- კეიტი, რას აკეთებ?-მესმის ლუის ხმა
- უკაცრავად,-ვეუბნები უცნობს ტელეფონში და ლუისკენ ვტრიალდები.-ლუი ორი წუთი მჭირდება, თქვენ შედით და დაგეწევით ახლავე!
- კარგი, როგრც გინდა.-მიღიმის და დანარჩენებიკენ ტრიალდება.
- გისმენთ, რაღაცის თქმა გინდოდათ.-თავაზიანად მივმართავ უცნობს.
- მის კეიტი, მისტერ და მისის ბლეიქები თქვენი მშობლები იყვნენ, ხომ ასეა?
- დიახ, ასეა სწრაფად მითხარით რა მოხდა... და წარშულში რატომ ლაპარაკობთ?-ტონს ვუწევ, რადგან ძალიან ვნერვიულობ.
- თქვენი მშობლები...
- რა დაემართათ მათ?-თითქმის ყვირილით ვეუბნები მას.
- ისინი... ავტო კატასტროფში.... დაიღუპნენ. ძალიან ვწუხვართ.
- დაიღუპნენ? ალბათ, რაღაც შეცდომააა... არა ასე ვერ მომექცეოდნენ....-ვჩურჩულებ.
ამ წამს, გულში დიდი სიცარიელე ვიგრძენი. თვალებზე ცრემლი მომადგა. ვიდექი... შუა ქუჩაში უბრალოდ გაშშებული ვიდექი და ხელში ჩემი ტელეფონი მეჭირა. დაბნელდა. ოღონდ, ამჯერად იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდი. უბრალოდ, ჩრდილებს და ხმაც, არაფრის მესმოდა. უბრალოდ გაბმული ზუზუნი და მეტი არაფერი.
ვერაფრით დამეჯერებინა, რომ მათ, ადამიანებმა რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვადა, დამტოვეს. "ალბათ, რამე შეცდომაა" ვიმეორებდი გუნებაში, მაგრამ ჩემ სიტყვებში თვითონვე მეპარებოდა ეჭვი. თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი წონასწორობა შემენარჩუნებინა.
გავრბოდი, ოღონდ მეც არ ვიცი რატომ, ან ვის გავურბოდი. ალბათ საკუთარ თავს და მტანჯველ სიმართლეს. ცრემლებსაც ვერარ ვკავებდი. შუა ქუჩაში გიჟივით გავრბოდი და თვალებიდან, ცრემლები ჩამომდიოდა.
მინდოდა, უბრალოდ ძალიან მინდოდა მეყვირა, ძალიან მაღალ ხმაზე მეყვირა, ან მეტირა. არ ვიცოდი სად გავრბოდი. გული ძალიან მტკიოდა. არავის დანახვა არ მინდოდა. დროის შეგრძნება დავკარგე და მინდოდა, სადმე განმარტოებულ ადგილას წავსულიყავი.
YOU ARE READING
What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)
Fanfictionკეიტი ბლექის და მისი საუკეთესო მეგობრის ცხოვრევა იცვლება.. ამას არავინ მოელოდა.. 16 წლის თინეიჯერი მეგობრების ცხოვრება სურპრიზებით არის აღსავსე მაგრამ მოულოდნელად რაღაც იცვლება...