2

271 12 0
                                    

ჩემზე დიდი იყო ასაკით. მე 11 კლაში გადავდიოდი ის კი უკვე სტუდენტი იყო. კალადბურთის გუნდში თამაშობდა. ძალიან მაღალი იყო , 2 მეტრა და რაღაცა ზუსტად არ მახსოვს. მთელი ივლისი მასთან ერთად გავატარე. ყოველდღე ვნაულობდი სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. სხვებთან ყოფნა აღარ მომწონდა , იმიტომ რომ მხოლოდ მასთან შემეძლო გახსნინილი და ისეთი ვყოფილიყავი როგორიც სინმადვილეში ვიყავი. დიდ დროს ვატარებდი მასთან სახლში.

ზუსტად ამ ზაფხულს დედაჩემიც ჩამოვიდა და მთელი ზაფხული დაჯე სექტემბრის ბოლომდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. მართალია მეცხრე კლასის მერე დედაჩემთან საშინელი ურთიერთობა მქონდა და მას მტრად ვთვლიდი მაგრამ. ადამიანებს მოსდით შეცდომები, ჩვენ კი პატიება უნდა ვიცოდეთ. დედაჩემი მეორე ადამაინი იყო ვისაც ყველაგერს ვუყვებოდი. ელისონს ყოველთვის ესმოდა ჩემი, ყოველშემთხევევაში ცდილობდა მაინც რო გაეგო. არ უნდოდა ისევ ცუდი დედის როლი ეთამაშა ჩემს ცხოვრებაში და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. ის ხვდებოდა , რომ წლები რომლებიც ერთად არ გგავიტარებია ჩემთვის ძალიან ტრავმული იყო და მშობლის სიმკაცრით აღარ გამოირჩეოდა. პირიკით ის ჩემთვის როგორც უფროსი დაქალი ისე გახდა და მინდა ვთქვა რომ დღემდე ეგრეა.

ახლა ალბათ გაინტერესებთ რადგან ამდენ დროს ვატარებდი მასთან არ მომწონდა ? არა , თან საერთოდ. ისეთი ტიპი არ იყო რომ მომწონებოდა. გახსნილად ველაპარაკებოდი სხვა ბიჭებზე და თვითონაც გოგოებზე რარაცებს მიყვებოდა ხოლმე და არასდროს მიფიკრია რომ მის მიმართ რამე სხვა გრძნობა უნდა გამჩენოდა... მის სახლსი ძალიან დიდ დროს ვატარებდი. საერთოდ სისუფთავის წიკი მაქ და როცა მივდიოდი ყოველთვის ვალაგებდი ხოლმე. ერთხელ მისი ძმაკაცი იყო ჩვენთან ერთდა და ეს ამბავი ძალიან ცუდად გაიტანეს. თითქოს იმისთვის ამოვყავდი რომ სახლი დამელაგებინა მისთვის და ათასი სისულელე. ყურდღებას არ ვაქცევდი ბავშვების ასეთ ლაპარაკს. დიდიხანი იყო გასული იმის მერე რაც მივეჩვიე რომ ადამიანები ჩემზე ყოველთვის ცუდად ლაპარაკობენ ამიტომ ამან დიდი აღშფოთება არც გამოიწვია ჩემში. თუმცა მაგ დღის მერე ნელნელა ყველაფერი შეიცვალა. ცდილობდა ჩემთან უფრო ახლოს ყოფილიყო , ვგულისხმობ ფიზიკურად. ზედმეტად ახლოს მიჯდებოდა. მომენტებში თავს ზედმეტად ახლოს სწევდა და უკვე დისკომფორტს ვგრზნობდი.

12 აგვისტო

-რაშვები დღეს მუშაობ?

- კი , ოთხზე. ხდება რამე ?

- ამოდი ჩემთან სანამ სამსახურში გახვალ , პასტა უნდა გავაკეთო.

- მიყვარს პასტა, ჩავიცვამ და გამოვდივარ.

რო მივედი აბაზანიდან ახალი გამოსული იყო. პირსახოცით დადიოდა წინ და უკან. თავო ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ვკითხე ესე სიარულს რამდენხანს აპირებქო და ნერვიულად გამეცინა. სერიოზული სახით გამომხედა და ოთახში გავიდა. მანამდე მაგიდა გავაწყვე და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა. არ ვიცი იმ დღეს თითქოს გული მიგრძნობდა რომ რაღაცა ცუდი მოხდებოდა თუ რაიყო არ ვიცი ძალიან მინდოდა 4 საათი მალე მოსულიყო რომ სამსახურში გავსულიყავი.

ჭამას მოვრჩით მაგიდა ავალაგე და ოთახში გავედი.თქვენი არ ვიცი მაგრამ ჭამის მერე დაწოლა ყველაზე მეტად მინდება და ამიტომ არ მიყვარს გარეთ ჭამა. წამოვწექი კიდესთან ის კიდე გევრდით მომიწვა. აქამდე სულ მდივანზე წვებოდა ლოგინის მოპირდაპირე მხარეს და ამ ქცევამ გული ამიჩქარა და სანამ რამეს ვიტყოდი ზედ გადმომაჯდა. ღმერთმა იცის როგორ მინდოდა რომ მეყვირა მაგრამ შიშისგან თავლებში დამიბნელდა და ხმის ამოღება კი არა ხელის გაქნევაც ვერ მოვასწარი . ორივე ხელი დამიჭირა და ერთი ის მახსოვს როგორ მითხრა ეგეთი მტკივნეულიც არ იქნება არ იდარდოო და მერე ის როგორ ჩავიცვი ტანსაცმელი ჩემით და მისი სახლიდან როგორ გამოვედი.

აუცილებლად მივწვდები ვარსკვლავებს Where stories live. Discover now