მეთხუთმეტე თავი (ფინალი)

160 8 4
                                    

ავტორი: ბოდიში ამხელა პაუზისთვის... 💜 და ისიამოვნეთ💜

* 4 წლის შემდეგ *

ალბათ ყველა ელოდებით დასასრულს, რომელიც ყველას ერთბაშად გაგითბობდათ გულს... დასასრულს, რომელშიც მე მიუხედავად ამდენი დაბრკოლებისა გულის ხმას მოვუსმენდი... მაგრამ... უნდა გაგამაწყენოთ და გითხრათ, რომ  სულელი ვარ....  მშიშარა.. არ ვიცი რაც გინდა დამიძახეთ, მაგრამ...
სანამ იკითხავთ თუ რა მოხდა თვითონ აგიხსნით ყველაფერს.
ნაილი დავტოვე.. დიახ, როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი და მთელი გულით მთხოვდა დარჩენას პასუხის მოლოდინში უბრალოდ ხელი გავუშვი და უსიტყვოდ წავედი მშობლებისკე.. ეს, ალბათ იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცოდი ჩემი პასუხი რამდენად ატკენა გულს და არც მე მქონდა ძალა დასამშვიდობებელი სიტყვების წარმოთქმის.
ვტიროდი.. ჩვენ ყველა ვტიროდით... მაგრამ მე ისინი დავტოვე და უკან არც კი მიმკხედავს .., მათი ტკივილის დანახვაც კი არ შემეძლო..
არ განგსჯით თუ ეგოისტს და უგულოს მიწოდებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვწტილება მივიღე..
"ყველასთვის ასე აჯობებს.." მიმეორებდა დედა და ეს აზრი იმდენად ღრმად აღიბეჭდა ჩემს ქვეცნობიერში, რომ განუწყვეტლივ ვიმეორებდი მეც გონებაში უნებურად.
მახსოვს, იმ დღეს მანქანაში ასულმა თვალები როგორ დავხუჭე და ყურებზე ხელები როგორ ავიფარე, რომ საკუთარი მეს შეურაცმყოფელი სიტყვები არ მომესმინა, მაგრამ მას ვერსად გავექეცი...
"შევეგუები.. გადავიტან.. ყველაფერს თავიდან დავიწყებ.. ასე ჯობს"- ვიმეორებდი და ცრემლებს გამალებით ვიწმენდდი. 
დედაც ტიროდა ჩემთან ერთად... არვიცი.. არვიცი რამდენად ხვდებოდა რას განვიცდიდი მაშინ, მაგრამ ალბათ რომ მიმხვდარიყო დარჩენის უფლებასაც მომცემდა... არაუშავრს..
მოკლედ წამოვედით ..
ახალი ცხოვრება ნიუ ჯერსში დავიწყეთ... ყველაფრის დავიწყებას ამაოდ ვცდილობდი, მაგრამ დღემდე მაწუხებს ერთადერთი კითხვა: რა იქნებოდა, რომ დავრჩენილიყავი? ... გულს მიღრღნის ყოველ ღამე საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, რადგან თითქოს, ოთახში არსებული ყველა ნივთი სათუთაოდ მისვამს ამ კითხვას... დღემდე.. დიახ დღემდე ხდება ეს.. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია ნაილს მხოლოდ ტელევიზორსა და კომპიუტერში ვხედავ..
ალბათ იმასაც იკითხავთ თუ რა დაემართა მას... პასუხი მარტივია.. მან დანარჩენებთან ერთად უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და იმდენად ცნობილია, რომ დიდსა თუ პატარას მისი სახელი აკერია პირზე...
One direction— ეს მათი ბენდის სახელია.. და ისინი მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან.. კარიერის დასაწყისში ყველა მათგანი გარდა ნაილის, რადგან სავარაუდოდ ჩემმა საქციელმა გული იმდენად ატკინა, რომ ახლა ვეზიზღები, სოციალური მედიის დახმარებით ყოველ დღე მკითხულობდა, მეკონტაქტებოდა, გამსაკუთრებით კი ჩემი ძამიკო ჰარი.. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მესიჯებმა იკლო, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ დღეს ისინი ჩემთვისაც მხოლოდ სელებრითები არიან და მეტი არაფერი.. როგირც ხდება ხოლმე, ჩემთვი აღარ სცალიათ, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ჩემი წასვლა სწორი ნაბიჯი იყო...
დედასაც ხშირად ვესაუბრები ამ თემაზე და ისიც მეთანხმება თანაც მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი... და ნაილისდამი ეს გრძნობა რომელიც ყურში მაცდურად ჩამჩურჩულებდა "დარჩიო"- სიყვარული არ შეძლება ყოფილიყო... არა? იქნებ იყო კიდეც.. მაგრამ ახლა ეს უკვე მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებია...
მოდით დღევანდელობას დავუბრუნდები, რადგან ეს თემა და ძველი დრო უბრალოდ, მსუბუქად რომ ვთქვა, ცუდ ხასიათზე მაყენებს.
ამერიკა... თავიდან მეზიზღებოდა აქაურობა, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ადამიანი ყველაზე ძლიერ ტკივილსაც კი ეგუება, ამიტომ მეც მივეჩვიე.. თანაც არა მარტო შევეჩვიე, არამედ ჩემს ქალაქში ერთი პატარა და მყუდრო ადგილიც ვიპოვე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და როდესაც უგუნებოდ ვარ ვსტუმრობ ხოლმე..რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტო მივდუვარ, რადგან სიმშვიდე მიყვარს..ხომ გაგიგიათ ბუნება ადამიანის განწყობაზე კარგად მოქმედებსო, ხოდა თავს ვდებ, რომ მართალია.. ნაკადულის ჩუხ-ჩუხის, ჩიტების ჭიკჭიკის, ფოთლების შრიალის მოსმენა და უბრალოდ მზისთვის სახის მიფუცხება ჩემთვის ჩვეულებრივი თერაპიააა... როცა ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები სუფთა ჰაერით ყველა სტრესისგან ვთავისუფლდები.. თქვენც სცადეთ, არ ინანებთ.
მეგობრებიც შევიძინე.. ისეთი ახლო არა როგორც ჰარი და ჩემი დაქალები იყვნენ, მაგრამ მთავარია მათთან თავს კარგად ვგრძნობ.. სულ ეს არის ჩემი ცხოვრება... ასაკის მატებასთან ერთად იკლო იმ აღტაცებულმა ემოციებმა და მომენტებმა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ალბათ ასეც უნდა იყოს.. ასე რომ სულ ესაა რაც წარსულზე მინდოდა მომეყოლა..
ხო მართლა სტუდენტი ვარ და სამართალზე ვსწავლობ.. სამომავლოდ კი ვგეგმავ ბრიტანეთში ჩემ ძველ სახლში ჩასვლას და მონახულებას.. იქაურობა ისე მენატრება... ჩემი მოგონებების სამფლობელო.. ჩემი ბავშვობა..
ეჰჰ...
დღევანდელმა დღემ, ისევე როგორც გუშინდელმა და სხვა დანაჩენებმა ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივ ჩაიარა... ხუთშაბათობით ლექცია არც ერთ ჩემს მეგობართან არ მემთხვევა, ამიტომ უაზროდ ვიჯექი მთელი 4საათი უნიში.. ნუ იტყვით საშინელებაა.. ასეთი დღის დროს კი გახსოვთ რას ვაკეთებ? დიახ 'ჩემს ადგილზე' მივდივარ სიმშვიდის მოსაპოვებლად.
ამიტომ უნის დასრულების შემდეგ სახლში შევიარე ჩანთა დავტოვე, შედარებით კომფორტულ სამოსში გამოვეწყვე, მობილური და ყურსასმენები მოვიმარჯვე, მუსიკა ჩავრთე და საყვარელი მხარისკენ გავემართე.
ისეთი თბილი და კარგი ამინდი იყო, წამით ეჭვიც კი შემეპარა რომ შემოდგომა იყო ნამდვილად თუ არა.
ჩემი სახლიდან დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სულ რაღაც 10 წუთი მჭირდება, ფეხით სიალული და სეირნობა კი ისედაც მიყვარს, ამიტომ სრული განტვირთვაა ჩემთვის. გზაში ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი მუსიკას ავყევი და ცეკა-სიმღერით მივედი დანიშნულების ადგილამდე... მაგრამ იქ მოულოდნელი სურპრიზი დამხვდა.
ჩემ კუთვნილ ადგილას, თანაც ზუსტად იმ ქვაზე, რომელზეც მე ძალიან კომფორტულად ვარ ხოლმე მოკალათებული ვიღაც უცხო ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და მშვიდად გაჰყურებდა მის წინ არსებულ ულამაზეს ბუნებას. მისი სიმშვიდე ნერვებსაც კი მიშლიდა უკვე...
- ჩემი ადგილის წართმევას არავის შევარჩენ!-გავიფიქრე, სწრაფი ნაბიჯით წავედი პირდაპირ მისკენ და მხარზე ნაზად შევახე ხელი.
- უკაცრავად, სერ..-ჩემი შეხებისას ერთიანად წამოვარდა ადგილიდან და შეშინებული შემობრუნდა ჩემკენ- მაპატიეთ სერ, მე სულაც არ მინდოდა თქვენი შე..
მზერა გავუსწორე თუ არა ხმა ჩამიწყდა და გული შემეკუმშა, საუბრის და მოძრაობის უნარი ერთიანად წამერთვა და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.. ვერ ვიგებდი თვალებისთვის დამეჯერებინა თუ არა, რადგან უცნობის თვალები სულაც არ იყო ჩემთვის უცხო..
ძალა მოვიკრიბე.. თავს ვაიძულე, რომ გამოვფხიზლებულიყავი და როგორღაც შევძელი მეთქვა:
- ნ.. ნაილ..
დიახ... არვიცი როგორ ან რანაირად იყოს ეს შესაძლებელი, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ის ისევ ჩემს წინ იდგა.. ღმერთო როგორი გაზრდილი და შეცვლილი იყო.. ცრემლიც კი მომადგა, როცა გავაანალიზე თუ როგორი ტკივილით ვცხივრობდი მის გარეშე მაგრამამავდროულად უბედნიერესი ვიყავი მისი კიდევ ერთხელ ხილვით.. გული ისე მიცემდა, რომ ახლა მხოლოდ მისი ბაგა-ბუგის ხმაღა ჩამესმოდა, მინდოდა მაგრად მომეხვია ორივე ხელი და მის მხარე მეტირა, ბოდიში მომეხადა იმის გამო, რომ სულელურად ვიქცეოდი და ეგოისტი ვიყავი, მაგრამ უბრალოდ თვალცრემლიანი ვიდექი შორს და მიახლოებასაც ვერ ვბედავდი.
- სალამი, კეიტი..- ცივად მითხრა და თვალი ამარიდა.. მის ხმაში უდიდეს წყენას ვგრძნობდი და აშკარა იყო, რომ ჩემმა ასე მოულოდნელმა გამოჩენამ ძველი დრო გაახსენა და უარესად დანაღვლიანა.
- ა..აქ არ ველოდი შენს ნახვას... -ამოვისლუკუნე და კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა- და საერთოდ არც არასოდეს ველოდი...
- სასაცილოა, არა?-ასეთ ნაილს პირველად ვხედავდი.
- რას გულისხმობ?-თავი დაბლა მქონდა დახრილი და ისე ვესაუბრებოდი.
- იმას, რომ ბედისწერამ ისევ მოინდიმა ჩვენი შეხვედრა...-მწარედ ჩაიცინა.
- ალბათ..- ჩავილაპარაკე და შეუმჩნევლად მოვიშორე ლოყაზე ჩამოგირებული ცრემლი.
- არ გკიხავ როგორ ხარ... არ მაინტერესებ.. და დარწმუნებული ვარ, არც შენ გაინტერესებს.. - ხმა აუთრთოლდა მას რაც უფრო მეტად მტკენდა გულს.
- ნაილ, მე..
- არა, კეიტ, არაფერი მითხრა.. ახლა კი ხელს არ შეგიშლი, წავალ..-წასვლა დააპირა, რადგან აშკარად საშინლად ახრჩობდა მომდგარი ცრემლები.
- ნაილ, გთხოვ..- ვთქი, რადგან მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი და მკლავში ჩავავლე ხელი შესაჩერევლად.
- რა? რას მთხოვ, კეიტ, რას?-უკვე ნახევრად ტირილით მიპასუხა და მეც გულმა ვეღარ გამიძლო ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომცვივდა ჩავიკეცე და დავიწყე:
- მაპატიე.. მაპატიე ნაილ.. ვიცი ეგოისტურად მოვიქეცი... ვიცი... ასე ნუ მომექცევი... ახლა ნუ წახვალ.. გთხოვ უბრალოდ ბავშვურად მივიღე დაგაწყვეტილება.. არ ვიცოდი, რომ ასე ძალიან გატკენდი... მაპატიე... - ხელი ისევ მეკიდა და ისე ვემუდარებოდი ნაილს, რომელიც ადგილიდან არ იძროდა.
კარგა ხანს ჩუმად იდგა და არაფერს ამბობდა, მე კი ძალიან დაბალი ხმით დაუსრულებლად ვემუდარებოდი, რომ დარჩენილიყო.. ეპატიებინა...
ახლა მისთვის ძალიან რთული იყო რამის თქმა და ამას მშვენივრად ვხვდებოდი, უბრალოდ ახლა მისი უბრალოდ გაშვება ყველაზე სულელურ საქციელად მიმაჩნდა რასაც ოდესმე გავაკეთებდი, ამიტომ მხოლოდ ვთხოვდი, მთელი გულით ვთხოვდი დარჩენას....
- რა აზრი აქვს..- წყენისა და გავრაზებუსგან აკანკალებული ხელი სწრაფად გამომგლიჯა და ზურგი მაქცია..
- აქვს, ნაილ, აქვს...-სასოწარკვეთილი ვიყავი.. ჩემ მოქმედებებზე ფიქრის დრო არ იყო, ამიტომ გადავწყვიტე გულისთვის მომესმინა.
სწრაფად წამოვვარდი, წინ დავუდექი მკლავებზე ხელები მოვხვიე, თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:
- ნაილ.. თვალებში შემომხედე და მითხარი.. -მან თვალი ამარიდა- მითხარი, რომ წასვლა გინდა და აღარასოდეს გინდა ჩემი დანახვა! მითხარი, რომ გეზიზღები და გპირდები გაგიშვებ.. გაგიშვებ და ისევ გავქრები შენი ხცოვრებიდან, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ..- ტირილით ვეუბნებოდი და მთელი სხეულით ვკანკალებდი.
სიმართლე რომ გითხრათ, წარსულში, მას შემდეგ რაც მათგან წამოვედი, ხშირად დავფიქრებულვარ ამ მომენტზე, ჩვენს შეხვედრაზე და მიფიქრია იმაზე თუ რას ვეტყოდი მას.. გონებაში ხშირად გამითამაშია ეს სიუჟეტი და მისი არაერთი ვერსია შემიქმნია, მაგრამ რეალურად მათგან არცერთი დამეხმარა... აქ სულ სხვა იყო.. მის წინაშე უსუსურად და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
ნაილი ისევ დუმდა, მაგრამ ამჯერად მიყურებდა.. და ნეტავ სულაც არ შემოეხედა, რადგან იმედგაცრუებისა და ტკივილის გარდა მის თვალებში ვერაფერს ვკითხულობდი.. ვერ ვხვდებოდი ვეზიზღებოდი თუ არა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მას ამის სრული უფლება ჰქონდა...
მდუღარე ცრემლები სდიოდა ოკიანისებრ ღრმა თვალებიდან და წითლად შეფერადებულ ლოყებს უნამავდა..
შევცდი..
მიუხედაცად ამდენი ხნის გასვლისა მასში ისევ ის ბავშვი ცხივრობდა, რომელსაც ადრე ვიცნობდი.. მხოლოდ მისი გული იყო შეცვლილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო...
ვნანობ თუ არა? დიახ ვნანობ ჩემს ბავშვურ საქციელს, იმასაც ვნანობ, რომ ჩემს გრძნობაში ეჭვი შევიტანე და მას ბავშვურ გატაცებად ვთვლიდი.. ვნანობ, რომ მისი დატოვება უკეთეს ალტერნატივად მივიჩნიე და ვნანობ, რომ მას ყველაფრის მარტო გადატანა მოუწია.. ვნანობ, ვნანობ.. ყველაფერს ვნანობ, მაგრამ... ამის თქმა მისთვის არ შემიძლია.. უბრალოდ არც კი მომისმენს და სწორედ მაგის ღირსი ვარ..
მხოლოდ ახლა.. მის წინაშე დგომისას ვაანალიზებ თუ როგორ მიყვარს.. და როგორ არ შემიძლია მის გარეშე ერთი წამის გატარებაც კი ამიერიდან...
თვალებით ვთხოვ, რომ არ დამტოვოს...
ნაილმა უეცრად ჩემი ხელები მოიშორა, ცრემლები მაისურის სახელოთი მოიმშრალა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა ისე, რომ ჩვენს თვალებს შორის კავშირი არ შეუწყვეტავს და ძალიან მინავლული ხმით მკითხა:
- იცი მაინც, როგორ მენატრებოდი?-გავიყინე.
- ნაილ, მე..
- არა, იცი მაინც რას ვგრძნობდი მთელი ამ დროის მანძილზე?
- ვიცი ...-თავი ჩავხარე..- მაპატიე გთხოვ..
- გგონია ასე ადვილია?-ტონს აუწია მან.
- ვიცი რაც ჩავიდინე.. ძალიან ვნანობ.. და ისიც ვიცი, რომ უკვე ძალიან გვიანია ამიტომ უბრალოდ მითხარი, რომ გეზიზღები.. და მე გავქრები გპირდები.. გულს აღარასდროს გატკენ ჩემი გამოჩენით... გთხოვ მითხარი..- მუხლებზე დავვარდი, რადგან დგომა აღარ შემეძლო და ისე ვსლუკუნებდი.
თვალები დავხუჭე, რადგან არ მინდოდა მენახა როგორ დამტოვებდი საყვარელი ადამიანი.. ზუსტად ისევე როგორც მე დავტოვე ის ოთხი წლის უკან.. მისი ყრუ სლუკუნის ხმა კი ხანჯალივიღ მესობოდა გულში, რომელიც ისედაც უკვე ნაფლეთებად იყო ქცეული..
მოულოდნელად სიჩუმემ დაისადგურა .. და მხოლოდ რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გავიგე..
- წავიდა-გავიფიქრე და გულზე ხელი ვიტაცე, რადგან ძალიან ძალიან მტკიოდა..
სუნთქვა შემეკრა და თვალები კიდევ უფრო მაგრად დავხუჭე.. მოულოდნელად, ვიღაცამ ძლიერად მიბიძგა ზუგრის მხირიდან და ვიგრძენი, როგორ მიმიხუტა ვიღაცამ ძალიან ძლიერად...ნაილი იყო... დანახვაც კი არ მჭირდებოდა, რომ მისი სურნელი მეცნო.. ისევ იმ სუნამოს სუნი.. როგორ მენატრებოდა.. გულში სითბო ჩამეღვარა და ტირილს ვუმატე ვგრძნობდი, როგორ ტიროდა ისიც ჩემთან ერთად..
წამით თვალების გახელისაც კი შემეშინდა, რადგან მეშინოდა ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, მაგრამ მისმა ხავერდივანმა ხმამ ყველაფერი დამავიწყა..
- სულელი ხარ თუ ფიქრობ, რომ ოდესმე შენს მიმართ ზიზღს ოდნავ მაინც ვიგრძნობ.. - უფრო ძლიერად მიმიკრა- ამჯერად, აღარასდროს გაგიშვებ.. - პატარა პაუზის შემდეგ კი დაამატა- მიყვარხარ..-ძალიან ჩუმად.
ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა მთელს სხეულში, თავი სწრაფად წამოვწიე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა მზერა გავუსწორე..
- რა?-გაოცებულმა შემომხედა ნაილმა- გაგიკვირდა? მე კი მეგონა უკვე იცოდი, რომ ეს ისედაც ასე იყო..-გაიღიმა- სიციცხლეზე მეტად მიყვარხარ, კეიტი..
არ ვიცი და ნუ მკითხავთ იმ წუთას რაზე ვფიქრობდი, უბრალოდ ის გავაკეთე რაც გულმა მიკარნახა, ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე... თავიდან შეკრთა.. არ მოელოდა და უკან გაიწია, მაგრამ ჩემი აწითლებული გამომეტყველება რომ დაინახა გაიღიმა, ორივე ხელი წელზე მომხვია და მთელი გრძნობით შეაერთა ჩვენი ბაგეები.. ჩვენმა გულებმა კი ერდროულად დაიწყეს ძგერა.. ეს ის იყო რაც დიდი ხანია მჭირდებოდა და რაზეც წლების მანძილზე ვვოცნებობდი. ის ჩემთან იყო.. ჩემი იყო .. კოცნამ ორივეს გაგვაანალიზებინა ის ფაქტი, რომ ამიერიდან ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები ვიყავით.. სამუდამოდ..
- მიყვარხარ, ნაილ ჰორან..-ვუჩურჩულე კოცნისას, რაზეც გაიღიმა და ისევ გულში ჩამიკრა..
- მეც, კეიტ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად..-თქვა და შუბზე მაკოცა..
ეს წუთები ორივესთვის დაუვიწყარი და ყველაზე სანუკვარი იყო... წყენა უკვალოდ გაქრა, ხოლო ჩვენი სიყვარული ზამთარში, თოვლის საფარიდან თავ ამოყოფილი ენძელასავით გაიფურჩქნა.. თითქოს გულში შეივსო ის სიცარიელე, რომელსაც მის გარდა სხვა ვერავინ შეავსებდა..
ბედნიერები ვიყავით..
ცოტა ხანს კიდევ დავრჩით იქ, ვსაუბრობდუთ, ვიცინოდით, როგირც აღმოჩნდა ნაილის აქ ყოფნის მიზანი სწორედ ჩემი მოძებნა იყო და ბედისწერამაც იმის მაგივრად, რომ გრძელი გზით ეტარებინა პირდაპირ ჩემთან მოიყვანა..
ავტორი:
სწორედ ასეა ჩემო საყვარელო მკითხველო, თუ ადამიანი შენთვის არის დაბადებული, შენ კი მისთვის რაც არ უნდა გრძელი და ეკლიანი გზით ატარო ბედისწერა საბოლოოდ მაინც შენთან მოიყვანს..
ნაილი და კეიტი ცხოვრების ბოლომდე სიყვარულში და ბედნიერებაში ცხივრობდნენ და ერთმანეთისთვის ჩაჭიდებული ხელი აღარასდროს გაუშვიათ.. თქვენ კი ისეთივე ნამდვილი სიყვარულის პოვნას გისურვებთ, როგორითაც ეს ორი ადამიანი იყო დაკავშირებული.. და არ დაგავიწყდეთ, რაიმე რომ იპოვოთ მთავარია გჯეროდეთ, რომ ის ნამდვილად არსებოს..

ჰეი ჰეიი ჰეიიი .. მონატრებულებო.. მეც ერთ თუ ორ წლიანი პაუზის მერე დაგიბრუნდით.. იმედია არ გამინაწყენდებით.. როგორ მოგეწონათ ფინალი? მადლობა მათ ვინც ამდენ ხანს მელოდა.. მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და მგულშემატკივრობდა❤️💜 მიყვარხართ და ბედნიერებას გისურვებთ💜❤️

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now