება მის სახეს მინდა ეგრევე ვუთხრა. ტუჩები... ძალიან ვარდისფერი და იმდენად პროპორციულია თვალის მაღლა აწევა მიჭირს. ჯერ ისე ახლოს არ ვდგავარ , თუმცა თვითონაც ხვდება რომ ვაკვირდები და მარცხენა კუთხეში ოდნავ ეღმება. ჩემს სიმაღლეა თუმცა შორიდან ოდნავ მაღალი ჩანდა. აწოწილი ფეხები აქვს და წვრილი მაჯები . თითები გრძელი და ლამაზად მოყვანილი.

-გამარჯობა

-გამარჯობა- ორივე ჩუმად ვსგავართ და ერთმანეთ ვუყურებთ. თან ის ისე დგას ,თითქოს ხმის ამოღებას საერთოდ არ აპირებს. კურსასმენები მოვიხსენი და ველოდები როდის დაიწყებს საუბარს თუმცა დაიჯერებთ 5 წუთია ვდგავართ ერთმანეთს ვუყურებთ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. და უცბად ახლოს იწყებს მოსვლას. ნაბიჯის უკან გადადგმა მინდა , მაგრამ თითქოს ორივე ფეხი გამეყინა და ადგილიდან ვერ დავიძარი. და აი ისევ იღიმის და ისევ თავი აქ ჩახრილი და უცბად მახსენდება ჩემი წიგნის ბოლო ფურცელი.

ახლა უფრო ავნერვიულდი და სირცხვილისგან გაქცევა მომინდა.

მოგიყვებით უკანა ფურცლის ისტორიას , რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო ,როცა პირველად შევამჩნიე მეორე სანაპიროზე ეს ბიჭი. ჯერ სავარაუდო საათები მეწერა როდის შეიძლება მოსულიყო აქ და დარჩენილიყო (ამ გამოკვლევებით მივხვდი რომ 10 საათიდან 12მდე რჩებოდა აქ), მერე სავარაუდო წიგნები რომლებსაც შეიძლება კიხულობდეს და მოკლედ დიდი მიმოხილვა ისეთ ადამიანზე , რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ და სახეზეც არ ვიცი როგორი იყო. შემდგომი მიმოხილვა იყო სახეზე და ... არა მის ტანზეც კი ... რას იფიკრებდა.

- სიმაღლეში 178. წონა 60. ცისფერი თვალები არ მაქვს მუქი ყავისფერია და კი ქერა ნამდვილად ვარ.- ახლა მიწა გასკდეს და შიგნით ჩავვარდე.

-გასაგებია-და ნერვიულად ვტრიალდები.

-კარგი ჩანაწერებია ბოლო ფურცელს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა.

_დიდი მადლობა მაგრამ უნდა იცოდე რომ სხვისი ჩანაწერების წაკითხვა არ შეიძლება - და ხელს ვწევ რომ წიგნი დამიბრუნოს

- წავიკითხავ და დაგიბრუნებ შეიძლება?

- რა თქმა უნდა არა!- ვპასუხობ უხეშად. ხელიდან ვაგლიჯავ წიგნს და ვტრიალდები და ვფიქრობ , რომ გავიქცე მაგრამ არა.

-გუშინდელივით გაქცევას თუ აპირებ მისამართიც ვიცი სადაც ცხოვრობ

-უკაცრავად???

-ჩემი ბრალი არ არის. - და აი ისევ ის ღიმილი და ვშტერდები.

-შეგვიძლია გავისეირნოთ ან დავსხდეთ სადმე . შენც ხომ ჩემს სანახავად ჩამოხვედი დღეს?- შენც???? შენ"ც"????

- როგორც გინდა ოღონდ დიდი დრო არ მაქვს.

- როგორც ყოველთვის 12მდე მაინც რჩები აქ ანუ 2 საათი გვაქვს, ამიტომ გაქცევას აზრი არ აქვს .- გთხოვ ღმერთო რა ხდება ჩემს თავს.....

აუცილებლად მივწვდები ვარსკვლავებს Where stories live. Discover now